ნაწყვეტი საავტორო ვრცელი ტექსტიდან “წყვდიადთაშორისი”
ავტორის შენიშვნა: ვფიქრობ ხუთი წელი ( ახლა უკვე მეექვსე დაიწყო ) საკმარისი დროა ეს მშვენიალური ჩანაწერი და ეპიზოდი (ამბავი და ისტორია) მხოლოდ ჩემს გონებაში ინახებოდეს , (რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ჩემს მესაკუთრეობრივ ბუნებას) თან ეპილოგი ე.წ. კანცოვკა, რომელზეც წლები ვფიქრობდი, თუმცა უშედეგოდ – ასე უბრალოდ საახალწლო საჩუქრისავით “ჩამივარდა” ხელში, რისი დამსახურებითაც წინა და შემდგომი ნაწილების (ეპიზოდების) ბმა განსაკუთრებით გამიმარტივდა
– ნახე რა დამმართა შენმა გოგონამ – თქვა იაკომ და ზედა მოსაცმელი შეიხსნა
– მკერდი უფრო გაგეზარდა თუ მეჩვენება? – უპასუხა ალექსიმ და შემფასებლური მზერა მიაპყრო ქალს
– ჰა ჰა ჰა, რა სასაცილოა .. ერთი და იგივე ხუმრობა ბოლო ათი წელია, დრო ხომ არ არის რაიმე ახალი მოიფიქრო?
– აჰა, მაგრამ მე ესეც ძალიან მომწონს და მართობს – თქვა კაცმა და გაიღიმა, იაკომ მუცელი უჩვენა, სადაც შრამი ეტყობოდა
– ესეც სასაცილოდ გეჩვენება, არა? – თქვა ქალმა, ნიშნისმოგებით და დამატა – კინაღამ შუაზე გამხლიჩა!
– პირველ რიგში, შენი შუაზე გახლეჩა, რომ ნდომოდა, ასეც მოიქცეოდა, შეიძლება ყველაფერი არ იცის, მაგრამ მახვილის გამოყენებაში, იშვიათად თუ იპოვი მასზე უკეთესს, ახლა ვხვდები თუ რატომ მითხრა, რომ მასთან ვალში ვიყავი
– არადა, მე უბრალოდ მის შეცდომაზე მივუთითე, დედა’დედაფლის, ელენას წინააღმდეგ ფიქრობდა გაბრძოლებას, გესმის? ამის ხმამაღლა თქმის გამოც კი შეიძლებოდა თავი დაეკარგა
– სანამ მე ცოცხალი ვარ, ჩემს გოგონებს დამუქრებასაც კი ვერ გაუბედავს ვინმე, რადგან, ერთი ზედმეტი სიტყვის გამოც კი შემიძლია ყოველგვარი დასტურის, ცერემონიალის გარეშე წირვა გამოვუყვანო ნებისმიერ სულიერს.
– მაგან ვერ გადაარჩინა ჩემი და , როცა ელენას დედამ ღალატი დასწამა და ყველას წინაშე ცოცხლად დაწვა
– ვიცი, ვწუხვარ, აქ რომ ვყოფილიყავი..
– მაგრამ ხომ არ იყავი, ასე არ არის? მეც მაგას არ გეუბნები? აქ არ იყავი, ელენაც ზუსტად მისი მსგავსი იქნება, დაელოდება იმ მომენტს, როცა აქ არ იქნები, ყველას ეგონება, რომ მისიაზე ხარ, სინამდვილეში კი ორივემ ვიცით … შენ მოკვდი, წლების შემდგომ აღსდექი და უკვე აზრი აღარ ჰქონდა არაფერს.. გგონია, დედოფალი ელენა იერიშს მაშინ მიიტანს, როცა შენი გოგონებს გვერდით იდგები?! არა, რა თქმა უნდა, არა! შენს მორიგ გაუჩინარებას დაელოდება, მოღალატეებად გამოაცხადებს და წირვას გამოუყვანს
– კარგად რომ გიცნობდე და მე ნამდვილად კარგად გიცნობ, მგონი რაღაცას მთავაზობ, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას
– იერიში უნდა მიიტანო, პირველმა ან დარწმუნდე, რომ შენს გოგონებს რაიმე სახის იმუნიტეტი, მფარველობა ექნება , რომელიც დროს გაუძლებს
– ორივემ ვიცით, რომ მსგავსი იმუნიტეტი არ არსებობს, ანუ ვითომ არჩევანი მომეცი, მაგრამ სინამდვილეში დედოფალზე თავდასხმას მთავაზობ, აკი, თქვი, რომ ამ ფიქრის გამოც კი შეიძლება მოგკლან და ამის გამო, არ შეეკამათე, მარია’მოს?
– არა, ო, ღმერთო, არა! იერიშის მიტანაში გამოსავლის ძებნა ვიგულისხმე და არა თავდასხმა, რადგან .. რადგან.. – მთლიანად გაშეშდა, რამდენიმე წამის შემდგომ კი გააგრძელა – ელენას ვერ დაამარცხებ, გესმის? შეგიძლია შეებრძოლო, მაგრამ ვერ დაამარცხებ. არც პირველი იქნები და ალბათ არც უკანასკნელი, მაგრამ ყველაფერი ისევე დამთავრდება, როგორც წინა ჯერზე ან იმის წინაზე, ის… ის გაიმარჯვებს და იცი რატომ? იმიტომ რომ სული შავბნელ ძალებს მიჰყიდა
– ამ ზღაპრების გჯერა?
– ზღაპრების? ნუთუ.. აჰ, სულ დამავიწყდა, რომ რაღაც პერიოდი აქ არ იყავი და შესაძლოა არ იცოდე ერთი ამბავი.. ერთხელ ათი ათასამდე მგელ’კაცი მიუახლოვდა ელენას ციხე’ქალაქს და მოითხოვა მისი გადმოცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოსცდებოდნენ ბარიერს შემოიჭრებოდნენ ციხე’ქალაქში და ყველა სულიერს ერთიანად გაწყვეტდნენ.. ათი ათასამდე მგელ’კაცი, ალექს, მაშინ ციხე’ქალაქში ვიყავი მეც და ჩემი თვალით ვნახე უდიდესი ხროვა, დრო გამთენიამდე მოგვცეს, მაგრამ.. მაგრამ გამთენია დადგა ყველა შეშინებული ვიყავით, თუმცა დედოფალი ელენა კოშკზე იდგა და წინ იყურებოდა. ნელ’ნელა ხალხმა იწყო სვლა კედლისკენ და ბედნიერების ხმებს გამოსცემდნენ,, თავად ციხე’ქალაქი აუღებელი იყო, მაგრამ დედოფლის ყველა მცველი სხვა კუთხეში იყო პლანეტის, რამდენიმე ათეული ჯარისკაცი კი ვერ შეაკავებდა კედლებზე ამოცოცებულ მგელ’კაცებს… ციხე’ქალაქი ერთადერთხელ აიღეს გარედან, ტამარამ და მისმა სამმა ვაჟმა, სხვა შემთხვევა ისტორიასაც კი არ ახსოვს. შემდგომ მეც გადავიხედე და თვალებს არ დავუჯერე, სანამ ფეხი არ დავდგი მიწაზე და საკუთარი თვალით არ ვნახე.
