Statuam Mortis

Comments

ეს ოთახი ერთი შეხედევით სრულიად ჩვეულებრივი ჩანდა.უგემოვნოდ მწვანე კედლებით და ძველი , აქა-იქ ჩამტვრეული ხის იატაკით . ოთახი თითქმის სრულიად ანტიკვარულ ავეჯი ავეჯით იყო სავსე . მაგიდაზე ფაიფურის ფიგურების გარდა გრამაფონი იდო რომელიც მოცარტის ლაკრიმოზას უკრავდა . მუსიკა იატაკზე წვეთების დაცემის ხმას ფარავდა. ოთახის ცენტრში კი თეთრ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა , წითური ქალი იდგა ხელში ლაკროსის ყვავილების თაიგულით . მისი კაბა მსუბუქ სიოზე ნაზად ირხეოდა . სახეზე ღიმილი შეჰყინვოდა . მკვდარი , უემოციო თვალებით კი ჭერს მიშტერებოდა. თუ უკეთ დააკვირდებოდით  თქვენთვის ცხადი გახდებოდა რომ იგი მკვდარი იყო. ამას მის გულზე მიყენებული ღია ჭრილობაც მოწმობდა . წვეთები კი, რომელთა დაცემის ხმასასც მუსიკა ფარავდა  , ქალის ჭრილობიდან გადმოსული სისხლი იყო . ალბათ დაფიქრდებით თუ როგორ იდგა იგი თუ ის მკვდარი იყო?! ამაში მას გახუნებული წითელი ლენტები ეხმარებოდნენ , რომლებიც ჭერიდან ეშვებოდნენ და ქალს კისერზე და კიდურებზე მჭიდროდ ეკვროდნენ. უეცრად ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში ჩრდილს მამაკაცის სილუეტი გამოეყო . მან ქალის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მამაკაცმა ფოტოაპარატით ქალს რამოდენიმე ფოტო გადაუღო.შემდეგ ფოტოაპარატი ჩანთაში შეინახა და ქალს ხელზე ლენტი ნაზად შეუსწორა შემდეგ კი ქალის სხეულის გარშემო წაიცეკვა. როგორც იქნა … დადგა ნანატრი წამი რასაც იგი ამდენ ხანს ელოდა. მან ეს შეძლო . მან იდეალური ქანდაკება შექმნა . მაგრამ არაფერია მარადიული და არც ეს შემთხვევა გამონაკლისი . მოულოდნელად ქუჩაში პოლიციის სირენების ხმა გაისმა… 

facebook კომენტარები
Choose your Reaction!