აქამდე საუკეთესო მეგობარს

0

დიდხანს ვიფიქრე სათქმელი საიდან დამეწყო და მივხვდი, იმისათვის რომ შეიგრძნო თუ რა ძნელია ამ სიტყვების წერა ჩემთვის, შეგახსენებ იმ ბავშვობას რომელმაც ერთმანეთს დაგვაკავშირა. შეგახსენებ რადგან ვგრძნობ რომ შენ აღარც კი გახსოვს ეგ ყველაფერი და დავიწყებასაც კი ცდილობ ალბათ. მინდა შეიგრძნო ის ტკივილი, რომელიც ამას მაწერინებს და ვწერო იქამდე, სანამ ჩემი ფანტაზია გაუძლებს. რის საშუალებასაც ის რეალობა მომცემს, რომელიც ჩემს ირგვლივ შექმენი. ერთმანეთს არ ვიცნობდით მაგრამ, სურვილი გვქონდა გაცნობის. გაცნობა გვინდოდა და გავიცანით კიდეც. დაახლოვებაც გამოგვივიდა. წლებმა თავისი გააკეთა და ახლობლებად გვაქცია. როცა მეგონა რომ განუყრელნი ვიქნებოდით, სწორედ მაშინ შევცდი, რადგან ცხოვრებაში მუდმივი არაფერია. ურთიერთობას ბზარი მაშინ გაუჩნდა როდესაც მოგინდა, შენი პირადი სივრცის გაფართოება, ოღონდ ჩემს გარეშე. მე მეგონა რომ მისმენდი, მისმენდი მაშინაც კი როცა ჩუმად ვიყავი, თუმცა მაგ დროსაც შევცდი. საკუთარ თავს ვაბრალებდი რომ ერთმანეთს ვშორდებოდით, მაგრამ …მაშინაც შევცდი. თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას რომ ჩემს სულს დამონებოდა შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი, სახელად-იმედგაცრუება. ზოგჯერ ჩემი ტკივილი იმდენად ჩემი იყო რომ გასაჩივრებასაც არ ექვემდებარებოდა. მეგონა შენ გამიგებდი..თუმცა შევცდი. მეგონა ისე გიყვარდი, რომ ზურგს არასდროს მაქცევდი. მაშინაც შევცდი და იცი კიდევ როდის შევცდი?! როცა შენთან ერთად იმედებს ვსახავდი. არავის უნდა დაეყრდნო ისე რომ გამოგეცალოს და შენ წაიქცე. დიახ, მე წავიქეცი. უფრო სწორად შენ წამაქციე და ყველაზე ცუდი იცი რა არის?! ჩემს წამოყენებას არც კი ეცადე. საკუთარ თავს თავად ვუშველე, შენ გეძახდი და არსად ჩანდი. მოვტყუვდი. თურმე შენ უკვე ახალ მეგობრებს იძენდი. გელოდი და გეძახდი, მაგრამ არ ჩანდი. ისევ შევცდი. ვეღარ მოვითმინე და საღი აზრით, კარგად დავფიქრდი. არსად იყავი როცა გეძებდი, მჭირდებოდი. გულისტკივილს გიმხელდი, ამბავს გიყვებოდი შენ არც კი მისმენდი. შენი ქცევები მაიძულებდა სათქმელი ამომეწურა, შენ კი გაუჩერებლივ მიყვებოდი ერთს და იმავეს. მე რჩევებს გაძლევდი რომელიც ბედნიერების მომტანი იყო, შენ კი მაიძულებდი ეგოისტურად მეცხოვრა. ბოლო დროს თითქოს არც კი გაინტერესებდი, უბრალოდ მოვალეობის გამო მწერდი, მე კიდევ გულნატკენს, შენს ასეთ სმსებზე ასმაგად მეფლითებოდა გული. და იცი რა? ისევ შევცდი. იმდენჯერ რომ უკვე დავიღალე…აქამდე საუკეთესო მეგობარი იყავი, ახლა კი სახელსაც ვეღარ გარქმევ. უკვე დროა ფრთები დავიჭრა და შევწყვიტო ოცნება, რადგან ჩვენ ერთად ვეღარასდროს ვიფრენთ. შენ შენი გზა გაქვს, მე ჩემი. გემშვიდობები უთქმელად.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving