fbpx
0

ვზივარ და ვუყურებ როგორ ლამაზად ეცემა წვიმის წვეთები ადამიანებს,რომლებსაც თურმე ასე არ უყვართ წვიმა.მაგრამ მე ხომ უნდა დავწერო რამე პოეტურად და ცოტა ჩემებურად. ისე სასიამოვნოდ მეცემა შენი წვეთები, ისე ემოციურად,როგორ არ გინდა გიხაროდეს რომ ისევ ცოცხალი ხარ, რომ ისევ შეგიძლია იგრძნო. იგრძნო და მიხვდე რომ სულ რომ არაფერი მხოლოდ მას შეუძლია იტიროს შენთან ერთად, ოღონდ ისე რომ შენს დაურალავ ცრემლებს ფარავდეს. გეცემოდეს ისე თითქოს ესმის,თითქოს ახლა ისიც გრძნობს და შენთან ერთად ისიც ტირის. მაგრამ შენ ვერ გაგიგია იმიტომ ტირის რომ შენც ტირი თუ იმიტომ რომ უბრალოდ უნდა რომ იწვიმოს?! და როდესაც წვიმაში მდგარი, სრულიად სველი თვალებს გაახელ დამაღლა აიხედავ, მიხვდები რომ როგორც გინდა ისე მიიღებ, როგორც გინდა ისე ჩათვლი. თუ იტირებ, იფიქრებ რომ ისიც შენთან ერთად ტირის, თუ უბრალოდ წვიმა მოგენატრება იფიქრებ რომ გინდა და იმიტომ წვიმს. თუ გინდა იფიქრებ რომ მას ისევ უყვარხარ. ან იფიქრებ რომ დღეს წარუმატებელი იქნები. თუ გინდა იფიქრებ რომ დღეს შენი დღეა, ანდაც პირიქით. შენ… დიახ შენ ქმნი შენს ემოციებს,შენს დაბრკოლებებს, შენს ადამაინებს და შენს დღეს. ნუ უყურებ სხვას. შეიყვარე შენი თავი, შენი თითოეული მე და შენი თითოეული ნაკლი,რომელშიც ადრე თუ გვიან შენს ძლიერ მხარეს აღმოაჩენ და ერთ დღეს, ღიმილით გაიხსენებ, შენს თავსგვერდიდან შეხედავ და იტყვი: ,,გახსოვს წვიმაშ მდგარი, სულ სველი ამ ყველაფერზე ფიქრისას მხოლოდ უიმედოდ რომ იღიმოდი?” ხელებს გაშლი და ახლაც იგივეს იზამ, ისევ ჩაიფიქრებ რამეს, ისევ უიმედო ღიმილით და იმის მოლოდინში თუ როდის გაშლი კვლავ ხელებს მეორედ და როდის გარდაქმნი შენს თავს სრულყოფილ წვიმად.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!