მგელ’კაცები ესოდენი ხროვის სხეულის ნაგლეჯები მიმოფანტული ირგვლივ, კიდურები და სისხლის გუბეები ერთმანეთში ირეოდა, თანაც ისე, რომ ამ ვრცელ ველზე მათი გვამების გარდა სხვა არავისი არ იყო.. შესაძლოა კარგი ზრახვები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ჩემი ჯიშის წარმომადგენლები იყვნენ.. აბა მითხარი, განა ვის შეეძლო ამდენი მგელ’კაცის გადათელვა ყოველგვარი კვალის გარეშე?.. შემდგომ ყვებოდნენ, რომ ეს აჩრდილი შეამჩნიეს ციხე’ქალაში ჯერ შიგნით შემდგომ გარეთ, ერთმა ისიც კი თქვა, რომ ერთადერთმა აჩრდილა გადათელა ყოველი მათგანი გვიან ღამით, გამთენიისას და მზის სხივების გამოჩენასთან ერთად ჰაერში გაიფანტაო.. – თქვა რა იაკომ ეს ამბავი მთელი ემოციით, გამოკეტილი ჩაესვენა სავარძელში.
ალექსი ენერგიაზე მოვიდა – ჩაის მოგიმზადებ – თქვა და ჩაესვენა სავარძელში, იაკოსავით. თვალები დახუჭა, უცებ მისგან ამოიზნიქა აჩრდილი, მოშავო’მოლურჯო უჯრედებით, რომელმაც ჩაიდნისკენ დაიწყო სვლა და რა წამს ჩაიდანს შეახო ხელი, ზუსტად ალექსის ასლად იქცა, ტანსაცმლით, გამომეტყველებით და ხმითაც კი – ვიცი, რომ შაქარი არ გიყვარს, მაგრამ ვფიქრობ ტკბილი დაგჭირდება – თქვა ალექსის ასლმა და სანამ ცხელ წყალში ჩაის ფერს ურევდა, კიდევ გამოეყო მას მორიგი ასლი, რომელმაც თაროსკენ მიირბინა, შაქრის ნატეხები აიღო და ჭიქაში ჩაყარა, იაკო გაოცებული იყურებოდა ირგვლივ, შემდგომ ალექსის სავარძელს მივარდა, ხელები ბეჭებზე შეახო და შეანჯღრია – როგორც ჩანს, იცნობდე ადამიანს 20 წელი საკმარისი არ არის მის ბოლომდე გასაცნობად, არა? – თქვა ალექსის ორეულმა და ფინჯანი ჩაი გაუწოდა იაკოს – რომელი თქვენგანია ნამდვილი? – იყვირა ქალმა, ფინჯანს ხელი კრა და იატაკზე დაანარცხა – მე ვარ – თქვა ალექსიმ , რომელიც სავარძელში იჯდა თვალებგახელილი. – იაკომ ჯერ მას შეხედა, შემდგომ ირგვლივ მიმოიხედა, ალექსის ორეულები სადღაც გამქრალიყვნენ, შემდგომ ნელი თანაბარი ნაბიჯებით დაცილდა კაცს, საკუთარი სავარძელში ჩაჯდა და ხელები პირზე აიკრა. კაცმა ქალს ჯიქურ შეხედა და დაიწყო ამბის მოყოლა
– მაშინ “მკვდართა მიწაზე” ვიყავი, როცა დედოფალმა მომიხმო თავისთან, დიახ, ზუსტად იმისთვის, რაც გაიფიქრე, შეიძლება მასთან ჩხუბები მაქვს, მაგრამ ჩემი უპირველესი დავალება მის სიცოცხლის გაფრთხილება გახლავს და დიახ, რამდენიმე საათში სათითაოდ გამოვუყვანე წირვა თითოეულ მგელ’კაცს, შეგიძლია დამადანაშაულო, მაგრამ ეს მათი ბრალი იყო, მეტწილად, ისტორიის მანძილზე არავის უცდია დედა დედოფალზე თავდასხმა, არათუ მისი გადმოცემა მოუთხოვია ვინმეს და ამას თავისი მიზეზებიც აქვს და ჰქონდა, სულ ცოტა შეგიძლია იმით გამამართლო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ციხე’ქალაქში მყოფი უდანაშაულო სულები, მათ შორის შენ, აშკარა სიკვდილისთვის იყავით განწირულები … – თქვა კაცმა, შემდგომ წამოდგა და განაგრძო – ვფიქრობ, დროა ელენა მოვინახულო – თქვა რა კაცმა, თავი დაუკრა იაკოს, მოწითალო’მოლურჯო უჯრედები შემოიკრა და ჰაერში გაიფანტა მტვერ’ცალო.
***
გვიან ღამით, იაკო ჩაის იმზადებდა და ცდილობდა დღევანდელი დღე გადაეხარშა, როცა უეცრად ალექსი აესვეტა ოთახში – იმედი მაქვს, ჩაიზე უფრო მაგარი სასმელი მოგეპოვება – თქვა კაცმა და სავარძელში ჩაესვენა. იაკომ უსიტყვოდ გამოაღო კარადა, სასმელი ჭიქაში დაასხა და კაცს მიაწოდა – გმადლობ, გეთაყვა- უთხრა კაცმა და ერთი მისვლით გამოცალა ჭიქა.
– როგორც ვხვდები ელენასთან იყავი, მაგრამ შენი რეაქციით, ალბათ ვერც კი გამოიცნობ მოვლენების განვითარებას – უთხრა ქალმა, კაცის მოპირდაპირედ, სამზარეულოს მაგიდას შემოაჯდა ჭიქა ცხელი ჩაით ხელში, ჩაი მოსვა და კაცის პასუხს დაელოდა
– გამოცნობა არც გჭირდება , რადგან ყველაფერ ისე მოგიყვები, თითქოს საკუთარი თვალით გენახოს – უთხრა ალექსიმ და წამოდგა – არ მელოდა, როცა მივაკითხე, თავის დიდებულ ტახტზე იჯდა, ყურადღება იქამდე არ მომაქცია სანამ არ ვუთხარი , რომ მისი საქმროს გამოწვევას ვაპირებდი ბრძოლაში. მხოლოდ ამის შემდგომ გამომხედა, მითხრა , რომ მისი მოკვლა რომ მდომებოდა ამას ისედაც ვიზამდი და ასე არ ვეტყოდი წინსწრებით, ამიტომაც მეთქვა რისთვის ვიყავი მისული სინამდვილეში. ხელები გავშალე, მარჯვენა ხელში ხანჯალი მოვიმარჯვე მარცხენაში კი ჩემმა აჩრდილმა მისი საქმროს ორეული შექმნა, საქმროს ორეული ჯერ მუცელში გამოვფატრე, საბოლოოდ კი კისერი გამოვჭერი, რომელიც თვალებგახელილი დაეცა მიწაზე, გვერდით გავიწიე, რომ სისხლს არ დაესვარა ჩემი ფეხსაცმელი. მხოლოდ ამის მერე წამოდგა მარჯვენა ხელით წონასწორობის იკავებდა, მარცხენათი კი დოინჯი ჰქონდა შემორტყმული და მძიმედ დაიწყო სვლა, არაფერი არ უთქვამს ,რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დამიდგა და გაჩერდა, ზუსტად მივხვდი რა ხდებოდა და ვუთხარი, რომ მის გოგონას თავადვე მოვნათლავდი და ჩემს ოჯახში ავიყვანდი. მან კი მიპასუხა, რომ დედოფალს პირადი მცველის პოზიცია ჯერაც თავისუფალი იყო და თუ ჩემი გოგონებიდან რომელიმე მოისურვებდა, სიამოვნებით დათანხმდებოდა
– წარმოუდგენელია, არც კი დაბადებული ბავშვი ოჯახში აგყავს, ნათლავ, მე კი, რამდენი წელია ამას გთხოვ და უარზე ხარ!
– იცი, რატომაც ვარ უარზე!
– ხო, მორიგი იაფასიანი ატმასკა მოიფიქრე, ხომ?
