-შენ მე…
-მოგატყუე.-ცრემლები წამოსცვივდა ლილის.
-ის ბავშვი…
-შენია!
-მე უბრალოდ…
-მზად არ იყავი.
-ლილი მე…
-რა შენ!-დაიძაბა ლილი.
-რომ გეთქვა, მერწმუნე! ბავშვს ჩემს გარეშე ვერ გაზრდიდი…
-ვერ გავზრდიდი?! მე ის მარტო გავზარდე! დიახ შენი ვაჟი დედამისმა გაზარდა. ჩემი მეგობარი გატეხეთ…გოგო ნაკუწებად იქცა, მაშ შემდეგ რაც ალექსანდრემ მიატოვა.
-…
-და შენ! შენ მასზე უარესი გააკეთე! მე დამამსხვრიე, შენ მე კედელი გეგონე, მაგრამ მე კედელი არ ვარ! მე მინა ვარ რომელიც თუ ტყდება სხვას ჭრის.
-ლილი..
-ხმა არ ამოიღო მარკ! მთელი არსებით შემიყვარდი, იმოდენ შემიყვარდი, რომ შვილი გავაჩინე შენგან…იმის იმედით, რომ ის შეძლებდა ჩემი ცხოვრების გაფერადებას, მაგრამ არა…ყოველ დღე…უფრო მეტად და მეტად გემსგავსება.
-და ეს ცუდია?
-კი. იმიტომ რომ ის შენს თავს მახსენებს. მისი თვალები შენსას მიუგავს, რომელიც მთელი მისი ატომებით შემიყვარდა…
მომაკვდინებელი სიჩუმე. ვერც ერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, მაგრამ…ფიქრები თავად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში:
მარკი:”ნეტავ ჩემმა შვილმა იცის მამა თუ ჰყავს ან საერთოდ რა მოუყვა ლილიმ.”
ლილი:”შენ შენი შვილისთვის მკვდარი ხარ! ჩემთვისაც!”

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!