-მე ქართველი ვარ! ამ სიტყვებით ვამბობ ყველაფერს,
მწამს საქართველოს მიწა-წყალი კვლავ გამთელდება,
ვფიცავ, იმ გმირებს, ვინც სამაობლოს თავი შესწირა,
რომ ჩემი გული მტერს არასდროს არ დანებდება.
ვგრძნობ, უმოწყალოდ კარს მოგვადგა მტერი ვერაგი,
და კვლავაც უნდა ბღუჯა მიწა გულზე მოგვწყვიტოს,
მე საქართველოს დასაცავად თავსაც გავწირავ,
თუკი იკმარებს ჩემი გული? დაე, მომგლიჯონ!
მე აფხაზეთი არ მინახავს ისე ვტირივარ
და უმიწაწყლოს დარცენილებს ქედსაც მოვუხრი,
ჩემს საქართველოს პდითგანვე მტერი ესია,
შენც არ მომიკვდე, ვერაა გახდა ვერა მომხვდური.
ო, როგორ მტკივა თითო მეტრი, თითო მისხალი,
გაუსაძლისი ტკივილისგან სისხლიც მიშრება,
ჩემს საქართველოს რომ ვუყურებ მტრისგან დაჩაგრულს,
ეს დაფლეთილი გული უფრო მეტად მიკვდება.
მე დედა მქვია! ჩემს სამშობლოს ვაჟკაცს გავუზრდი
და იმედიანს მერე თუნდაც ტყვია მესროლონ,
ჩემს საქართველოს დასაცავად წამს არ შევჯრთები
უარაღოს იარაღით თუნდაც მებრძოლონ.
არა, არ დავთმობ, ვფიცავ თამარს, ვფიცავ მაიას,
ვფიცავ იმ გმირებს ვინც სამშობლოს თავი შესწირა,
მე ამაყი ვარ, რადგან აქ ვარ, ჩემს მიწა-წყალზე,
რადგან მარჯვენში საქართველოს დროშა მეჭირა!