– არა, როგორც ადრე გითხარი, შენ ხროვის წინამძღოლი ხარ, მიუხედავად ამისა ჩვენს, ჩემს ოჯახში გინდა შემოსვლა, აქ კი ერთგულება მთავარია, ერთხელაც არჩევანის წინაშე დადგები და ორივემ ვიცით ვისაც აირჩევ, რადგან შენს ხროვას შენს გარდა არავინ ეყოლება და მე ან სხვა რომელიმე ჯალათს მოუწევს წირვის გამოყვანა , რადგან პირობა გატეხე და ოჯახის სიწმინდე წაბილწე, აი, ამიტომაც გეუბნები უარს, თანაც ყველამ ისედაც იცი თუ რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის ამიტომაც სტატუსს მნიშვნელობა არ ააქვს.
– იცი, არავისთვის მითქვამს ვერონიკას ღალატის შესახებ.. გაკვირვებული მიყურებ .. არ იცოდი, არა? .. უცნაურად არ გეჩვენა, რომ ბიძაშენი მას მერე არ გამოჩენილა, რაც შენი შვილის დედა მოღალატედ შერაცხეს და შენი, ძვირფასი ელენას დედამ ციხე’ქალაქის ცენტრში ძელზე გააკრა და ცეცხლს მისმა მისი ფეხმძიმე სხეული, ბავშვიც კი არ შეიწყალა, არც კი დაბადებულს გამოუყვანა წირვა, მანამდე კი ბედად მისი მთავარსარდალი, ბიძაშენი, მისიაზე გააგზავნა ათასი კილომეტრით შორს .. ახლაც მახსოვს შენი ყვირილი, წუილივით ჩამესმის, შენი ოჯახის წევრები იქვე იდგნენ და უბრალოდ უყურებდნენ ამ ყველაფერს ისევე როგორც მე, განა რა შემეძლო? მინდა ჩემი მეგობრის გადარჩენა, მაგრამ მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი, როცა ბიძაშენი დაბრუნდა ქალაქში, მხოლოდ მაშინ გაიგო ეს ამბავი, ვერავინ გაბედა “მახარობელი” ყოფილიყო, დედოფლის მკვლელობა განიზრახა და თანამოკავშირეებს ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარსარდალი იყო და მისი ერთი სიტყვა და მისი ჯარისკაცები უსიტყვოდ შეასრულებდა მის დავალებას, გადაწყვიტა მისი ჯარისკაცები არ გაერია ამ ამბავში, რადგან მათ დედოფლის ერთგულად ქმნიდა, წვრთნიდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, სამაგიეროდ ჩემს ოჯახთან მოვიდა, ბაბუაჩემი და სამივე ბიძა მას გაყვნენ, უსიტყვოდ, უპირობოდ, რადგანაც ძმადნაფიცები გახდნენ და იცოდნენ ერთგულების ფასი. ამიტომ სანამ გადაწყვეტ ერთგულების გაკვეთილების ჩატარებას, გაითვალისწინე, რომ ეგ სისხლში მაქვს!
ვერონიკას შენს გოგონას, კარი უნდა გაეღო, რადგან ციხე’ქალაქს ყოველთვის იცავდნენ და დედოფლის ნებართვის გარეშე არავის არ უშვებდნენ. მას შემდგომ ჩვენი ბიძები და ბაბუაჩემი არავის არ უნახავს, აშკარაა , რომ ვერონიკამ უღალატა და იცი ეს საიდან ვიცი? როცა ჩემი უფროსი და იმ [წყეული] დედოფლის შვილმა, ელენამ გაიმეტა მოსაკლავად, ეს და სხვა საიდუმლოებები მაცნეს და მაჩვენეს ჩანაწერები. როცა მგელ’კაცებს სათავეში მოვექეცი. ეს რომ გამეცხადებინა შენს გოგონას, ვერონიკას, მოსაკლავად დაედევნებოდა ყველა ჭკუათმყოფელი, მიუხედავად იმისა, თუ რას აპირებნენ ჩვენი ბიძები ოჯახის წევრის ღალატი სივდილით ისჯება, იმ წესის მიხედვით, რომელიც პირველმა დედა’დედოფალმა შექმნა ათასი წლის წინ, ამ საიდუმლოს სანაცვლოდაც კი შემეძლო მომეთხოვა შენი ოჯახის წევრობა, მაგრამ იქიდან, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ღირსება და ერთგულება პირველი დგას და მხოლოდ ამის შემდგომ მოყვებას სხვადანარჩენი. – კაცმა არაფერი არ უპასუხა, იჯდა ცოტა ხნით ჩაფიქრებული და შემდგომ გაუჩინარდა.
***
– ბიძაშენს ვერ ვუღალატებდი გესმის?- უთხრა ვერონკიამ – … ერთხელ რაღაცაზე გაბრაზებულმა მითხრა რო შემეძლო თავი მომეკლა ან სულაც ჯანდაბაში წავსულიყავი, გამოიცანი რა გავაკეთე, დანა გამოვგლიჯე ხელიდან რომლითაც ვახშამს მიირთმევდა და კისერში ვიტკუცე, მაშინ არ ვიცოდი თუ ეს არ მომკლავდა, და ამის შემდგომ მივხვდით რო მე მასთან მქონდა განსაუთრებული კავშირი, რადგანაც მისი სისხლით მოვიქეცი თბილსისხლიანად მისი ყოველი სიტყვა და ბრძანება ჩემს და დამოუიდებლად სრულდება ამას ვერ ვაკონტროლებდით, მხოლოდ მაშინ შეწყდა როცა გაუჩინარდა. არ მახსოვს ეგ ამბავი საერთოდ, მაგრამ სიმართლე რომც იყოს მე ვერ ვიქნებოდი.
***
– დიდი ხანია არ გამოჩენილხარ – უთხრა იაკომ და ხელის თითები თვალწინ აუბრიალა, კაცმა ნიშნობის ბეჭედი შეამჩნია და გაუღიმა გულთბილად ქალს
– მგონი აქ ვიღაც შინაბერა არ დარჩება – უთხრა კაცმა და ქალს მოეხვია – ამას შენეულ მოლოცვად მივიღებ – უპასუხა იაკომ, ჩაიდანი გაზქურაზე შემოდო და კაცისკენ მიტრიალდა, სახეგაბრწყნიებული
– ვიცოდი, რომ ურთიერთობაში იყავი, მაგრამ არ მეგონა ყველაფერი ამდენად სერიოზულად თუ იყო – უთხრა ალექსმა სერიოზული ტონით და ქალს სახეში შეხედა, ნიშნობას მთელი გულით გილოცავ, მაგრამ ეს რომ ნებისმიერი სხვა ყოფილიყო ბედნიერებას გისურვებდი, თუმცა ამ შემთხვევაში არაფერი გამოვა, შეგიძლიათ იმდენი ხანი იყოთ დანიშნულები, რამდენიც გაგიხარდებათ, მაგრამ ქორწილი არ იქნება, ამას გულისწუხილით, თუმცა მთელი ჩემი ძლევამოსილებით გეუბნები, ქორწილი არ შედგება, ამის გარანტი თავად მე გახლავარ! უბრალოდ ამას ვერ დავუშვებ.
– ანუ წინააღმდეგი არ ხარ მიხმაროს, მაგრამ ქორწილი მიკრძალავ, ამის უფლება არ გაქვს! და არც ძალაუფლება!
