Wherever you ready?! are you skilled somehow? yes i am

Comments

“იარაღის სროლა ბავშობიდან მიზიდავდა, არა იმიტომ რომ ვიღაც ან რაღაც უნდა მომეკლა არამედ იმიტომ რომ ტყვია ყველაზე სწრაფად აღწევდა მიზანს, რაც ძალიან მიზიდავდა იარაღში, მიზანში ყოველთვის კარგად ვისროდი. მიზანი ადამიანს მუდმივად გეცვლება, რაც უფრო მეტს ნახულობ უფრო და უფრო მეტის გაცნობა გინდა, მტვერსასრუტივით ისუნთქავ ყოველივეს რასაც ნახულობ, თუ რა თქმა უნდა განვითარება გსურს”: წამიერად გაიფიქრა ეს და სველი ტილო გადაუსვა ფრედმა იარაღს, ანაბეჭდები მოაშორა, ერთი ამოიხვნეშა და მოკლული გვამი სალნოსთან ერთად წყალში მოისროლა, თან გვამი გაჭრეს რომ მარტივად ჩაძირულიყო და არ ამოტივტივებულიყო ამ ფიქრებში გამოფხიზლდა სესი ძილიდან, პირველმა ფიქრი, რამაც გაუელვა იყო, ვინ იყვნენ ფრედი და სალნო? რატომ მაინცდამაინც ეს სახელები, ალბათ ლათინური სერიალების ბრალი იყო, რომელსაც ბოლოს ჩაუჯდა, მაგრამ არა მაინც ვერ იხსენებდა..მაღვიძარას დაასწრო გაღვიძება, მიასნუზა და შეეცადა გაეგრძელებინა ძილი, მაგრამ არ გამოუვიდა, წამოდგა და გადაწია ფარდა, გარეთ საოცარი მზე ანათებდა, ერთი უცნაური ჩვევა ქონდა სესის, დილას აბოყინებდა ხოლმე, რა დროსაც არ უნდა გაღვიძებოდა, ყოველთვის გაღვიძებიდან 22 წუთში აბოყინებდა ხოლმე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არასდროს მიუქცევია სანამ სიზმარში ციფრი 22 არ დაესიზმრა, რომელიც მთელი სიზმრის განმავლობაში სხვადასხვა ცხოველებისგან იწყობოდა და 22 ის ფორმას იღებდა.ჰოდა, ჩვეულად დააბოყინა და გააგრძელა დილის რუტინა, მზეზე დაჰყო ცოტა ხანი, გონება გაითბო და ფანჯარა გამოაღო, საიდანაც ოკეანის სურნელი შემოვარდა, რომელიც ძალიან ავსებდა სესის, ადგა ჩაიცვა და გავიდა. ჰო კვირა დღე იყო და არსად ეჩაქრებოდა, მაგრამ სახლში როცა იყო ვერ ფიქრობდა ხოლმე, თან მისია ქონდა, ქვეცნობიერთან უნდა გაემართა დისკუსია, რატომ ფრედი და სალნო? მდინარის პირას იდგნენ ფრედი და სალნო და უყურებდნენ, გვამი როგორ იძირებოდა ნელ-ნელა და ფიქრობდნენ, თუ რატომ მოკლეს ისეთი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რატომ მოუწიათ ამის გაკეთება, არავის დაუვალებია, მათ ხომ უბრალოდ ამოარჩიეს, იარაღი დაუმიზნა ფრედმა და ესროლა, რატომ იდგა ის კაცი ყვავილებით მოცული კიბის ქვეშ მარტო, და რატომ ნახეს ის სიზმარში, ორივემ ერთდროულად, აბსოლუტურ იდენტურ გარემოში? სალნოს ფიქრები სადღაც უფრო შორს წასულიყო, ვინაიდან არ ჯეროდა სიზმრების და ფიქრობდა, რომ მისი შავბნელი წარსულიდან გამომდინარე, მისთვის არ ქონდა მნიშვნელობა ვის დაეხმარებოდა ადამიანის მოკვლაში, მისთვის ეს საქმე ჩვეულებრივი წესი იყო, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სალნო და ფრედი ერთმანეთს იქამდე არ იცნობდნენ და სრულიად შემთხვევით, ლისაბონში შეხვდნენ ხიდის ქვეშ მდებარე, ღია კაფეში გამართული კონცერტზე, რომელიც მთელი აურზაურითა და პორტუგალიისთვის დამახასიათებელი ჟრიამულით მიმდინარეობდა, მათ უბრალოდ ერთმანეთი დაინახეს, ბევრი არც ულაპარაკიათ ისე გაუგეს, დალიეს და დილას ერთად გაიღვიძეს, სწორედ ეს გახდა მათი სიზმრების ისტორიის დასაწყისი, მეორე დილაც სწორედ ამ სიზმრით გაგრძელდა და აკვიატებული ისტორიიდან მკვლელობაში გადაიზარდა..

facebook კომენტარები
Choose your Reaction!