ჩაბნელებული ოთახის შუაგულში ვდგავარ, რომლის ერთადერთი სინათლის წყარო ცაზე ვერცხლისფრად მოლაცლაცე ციური სხეულია.ყველას ღრმა ძილით ძინავს მხოლოდ მე, და ცაზე გამოკიდებული იდუმალი მთვარე ვართ ერთმანეთის პირისპირ.ყველაფერი მტკივა…ძვლები აქა-იქ ცახცახებენ.სულში იდუმალი გრძნობა მიძვრება.თვალებს ვხუჭავ და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ.ცივი ჰაერი ფილტვებს საშინლად მიწვავს.მოგონებები სხეულში ბრჭყალებს ღრმად მასობს, და ოცნების მორევში მითრევს.აქამდე მეგონა, რომ ყოველივე დავიწყების კვალს მიეცა…ახლა კი ყველაფერს ცხადად ვგრძნობ.ვგრძნობ მის შეხებას სხეულზე, მის სურნელსაც ვგრძნობ.სახეს ცხელი ცრემლების ნაკადული მისველებს, როდესაც შენს ნატიფ თითებს ვიხსენებ.სამყაროს რეალურობისგან გასაქცევად ილუზიას ვაფარებ თავს,და არაფერი ყოფილა ჩემთვის იმაზე რეალური ვიდრე ნანატრი ოცნება რომელიც ყოველდღიურობას ნათელ ფერებს სძენს.
შენ,ამ წუთიერ სამყოფელს მოწყდი, და მარადიულობის ღრუბლებს შეერწყე.სიცოცხლის ხაზი ხომ გრძელია… მაგრამ ხანდახან მიჭირს შენ გარეშე ამ ხაზის ბოლომდე დანახვა.უცნაური გრძნობით ვივსები, რომელიც მთელ სხეულში ელექტროდენივით დაიარება.სიყვარულს და მონატრებას ერთდროულად ვგრძნობ.თითოეული გრძნობა ჩემგან იღებს სათავეს.სახეს ისევ ცხელი ცრემლების ტბა მისველებს…მალე თვალებს ვხუჭავ, და მეც მას ვუერთდები ლამაზ სიზმრებთან ერთად.