– იაკო, ორივემ ვიცით ჩემი შესაძლებლობების საზღვრები, როგორც უკვე ვთქვი, ეს რომ ნებისმიერი სხვა ყოფილიყო, ჩემდათავად ყოველი სულიერი ამას იზეიმებდა, ხომ იცი რო დედა’დედოფლების ქორწილებს მე ვაწყობ, არა? ექვსივე მიწიდან, მთელი პლანეტიდან, მოდიოდნენ მოკვდავები თუ უკვდავები ამ მშვენიალურობის სანახავად, ზუსტად იმავეს მოვაწყობდი შენთვის და ხმას იმსიშორეს გავავრცელებდი, რომ უცხოპლანეტელებიც კი ჩამოვიდოდნენ დედამიწაზე ამის სანახავად. მაგრამ ჩემი ერთი სიცოცხლე შევწირე დასავლეთ და აღმოსავლეთის გაყოფას და ვერ დავუშვებ, რომ თქვენმა ქორწილმა ის ისევ გააერთიანოს, თანაც რა წამს დედა’დედოფალი გაიგებს ამას, ჯალათებს გამოგზავნის, რადგან, როგორც წინაზე მომიყევი მგელ’კაცების გაერთიანებამ უკვე სცადა მასზე თავდასხმა, ამიტომ არ დაუშვებს ასეთი ძლევამოსილი კავშირის შექმნას, არსებობას. და როცა ამ დავალებას მიიღებს ჩემი გოგონა, ვერონიკა, ჩემთან მოვა და მკითხავს თუ როგორ მოიქცეს, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ახლობელიც ხარ ჩემთვის, მე კი ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებ.. და საიდუმლო არ არის თუ როგორ დამთავრდება ეს ჯახი… ამიტომ თუ სიტყვას მომცემ, რომ ეს მხოლოდ ნიშნობა იქნება და მეტი არაფერი ელენას დავითანხმებ ჯალათები არ გამოგზავნოს, სამომავლო ქორწინების შიშით
– ირონიულია, არა? ვერონიკას მთავარსარდლად დანიშვნა ხომ ჩემი რჩევების წყალობით მოხდა, ასე არ არის?
– ის თუ არა სხვა იქნებოდა
– უბრალოდ რატომ არ დაარწმუნებ [წყეულ] დედა’დედოფალ ელენას, რომ ეს გაერთიანება არ იქნება საფრთხე მისთვის…
– ელენა მენდობა და ვუყვარვარ, იმირომტომ იმას ვეუბნები, რასაც ვფიქრობ, შენი და სიკვდილით დასაჯა დედამისმა, შენი საქმროს მამამ კი მისი ჩამოგდება გადაწყვიტა და ციხე’ქალაქს კედლებს მიადგა, მომიწია სათითაოდ გამეწყვიტა ისინი, განა ეს ისტორია შენვე არ მომიყევი?! ვერ ვეტყვი, რომ ეს გაერთიანება არ იქნება საფრთხე, მისთვის და მისი გოგონასთვის, რადგან თავადვე არ ვფიქრობ ასე
////
– როგორ დაითანხმე?
– რას გულისხმობ?
– როგორ დაითანხმე მამა შენთვის გადმოეცა ჯერაც არ დაბადებული გოგონა?
– უბრალოდ ვკითხე თუ როგორ აპირებდა მისი გოგონას დაცვას, მაშინ როცა ექვსივე მიწის ჯალათები გაერთიანდებოდნენ ერთადერთი მიზნით, მოეკლათ გოგონა და ამით დაესრულებინათ მისი გვარის ათასწლოვანი მმართველობა
– მერე იმან რაო?
– she is all yours – იყო მისი პასუხი, მას შემდგომ რაც პირადად გამისწორდა
– როგორც ჩანს მოწყალება გამოიჩინე, ანუ არც ისეთი უგულო ხარ როგორც ყველას გინდა, რომ ეგონოს
– რას გულისხმობ?
– დამცინი? გინდა მითხრა, რომ 30 წლის ფილოსოფოსმა, მწერალმა და ამასთანავე მოკვდავმა მიგჩექმა და …
– დიახ!
– რა დიახ!
– მოწყალება გამოვიჩინე, კაცი ერთ დღეს დაკარგავდა მისთვის უძვირფასესს, ცოლს და შვილს. ვიფიქრე არაუშავდა თუ ორთქლის გამოშვების უფლებას მივცემდი
– ცოლს? განა რა მოუვა მის უდიდებულესობა ელენას?
– იმ წიგნებიდან რამეს მაინც კითხულობ, რომელიც მომაქვს ხოლმე შენთვის?
– ხომ მიცნობ, მე მებრძოლი ვარ და არა კითხვის მოყვარული
– მაშინ კომფორტულად მოეწყვე, რადგან ამბავი მაქვს მოსაყოლი… ხუთასი წლის დაძველებით. – ალექსი დაელოდა სანამ იაკო მოკალათდებოდა მდივანში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ამბის მოყოლა. – ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა დედა’დედოფალმა აარჩია საქმრო, ჩვენი ქალაქიდან, მიუხედავად იმისა, რომ კაცი უარზე იყო, არაფრად ჩააგდო მისი ნება, ის ხომ ექვი მიწის მმართველი დედოფალი გახლდათ, არა?! უარს არ მიიღებდა პასუხად, თუმცა კაცმა მის გულის სწორზე იქორწინა, ქალზე, რომელიც მისივე ქალაქიდან იყო, მაშინდელ დროში ქორწინება განსაკუთრებულად წმინდა გახლდათ, ამიტომაც ერთადერთხელ ხდებოდა ერთი ადამიანის ცხოვრებაში. დედა’დედოფალმა გადაწყვიტა დაესაჯა ისინი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს მაშინ დედოფალმა გადაწყვიტა შური ეძია თავად იმ ქალაქზე, ჩვენ ქალაქზე, ამიტომაც ჯალათები გაგზავნა მათ გასაწყვეტად. იცოდნენ რა, რომ სასაკლაოზე მიდიოდნენ მამაკაცები ქალაქის შემოსასვლელთან შეიკრიბნენ , თვით სიკვდილთან შესახვედრად, რათა დრო მოეგოთ და მათი ცოლები და ბავშვები ეკლესიაში გახიზნულიყვნენ, აი, იმ ეკლესიაში, მთაზე რომ დგას.
– მაგრამ მისგან ხომ მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, არა?
– დედა’დედოფალი თავად მიუძღვებოდა ჯარს, რომელმაც მარტივად გადათელა მგელ’კაცების ხროვა და შემდგომ ეკლესიასაც მოადგა, გამოსასვლელი კარებები აჭედა და ეკლესია ცეცხლს მისცა, ძველ ჩანაწერებში ასევე ეწერა, რომ ქალი იქამდე იდგა იქ, სანამ გაჩენილი ცეცხლი არ ჩაქრა .. წლების შემდგომ, როცა დაფეხმძიმდა გოგონა გააჩინა, თუმცა მისი ნახვაც კი ვერ შეძლო, მშობიარობას გადაჰყვა და მას შემდგომ ყოველ მის შთამომავალს მხოლოდ გოგონა უჩნდება, მაგრამ იქამდე გარდაიცვლება, სანამ პატარა გოგონას პირველ ტირილს გაიგონებს, სანამ საკუთარი პირმშოს ნახვას შეძლებს.
/////
– … ახლა არ მიკვირს, რატომ არიან ასეთი სასტიკები, მაგრამ შენ ხომ კარგად მიცნობ, გთხოვ, ნუ წამართმევ ბედნიერებას, გაესაუბრე ელენას, იქნებ დაითანხმო, გამოსავალს ყოველთვის პოულობდი, ნუთუ ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი?!
– გამოსავალი არის, მაგრამ არ მოგეწონება, შენ და შენს საქმროს მოგიწევთ უარი თქვათ [წყეულ] კარონაზე (გვირგვინზე), ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოთ თქვენიანებთან და ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად ციხე’ქალაქში.. ვფიქრობ დედა’დედოფალი გამოძებნის თქვენთვის მყუდრო და კომფორტულ ადგილს.
– ტყვეობაში გინდა რომ ვიცხოვროთ?
– მე საპატიო სტუმრებს დაგარქმევდით სამეფო კარზე, თუ სიტყვას მომცემ რო საქმროს დაითანხმებ დღესვე დაველაპარაკები ელენას და დავითანხმებ.
