თავდაჯერებულობის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

Comments

სტივ ჯობსი ხშირად ესაუბრებოდა სტუდენტებს თვითშეფასების მნიშვნელობაზე. ეუბნებოდა, რომ ცხოვრების რაღაც მომენტში იძულებული იყო იატაკზე დაეძინა, ბოთლები ჩაებარებინა და ეჭამა ის, რაც მოუწევდა. სტივს ბოლომდე სჯეროდა საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების. რომ არა საუკეთესო თვითშეფასება, ჩვენ დღეს არ გვექნებოდა ისეთი კომპანია, როგორიცაა Apple!

თვითშეფასების ცნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მაღალი თვითშეფასება ეგოიზმია, ნორმალური თვითშეფასების მქონე ადამიანები ობიექტურად აფასებენ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს. რაც შეეხება დაბალ თვითშეფასებას, ის არასრულფასოვნების კომპლექსია. ასეთ ადამინებს არ სწამთ საკუთარი თავის, არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და ყველაფერს მარტივად თმობენ და ასეთი ადამიანები საზოგადოებას ძალიან მოსწონს იმიტომ, რომ ყოველთვის მარტივად უთმობენ სხვებს ასპარეზს. ჰგონიათ, რომ მათ ,,ეს არ შეუძლიათ”; ,,არ გამოუვათ”… მაგრამ ეს არ არის რეალობა და არ არის სიმართლე! თქვენ ისეთივე ადამიანები ხართ, როგორიც სხვები. თქვენ გაქვთ ყველა საჭირო რესურსი წარმატების მისაღწევად, გაქვთ საკმარისი შესაძლებლობები და შანსები, რომ იბრწყინოთ! როგორი რთული სიტუაციაც არ უნდა შექიმნას თქვენს ცხოვრებაში, არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა. კიდევ ერთი, ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს, რადგან ეს თვითშეფასებას აქვეითებს. თქვენ უნდა დაისახოთ მიზანი და მისკენ დამაჯერებელი ნაბიჯებით იაროთ. ხშირად გამიგია ,,ბედი არ მაქვს” . მართალია, ცხოვრება ხშირად გვატარებს იმ გზებზე, რომლებიც ჩვენ არ აგვირჩევია, მაგრამ ხიბლიც და მოტივაციაც ამაშია. პრობლემები ახალი ნაბიჯებია, ახალი შესაძლებლობები, ხოლო დაბრკოლებები გამოცდილება. რაც შეეხება მარცხს – ეს კარგი რამეა ცხოვრებაში, რადგან ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობას გაძლევს, უფრო გააზრებულად!

თქვენ თავად აშენებთ საკუთარ სამყაროს, თავად ალაგებთ და ასუფთავებთ თქვენს ცხოვრებას, მეტი ყოველდღიური სირთულე გზრდით. იფიქრეთ პოზიტიურად, მეტი იოცნებეთ და იმუშავეთ საკუთარ თავზე, ასე გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები, მასტერი ადამიანები, რაც წარმატების მიღწევასა და თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი

facebook კომენტარები
Choose your Reaction!