ბავშვობის სიყვარული

0

დემეტრე გაოცებული შეჰყურებდა იას ტანს. სწორ ფეხებს და ლავიწებს შორის ჩაღრმავებებს. იმდენად ლამაზი იყო, რომ დემეტრეს ლავიწებისთვის კოცნა მოუნდა.
-გამარჯობა.-სიჩუმე იამ დაარღვია.
-გაგიმარჯოს.-უპასუხა დემეტრემ და კიდევ უფრო დააკვირდა იას. სახეს, ტუჩებს, თვალებს, მკლავებს, მაგრამ ყველაზე მეტად თმების სუნი ეცა. ნათქვამია ქალის თმებს სამოთხის სუნი ასდის, რომელშიც კაცი იძირებაო.
ოდნავ მოგრძო თმები ჰქონდა იას.
-ყური გაგიხვრეტია.-ახლა შენიშნა იამ.
-ხო, მოსკოვში.-ძლივს მოეგო გონს დემეტრე.
-ნეტავ ის თოფი საფეთქელზე დაედოთ, შენც დაისვენებდი და მეც.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!