– ჩვენ, ფიფიები, ვმართავს კავკასიის ხროვას შექმნის დღიდან, და თუ ვინმე მის წართმევას დააპირებს ჩემი მკვდარი გაციებული ხელებიდან მოუწევს მისი გამოგლეჯა…
– ან ასე ან არანაირად! ვწუხვარ.
– როგორც ჩანს აქ დასრულდა ჩვენი მეგობრობა .. როგორც ძველ მეგობარს რჩევას მოგცემ, აქ და ახლავე გამათავე ერთ ხელის მოსმით, სხვა შემთხვევაში შენ საყვარელ ადამინებს მივაკითხავ და შენი შეყვარებულით, ქეთოთი დავიწყებ, საბოლოოდ მაინც მოგიწევს ჩემს სისხლში გაისვარო ხელები, ამიტომ გირჩევ ეს ახლავე გააკეთო, თან თუ ქეთო მოკვდება, ორივემ ვიცით, რომ შენი ძლევამოსილებაც და უკვდავებაც მასთან ერთად გაქრება და შეიძლება შენი სიცოცხლეც. გახსოვს? ეგ საიდუმლო თავად გამიმხილე მაშინ, როცა ჯერაც ჩემი მეგობარი იყავი. თან, ხომ გახსოვს, მონეტა რომ ავაგდო, სადაც არ უნდა დაეცეს, დედამიწის რომელ წერტილშიც, აუცილებლად მოიძებნება ათეულობით არსება, რომელიც საკუთარ სიცოცხლესაც კი გაწირავს, თუ ეცოდინება, რომ შენც თან წაგიყოლებს, გამოიცანი, როგორ მოიქცევიან ისინი, როცა მოვუყვები ამ პატარა საიდუბლოს შესახებ, რომლის გამოც არც ისეთი ხელშეუხებელი ხარ, როგორიც ყველა ფიქრობს რომ ხარ.
– იაკო! მეწყვიტე, თორემ ისე მოგექცევი, როგორც ყველას, მკერდიდან გულს ამოგგლეჯ და შენს გაციებულ უსულო სხეულს ცეცხლს მივცემ
– ანასტასია შემდგომ? ჰა ჰა ჰა, ალბათ ამას დავიჯერებდი, მაგრამ ანასტასიამ უკვდავების ორი დინასტია დაასრულა მისი სერიოზული მკვლელობებით, შენ კი ციხე’სიმაგრეში გამოკეტე და მისთვის წიგნებიც კი მიგაქვს ხოლმე, მაშინ როცა გაცილებით ნაკლებისთვის კი სიკვდილით სჯიდი ნებისმიერ სხვას, მაგრამ ის ხომ სხვა არ იყო, არა? ის არ იყო შენთვის სულერთი, ისევე როგორც მე, ასე რომ შენი უსაფუძვლო მუქარები შენთვისვე დაიტოვე და გადაწყვიტე რა იქნება შემდგომ, ყველა კარტი ხომ შენს ხელშია, ასე არ არის? ალექსანდრემ თავი ოდნავ გვერდით გადახარა, შემდგომ მივარდა ქალს, კისერში წვდა და კედელზე მიანარცხა
– Ты моя собственность! ( შენ მეკუთვნი მე) – წარმოსთქვა კაცმა გამხსნელი სიტყვა, რის შემდგომადაც შეეძლო შთაგონება
– Я ни чья собственность … ხანდახან საკუთარ თავსაც კი არ ვეკუთვნი! შთაგონებას ცდილობ, არა? ეს თან სასიამოვნო და თან სამწუხარო ამბავია ჩემთვის, სამწუხაროა, რადგან ჩემი მხარე არ აირჩიე, და სასიამოვნო იმირომტომ აქამდე არასდროს გიცდია შთაგონება ჩემზე, სხვა შემთხვევაში გეცოდინებოდა, რომ მგელ’ქალზე შთაგონებისთვის სპეციალური რიტუალია საჭირო, შენს ძარღვებში სხვა ჯიშის მგელ’ადამიანის სისხლი უნდა იყოს და რადგან ყველა მათგანი ასე დაიმეგობრე ასე უმიზეზოდ ვერ გაწირავ ჩემს გონებაში შემოსაღწევად – უთხრა რა ქალმა მარჯვენა ხელი მგლური ძალით კრა კაცს და გათავისუფლდა
– ხომ იცი რომ ვერ დამამარცხებ, არა?
– ვიცი, მაგრამ შემიძლია გატკინო (I’ll take my chances) – უთხრა რა ქალმა მგელ’ქალად მოიქცა/გარდაისახა და იერიშზე გადავიდა, როცა ალექსანდრემ ორი ნაბიჯი გადადგა უკან, მოწითალო’მოლურჯო უჯრედები შემოეკრა და ჰაერში გაიფანტა, მტვერ’ცალო.
***
იაკო ირგვლივ იყურებოდა, საფრთხეს ელოდა, მაგრამ მაინც თავს მშვიდად გრძნობდა, მან ხომ ყველაფერი კარგად გათვალა, არა?! უკვე ფიცის გაცვლის დრო დგებოდა, გადაწყვიტა ცუდზე არ ეფიქრა და ბოლომდე დამტკბარიყო ამ მომენტით, თუმცა გული მაინც გამალებით უცემდა
– მე ვარ წინააღმდეგი, – გაისმა უკანა რიგებიდან ხმა, იაკო ადგილზე გაიყინა, არც კი შემობრუნებულა, ზუსტად იცოდა ვინ იყო, რა უნდოდა და თუ როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი
– შენ აღმოსავლეთის მიწებზე აჯანყებას არ უნდა შველოდე? – უთხრა ქალმა და ალექსანდრესკენ გაიწია, თან ორივე ხელით კაბა აიკაპიწა
– სულ ეს არის რისი თქმაც შეგიძლია? – იყო კაცის პასუხი
– სიტყვას გაძლევ, ჩვენ საფრთხე არ ვართ და არ ვიქნებით
– ეს სიმღერა ადრეც მსმენია, შენდა სამწუხაროდ შეცდომის გამეორებას არ ვაპირებ
– ალექს, გთხოვთ
– Мне нечего тебе сказать – იყო კაცის პასუხი, ქალს ლოყები დაებერა, ზურგი აქცია კაცს, მღვდელს მიმართა და მისკენ წავიდა – დაასრულეთ ეს [წყეული] ცერემონიალი – ქალი თან საქმროსკენ მიიწევდა და თან ალექსის შემდგომ ნაბიჯს ელოდა, თუმცა, როცა არაფერი არ მოხდა უბრალოდ უკან მობრუნდა, ალექსი არ ჩანდა, ამან იმედი მისცა და მღვდელს მიუბრუნდა, თუმცა მისი მარჯვენა მხარე მოწითალო’მოლურჯო უჯრედებს მოეცვა, შემდგომ ისევ უკან მოიხედა ქალმა, ყველა სტუმარის სხეულის ერთი ნახევარი მოწითალო’მოლურჯო უჯრედებში იყო გახვეული.
– როგორ მოგწონს ჩემი აჩრდილები? ნამდვილებს წააგავდნენ, არა?! – უთხრა ალექსიმ და იაკოსა და მისი საქმროს შორის ჩადგა, აჩრდილი გამოეყო, რომელიც იაკოს წვდა ყელში და უკან ხეზე მიანარცხა
– Я не хочу чтобы ты это видела – უთხრა ალექსის აჩრდილმა ქალს, ორივე სხეულს მოწითალო’მოლურჯო უჯრედები შემოეკრა და ჰაერში გაიფანტა მტვერ’ცალო.
– დაჩოქებას არ ვაპირებ – იყო საქმროს პასუხი, როცა ქალი გაუჩინარდა
– Мне это ни к чему, Ты нужен мне живым (არც არის საჭირო, ჯერაც ცოცხალი მჭირდები) .. რომ იცოდე, სხვები უფრო ნაკლები მიზეზის გამო დამისჯია, ეს ყველaფერი კი, ქორწინება, ვაღიარებ, მამაცური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სულელი, რადგან მას მხოლოდ ერთი დასასრული შეიძლებოდა ჰქონოდა.
