fbpx

სევდა..

0

თვალები მაქვს ისევ ისე, შეფერილი დარდით.
სული უკვე დაიღალა უფსკრულებში ვარდნით.
შემომხვდები, როცა ზეცა უხილავად ბარდნის,
ჩამჩურჩულებ გიხდებაო ამოსუნთქვა ავდრის..
გაგიღიმებ, ისევ ისე, სიტყვები რომ არ ღირს,
მიმიხვდები ყვავილი ვარ გაყინული ზამთრის.
გზას გაყვები და ძილის წინ გახურვისას ფანჯრის,
დაფიქრდები ნეტავ ჩემთვის ეს ცხოვრება რად ღირს..
ძილს გაყვები ცივ ზამთარში მოგეჭრები სიზმრებად,
ფორიაქი შეგიპყრობს და სევდა მოვა ფიფქებად.
ვერ მიპოვი, რადგან თოვლმა დამაფარა ჭაღარა,
ქარიშხლებმა დედამიწის სულ სხვა მხარეს მატარა.

ყველაფერი ეს კი მაშინ, როცა უსაშველოდ ბარდნის,
მე კი ისევ ვიღიმი და თვალებს ვივსებ დარდით..

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!