ფიქრები…

მზის სხივები ნაზად ელამუნებიან ჩემს ფანჯარას, თითქოს მზე ჩემს ოთახში იჭრება, ეს იმედს მაძლევს რომ ხვალ უკეთესი დღე დადგება, მარწმუნებს რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება, თუნდაც მზის სხივის დასანახად, რომელიც ნაზად ეფინება და ათბობს არემარეს. როცა ვსეირნობ მზე მეხუტება და შიგნიდან მათბობს, თუმცა ჩემი სული კვლავ გაყინულია.  მზის სხივები თბილად მელამუნებიან სახეზე, მანათებენ და სიცოცხლის ძალას მაძლევენ, მე მჯერა მათი, რადგან ისინი გულწრფელები არიან, თანაბრად ეფინებიან ყველას, მაგრამ როგორც ყველაფერი სხვა ისინიც მტოვებენ.  ცას ღრუბელი ეფინება და სხივებისგან გამთბარი მიწა და ჩემი სხეული კვლავ იყინება, თანდათან. ვაცნობიერებ რამდენად წუთიერია ყველაფერი და სევდა მიპყრობს, მაგრამ ეს უფრო დიდ სურვილს მიღვივებს კიდევ ერთხელ დავინახო მზე, კიდევ ერთხელ ვიგრძნო მისი სითბო, სწორედ ეს აძლევს ცხოვრებას ხიბლს. ცხოვრება ერთი დაუვიწყარი მომენტია, მოგონება, რომელიც თან გდევს და შენ მუდამ ცდილობ ეს განმეორდეს. იმ ერთი მოგონებისთვის ცხოვრობ, იმ იმედით, რომ კიდევ მსგავს მოგონებას  შექმნი. ელოდები, რომ მზე კლავ გაათბობს შენს სხეულს, კვლავ უწინდებურად გაგითბება სისხლი ძარღვებში და კვლავ გაგიბრწყინდება თვალები, ეს ის მოლოდინია რის გამოც ღირს ცხოვრება. 

facebook კომენტარები
Choose your Reaction!