– იაკო ამას არ გაპატიებს!
– გაგიკვირდებადა ეგ მე თავადაც ძალიან კარგად ვიცი – ალექსმა ახლოს მიიზიდა კაცი, ჩაასო რა კისერში მისი ეშვები, საკმარისი დოზის მიღების შემდგომ ისევე დასაჯა კაცი, როგორც დანარჩენი სხვები დაუმორჩილებლობისთვის. ერთი ნაბიჯით დაშორდა კაცს, რომელიც სისხლის ნაკლებობას განიცდიდა და აქეთ-იქეთ ირწეოდა, ალექსიმ მისი ცნობილი მახვილი მოიმარჯვა, ჯერ ზედა კიდურები ჩამოაჭრა, შემდგომ ქვედა კიდურები, დარჩენილი სხეული ორ ტოლ ნაწილად გაყო, ბოლოს კი თავი მოკვეთა, ჰაერშივე. როცა დაასრულა, ერთ ხანს მის მახვილს დაეყრდნო და შეჰყურებდა მის ნამოქმედარს.
– შეგიძლია წახვიდე, აქაურობას მე მივხედავ – თქვა მარია’მომ სწორი თანაბარი ნაბიჯებით უახლოვდებოა რა კაცს. ამის მეტი არაფერი უთქვამს რაც ალექსს არ ეჩვენა ნორმალურად.
– ადამიანებს, როდის მერე სჯი, სიყვარუისთვის? – თქვა ქალმა ბოლოს
– …
– განა, სიყვარულისთვის დასაჯო ორივე მხარე ყველაზე უზნეო, ამორალური საქციელი არ არის?
– სხვა არჩევანი არ მქონდა!
– იაფასიანი ატმასკა! რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, მაშინ როცა, ყოველი უკვდავი ექვსივე მიწიდან ემორჩილება დედა’დედოფალს, შენ, მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი, რომელსაც შეუძლია არაფრად ჩააგდოს მისი სურვილები თუ გადაწყვეტილება, იგი შენ რჩევებს ითვალისწინებს.. და გინდა დამაჯერო, რომ შენ გინდოდა და არ გქონდა სხვა არჩევანი?!
– მე არ მქონდა სხვა არჩევანი! – გაიმეორა კაცმა და ამჯერად თვალი გაუსწორა მის წინ მდგარ ქალს
– აღიარე, აღიარე! რომ მოგეწონა, აღიარე, რომ ეს მხოლოდ შენი ძლევამოსილების წარმოსაჩენად გააკეთე და რომ ამ ორი შესანიშნავი არსების, წყვილის, წრფელი სიყვარული საკუთარი ინტერესების გამო გაწირე
– Замолчи!
– არადა, ერთ დროს თავადვე გახდი მსგავსი უსამართლობის მსხვერპლი, ასე არ არის? ბიძაშენი და ჩვენ, დები ცეკვავები, ისინი ვინც შენ მხარს დაიჭერდა ყველაფრის მიუხედავად, ორი დღით ადრე გაგვაგზავნეს დედამიწის მეორე ბოლოში რაღაც მისიაზე ახლაც კი ვერ ვიხსენებ რას ეხებოდა, მესამე დღეს კი შენი საცოლე ღალატისთვის ცოცხალ დაწვეს შენს ჯერაც არ დაბადებულ შვილთან ერთად, მხოლოდ იმირომტომ თქვენი გაერთიანება საფრთხედ ეჩვენა მაშინდელ დედა’დედოფალს, ალბათ ახლა ეთანხმები კიდეც მის გადაწყვეტილებას, რადგან ზუსტად იგივე სიტუაციაში ზუსტად ისე მოიქეცი როგორც ის, ასე არ არის? როგორც ჩანს მხოლოდ საუკეთესოებისგან სწავლობ, არა?
– Замолкни уже! – კაცმა გაშლილი ხელით სილა გააწნა ქალს, რომელიც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქალი რამდენიმე ნაბიჯით უკან მოისროლა – Знай своё [чертово] место – მიაძახა რა კაცმა, მაშინათვე ინანა თავისივე სიტყვები და საქციელი, რადგან , მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი გახლდათ, მარია’მო უმალ მასთან ბრძოლას შეეწირებოდა, ვიდრე მას ან ვინმე სხვას შეარჩენდა ასეთ შეურაცხყოფას, ეს უკანასკნელი კი მან ძალიან კარგად იცოდა, რადგან თავადვე შექმნა ასეთად, დაუმორჩილებელ, დაუმარცხებელ, მებრძოლად. იცოდა რა, რომ ქალი თავს დაესხმებოდა, ორი ნაბიჯი უკან გადადგა და გაუჩინარდა, ჰაერში გაიფანტა მტვერ’ცალო.
როცა მარია’მო მიწაზე დაეცა, ორივე ხელში მისი საყვარელი ხანჯლები მოიქცია, მის მოწითალო’მოთაფლისფერო თვალებში კი ცეცხლი აგიზგიზდა, თავისი გრძელი ენა გადმოყო, იმის მანიშნებლად, რომ მალე მსხვერპლს თავს დაესხმებოდა. მოწითალო’მოშავო უჯრედები შემოეკრა და კაცის ადგილზე გაჩნდა, თუმცა ალექსანდრე უკვე გამქრალიყო…
ალექსანდრემ, ზუსტად იცოდა თუ როგორ შემოერიგებინა მარია’მო, მაგრამ მანამდე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაეჭრა, საქმე უნდა მიეყვანა ბოლომდე.. როცა იაკოს სახლში გაჩნდა, ქალი ნერვიულად მიმოდიოდა და ვერსად ვერ ჩერდებოდა წამზე მეტ ხანს, სუნთქვა ეკვროდა, სხეული კი დაძაბული ჰქონდა, რა წამს ალექსანდრე შეამჩნია მივარდა და კისერში წვდა
– Что ты натворил?
– Что я натворил? Что ты сама натворила? У меня не было выбора – сама напросилась!
– Выбор есть всегда. Ты что с ним сделал?
– Сама знаешь что. То, что я обычно делаю .. Правильный вопрос будет: „Что я буду делать с тобой?“
– Убив его ты наказала и убила меня, так что, сделай всё что захочешь, мне уже все равно.
– Это твои предсмертные слова?
– Мне нечего тебе больше сказать.
– Совсем нечего что-ли?
– Иди в Ад –
მოისმინა რა ქალის უკანასკნელი სიტყვები ალექსანდრე მიუახლოვდა იაკოს და თვალი გაუსწორა, მარცხენა ხელი კისერზე მოხვია ქალს, მარჯვენათი კი გაარღვია ქალის მკერდი და მისი გული მოიქცია საკუთარ მუჭში.. უეცრად ქალმა გააგრძელა საუბარი და ირგვლივ დაიწყო ყურება , თითქოს მის წინ მდგარ კაცს ვერც კი ამჩნევდა
– იცი, ბევრჯერ მსმენია თუ რა ბედი ეწიათ მათ, ვინც არ დაგიჯერა, შენ წინააღმდეგ წავიდა ან შენი აკრძალვა არ შეასრულა.. სისხლიანი ქორწილები, გადათელილი ოჯახები, სამაგალითოდ დასჯილი სიძე’პატარძლები.. მე .. მე უბრალოდ .. არასოდეს მეგონა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც იგივე ბედი მელოდა .. მე ხომ მიყვარხარ, არა?! – ქალი ზემოთ ჭერს უყურებდა, კაცმა წამიერად ამოაძრო მარჯვენა ხელი ქალის სხეულიდან , სისხლიანი თითები კისერზე მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა
– Ты моя собственность!
– Я твоя собственность
დარწმუნდა რა, რომ შთაგონება მართლაც მუშაობდა მასზე, მას შემდგომ რაც მისი საქმროს აღმოსავლეთ ხროვის წინამძღოლისა და ბელადის სისხლი ჯერაც მის სისტემაში იყო შეიჭრა ქალის გონებაში და გონება გაუსუფთავა ყველა “არასაჭირო, ზედმეტი” ცოდნისა თუ მოგონებისგან, შედეგად ქალმა გონება დაკარგა, ალექსმა ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა. იცოდა რა, რომ ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ შერჩებოდა, ერთხელაც ქალი ყველაფერს გაიხსენებდა და აი, შემდგომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად, მაგრამ გადაწყვიტა გაერისკა, ხვალინდელ პრობლემაზე ხვალ ეფიქრა, რადგან მზად არ იყო დარჩენილი უსასრულო ცხოვრება მისი უახლოესი მეგობრის მკვლელობით გამოწვეული ტკივილით, მოგონებით და დარდით გაეტარებინა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ალექსანდრე დიდი პირველი გახლდათ რეიტინგში, 86 000 უკვდავის სიცოცხლის მოსპობით.
***
– რა მოხდა? – იკითხა ქალმა და მაშინათვე წამოხტა მდივანზე
– ჩემი დანახვა ისე გაგიხარდა, რომ გონებაც კი დაკარგე
– არ მჯერა
– უფრო სწორად იმ სიტყვებმა, რომელიც მოსალმებას მოვაყოლე
– მაინც რა იყო ასეთი, რაიმე წარმოუდგენელი კომპლიმენტი მითხარი, არა? – მხიარულად წარმოსთქვა ქალმა
– შენთვის ახალი წელი ნაადრევად დადგა, რადგან შესანიშნავი საჩუქარი მაქვს, გადავწყვიტე მოგნათლო და ჩვენი პატარა ოჯახის წევრი გაგხადო
– მართლა? იმედია არ მატყუებ! – ქალი თვალებგაფართოებული მიუახლოვდა კაცს და მჭიდროდ ჩაიხუტა – დღევანდელი დღე ჭეშმარიტად გახდა ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში – წარმოსთქვა ქალმა აღტაცებით
– იმედია ოდესმე მაპატიებ – წაიჩურჩულა კაცმა და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიხუტა ქალი
– გაპატიებ? ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ ჩემი პატიება საერთოდ დაგჭირდეს კიდეც? შენ ხომ ჩემი მხსნელი ხარ, ჩემი გადამრჩენელი – ქალმა რაღაც იეჭვა და ერთი ნაბიჯით დაშორდა ალექსანდრეს
– ტირი? წარმოუდგენელია, დიდებული ალექსანდრე დიდი ტირის! – კაცს გაეღიმა და შემდგომ თავი ზემოთ ასწია, რომ ის უეცარი ცრემლდენა შეეჩერებინა
– ამას გიჯობს, მითხრა ეს თეთრი კაბა რატომ მაცვია?
– არ ვიცი მაგრამ მინდა გითხრა, რომ წარმოუდგენლად გამოიყურები
– ჰო, ძალიან მიხდება, მაგრამ სადღაც დამსვრია უკვე, წამო იასამნისფერი კაბა შემიფასე, რომელიც სპეციალურად ნათლობისთვის ვიყიდე წლების წინ. იაკომ ჩასჭიდა კაცს ხელი და თავისი ოთახისკენ წაიყვანა.
***
ქალი უეცრად წელში მოიხარა, თავბრუ დაესხა, თითქოს ვერ აცნობიერებდა სად იყო ან რას აკეთებდა, ცხადში იყო თუ სიზმარში. მოგონებების ერთიანი ნაკადმა მოიცვა მისი გონება, რაც იმდენად აუტანელი გახლდათ, რომ ტკივილისგან თვალებსაც კი ვერ ახელდა.. როცა თავის ხელში აყვანა მოახერხა ოვალურ მაგიდას დაეყრდნო ორივე ხელით, ქალმა თვალები გაახილა, როცა ყველაფერი გაახსენდა, მოგონებების ის ნაწილი რაც ალექსანდრემ გაუქრო. ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდა და მაგიდას მიშტერებოდა, მანამ, სანამ ოთახში ანა’მარია არ შემოვიდა და იაკოსკენ არ წამოვიდა მისასალმებლად და ჩასახუტებლად, იაკო თავად მიუახლოვდა ქალს, ნაწილობრივ მგლად მოიქცა/გარდაისახა, ეშვები კისერში ჩაასო , თათებით ზედა კიდურები ჩამოგლიჯა და ბოლოს კისერი გამოჭამა. მართალია იცოდა, რომ ეს ანა’მარიას არ მოკლავდა, მაგრამ სასიამოვნო იყო ტკივილი მიეყენებინა მისთვის, ალექსანდრეს ღვიძლი დისთვის, ბრაზი თანდათან ერეოდა, ფანჯრისკენ გასწია საბოლოოდ მოიქცა/გარდაისახა მგლად და ფანჯრიდან გადახტა, გადახტა და მიწას შეეხო ოთხივე კიდურით.
ტყისკენ გასწია მთელი ძალით და სისწრაფით, ისეთ გაბრაზებული იყო , რომ ფიქრობდა სამუდამოდ ჩარჩებოდა ცხოველის ფორმაში, ბევრი კითხვა ჰქონდა მათზე პასუხები კი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა. თან მთელი ძალით გარბოდა და თან იმას ფიქრობდა თუ სად შეიძლებოდა ალექსანდრეს ნახვა, ერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა თუ რამდენად კარგად და ბედნიერად იყო ამ მოგონებების გარეშე და ამ დროს გაუნათდა გონება, როცა მიხვდა რომ ერთადერთი საშუალება ყველაფერი გახსენებოდა, ის იყო რომ … რომ … რომ მისი მეგობარი გარდაიცვალა, რომ მას ვეღარასოდეს ვეღარ ნახავდა და ამ მონატრებად იმდენად სწრაფად გადაწონა ბრაზი, რომ ქალმა წამიერად, მისდა დამოუკიდებლად, დაკარგა მგლის ფორმა და ადამიანად მოიქცა/გარდაისახა, მთელი სისწრაფით მიმავალი კი ტყეში აილეწა. ვეღარც დგებოდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვეღარაფერს ამბობდა, ხის ნაწილებით იყო დაჭრილი მისი სხეული, ხელებით ცდილობდა წინ წასვლას, წამოდგომას, თუმცა ვერ შეძლო, უბრალოდ დამაყრუებელი კივილი აღმოხდა და მიწაზე უსულოდ დაეცა.
***
ტყის პირქუში ნაწილიდან აჩრდილი გამოვიდა, რომელმაც მალევე მიიღო ადამიანის სახე, კერძოდ ფერიის, მისი თეთრი სხეული მთლიანად მოეცვა შავ სიმბოლოებს. იგი უახლოვდებოდა ქალის შიშველ სხეულს, მუხლი მოიყარა სახეზე თმები გადაუწია ცერა თითით მის ნიკაპს შეეხო, ოდნავ დამჭკნარი ყვავილი ყურში ჩაუდო სახე მიუახლოვა და სული შეუბერა. ფერიის თითოეული შავი ნახატი სხეულზე ერთმანეთის მიყოლებით გაოქროსფერდა, ყვავილი ქალის ყურზე არსაიდან უბრალოდ აყვავდა, გოგონამ ნიკაპი აუწია ქალს და წელში გაიმართა. მხოლოდ მეწამული უჯრედებმა დაიწყო სვლა ქალის შიშველ სხეულზე სანამ ბოლომდე არ შემოსა სხეული, რომელიც წამოდგა და ქალის პირდაპირ დადგა და ადამიანად განსხეულდა.
– თქვენო საოცრებავ, добро пожаловать в живых
– Война уже началась?
– Ещё нет, мы ждали вас.
– Сколько нас?
– В трое больше них.
– Тогда. да будет война. Кто властелин шести земель?
– Елена Чилачава.
– Разве её род ещё жив?
– Жив и здоров, так-как её род властвует с начинающим времён
– Тогда я отберу у неё трон, то-что моё по праву.
– Верно, но есть одна проблема.
– Что за проблема? Ты же сказала, что нас в трое больше?
– Нам будут противостоять чистокровные бессмертные из шести земель.Мы не сумеем победить
– Мне тысяча двести лет. Не надо говорить что можно, а что нет.
– Ты меня не слушаешь что ли? Она сама Чилачава. Её защищает сам арх чёртов ангел Михаил. Мы можем бороться, но победить никогда. Нас просто перебьют, убьют к чертям даже не давая шанс увидеть её вселучшую, наилучшую, божественную красоту.
– Её все так любят что-ли?
– Это вопрос не о любви, а чести. Когда она родилась, все давали клятву защищать её что бы этого ни стоило.
– Значит я своё дело сделала.
– Что ты имеешь в виду?
– Она слишком сильная, но я сильнее. Я сама мать’королева – თქვა რა ქალმა ოდნავ შექანდა
– თუმცა თავის დაჭერა შეძლო და შემდგომ გააგრძელა – 1200 წლის წინ როცა გავაერთიანე ექვსივე მიწა რაზეც წლები დამჭირდა მის მმართველად დავნიშნე ჩემი დაქალი, გვარად ჩილაჩავა, ორი რამ რაც მას კარგად შეეძლო გახლდათ ის რომ ბრძანებები გაეცა და დარწმუნებულიყო ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, თუმცა მალევე მივხვდი ჩემს შეცდომას. ტახტზე ასვლის დღიდან 90 დღე არ იყო გასული, როცა ექვსივე მიწაზე ყველა ვისგანაც პატარა წყენა მაინც ახსოვდა ან სიტყვა არ მოეწონა თავი მოკვეთა და დანარჩენი გატყავებული სხეული დაკიდა მათ მთავარ ქალაქში. თავიდან შემეშინდა., ნუთუ შევცდი, მაგრამ მოთმინება გამოვიჩინე და ყველაფერი თავისით მოხდა. 100 დღის შემდგომ სამშვიდობო შეხვედრაზე სადაც ექვსივე მიწის ხალხი ესწრებოდა დაინიშნა კავკასიის ხროვის წინამძღოლზე, იაკობ ფიფიაზე და საფრთხე, რომელიც მათგან მოდიოდა უკვე თავად გახდა ის ძლიერი იარაღი რაც მას და მის შთამომავლობას დაიცავდა. თავიდან არც მე მჯეროდა თუმცა 60 წლიანი მშვიდობის შემდგომ, როცა არც ერთი ბრძოლა არ მომხდარა ექვსივე მიწაზე, დავრწმუნდი რომ მე შესაძლოა ძლევამოსილი მებრძოლი გახლდით მაგრამ ის ჩემზე ბრძენი გახლდათ. 100 დღიანმა ბრძოლად 60 წლიანი მშვიდობა მოუტანა. გასაკვირი არც იყო რადგან ყველა რაოდენ პატარა თუ დიდი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო უთანხმებდა მას ან მის დანიშნულ მთავარს სათითაოდ მიწაზე… და მაშინ როცა უკვე დღეებს ითვლიდა თავად ვთხოვე მოეცა საშუალება და გადავარჩენდი, მან კი თქვა რომ ის მხოლოდ ადამიანი გახლდათ და უნდოდა ღირსეულად დაეტოვებინა ეს ცხოვრება, მისივე გადაწყვეტილებით ექვსივე მიწის მმართველი, და თავად დედა დედოფალი მხოლოდ მისი ქალიშვილი მემკვიდრე გახდება დაწყებული მისივე ქალიშვილიდან, რაზეც მის ვაჟებს არაფერი უთქვამს, მისივე გარდაცვალების მეორე დღესვე გაიფანტნენ ექვსივე მიწაზე, ხოლო მესამე დღეს თავს დაესხნენ ერთადერთ მის ქალიშვილის, ტახტის მემკვიდრეს, რომელიც საბედნიერო ჩემთან იზრდებოდა და ყოველი თავდამსხმელები თავად გადავთელე. არსებობდა კითხვა თუ რატომ მაინცდამაინც ის ავარჩიე ექვსივე მიწის დედა’დედოფლად და ამისთვის ლეგენდა გამოვიგონე რომ თავად მთავარანგელოზმა აარჩია ის მე უბრალოდ მისი არჩევანი ცხადში მოვახდინე, ვთქვი ეს როცა გოგონა მოვნათლე დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში და რადგან ეს ჩემივე გამოგონილი ზღაპარი დღემდე ასე ცოცხლობს, როგორც ჩანს ჩემი საქმე ძალიან კარგადაც შემისრულებია
– ეს გასაგებია, მაგრამ არაფერი იცლება ამით, ისინი უმალ მოკვდებიან ვიდრე თავიანთ დედა დედოფალს გადასცემენ ვინმეს. როგორც თქვი თავად შექმენი სუფთა’სისხლიანთა ჯიში ნუთუ მზად ხარ საკუთარი პირმშოები გადათელო? და მაინც… თუ ღვთის ხელი შეხება და გაიმარჯვებ არ დაგრჩება ხალხი რომელსაც მართავ, მხოლოდ ნახევარ’სისხლა მოკვდავები, რომელთა უმეტესობისთვისაც სიყვარული და ღირსება ისეთივე უცხოა როგორც თავად შენ
– ანუ ამბობ რომ სხვა გზა არ არის?
– ვშიშობ რომ ასეა.
– არ ვიცი თანამედროვე ანდაზები, თუმცა როგორც ძველი სიბრძნე იუწყება თუ რაღაცას ეძებ და ვერსად პოულობ უკვე თან გაქვს’ო
– რაც იმას ნიშნავს, რომ…?
– В теле кого я нахожусь?
– Одной из них
– Ну тогда я просто пройду мимо этой чёртовой армии , дойду до неё и сама вырву её сердце из её чёртовой плоти.
– Но она же беременна? Если дождаться, через некоторое время она умрёт сама, рождая дочь свою, из-за проклятия которому уже пятьсот лет.
– Надо атаковать противницу когда она сильная, в её собственном доме, где она чувствует себя защищенной, чтобы все знали, что не существует места, где кто-нибудь сумеет от меня скрыться.
– როგორც იტყვით, თქვენი საოცრებაც
– შენი სახელი მითხარი გოგონავ
– სალომე, თქვენო საოცრებაც
– სალომე… შესანიშნავი სახელია, წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ მივისაკუთრო, შენდამი პატივისცემის ნიშნად?!
– არა, თქვენი საოცრებავ
– (you served your purpose, love) შენი მისია შესრულებულია, ძვირფასო – უთხრა რა ქალმა მიუახლოვდა გოგონას, მარჯვენა ხელით ახლოს მოიზიდა, მარცხენა ხელით თავი მარცხვინ გადაუხარა, ეშვები კისერში ჩაარჭო და სისხლისგან გამოცალა. ხელი გაუშვა რა გოგონას , იგი მოწყევეტით დაეცა მიწაზე. ქალმა ტუჩები გაიწმინდა გადააბიჯა გვამს და შეაბიჯა ტყეში, ყველა იმ ცოდნითა და მოგონებით, რაც მის მსხვერპლს გააჩნდა… მესამე ნაბიჯზე შემოეკრა მხოლოდ მეწამული ფერის უჯრედები და ჰაერში გაიფანტა, მტვერ’ცალო.
16.09.2020
