ტევე სკოლის გაკვეთილები მეტად საინტერესოა. გაკვეთილების მომზადებას ინტერნეტით და დისტანციურად ასე თუ ისე როგორღაც ვახერხებთ. მაიქროსოფთის კომპანიის კვლევებით საქართველო და ფინეთი არიან მისაბაძი მაგალითები დისტანციურ სწავლებაში და აპირებენ ამ ქვეყნებთან მეტი პროექტი გააფორმონ და ყველანაირად დაეხმარონ. ვფიქრობ ის, რომ ქართველები ვართ ამით უნდა ვიამაყოთ, როგორც საქართველოში ისე სხვა ქვეყნებში.
ზემოთ დიეტაზე ვახსენე, როგრც ყველა ისე მე შევწუხდით ასეთი გარემოებით რადგან გინდა არ გინდა მაინც ჭამა გიწევს. ჭამა, ძილი ჭამა, ძილი, ჭამა, ძილი……. თითქმის ყველას ცხოვრება ასე გამოიყურება, მაგრამ ჩემი…… ვცდლობ უფრო საინტერესო ცხოვრება გავიხადო ვინაიდან ხელოვნება მიყვარს და მეხერხება დროის გარკვეულ ნაწილს ხატვას ვუთმობ, რომელიც განტვირთვაშიც მეხმარება და ამ ნიჭის დახვეწაშიც. რადგან ნიღბით სიარული შეიძლება მეც გავდივარ გარეთ უმეტესად კი დილით ტყეში სარბენად და სავარჯიშოდ ასე ვცდილობ ზედმეტი ცხიმი და ის ენერგია რაც შიგნით დამიგროვდა დავხარჯო. ამავდროულად ტყეში დამტვერვაა და სამარადისებული სიჩუმე ( ალბათ ხვდებით როგორ სიჩუმესაც ვგულისხმობ ), რაც მედიტაციაშიც მეხმარება და ფსიქიკის დალაგებაშიც. რაც შეეხება კვებას ვცდილობ უფრო მეტი ხილი, ბოსტნეული და სითხე მივიღო ეს ისე რჩევისთვის. უნდა ვაღიარო რომ ჩემი ოცნებები, მიზნები და მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან არავინ ვიცით როდის დამთავრდება ეს დაწყევლილი ვირუსი, ისიც კი მოსალოდნელია რომ ვირუსის ახალმა ტალღამ იფეთქოს ნუ ამ დაჩიპვაზე და ხუთი ჯი ინტერნეტზე აღარაფერს ვამბობ. ხომ ვთქვი რომ ხალხმა გაუბერა ფსიქოლოგებს ძალიან დიდი სამუშაო და საზრუნავი გაუჩნდებათ ამის შემდეგ, რაც დიდად არ მიკვირს. ჩვენც ისე ვცხოვრობთ როგორც პატიმრები და თაგვებივით ვიმალებით სოროებში, ალბათ დამეთანხმებით რომ აშკარად ცუდი წელი იყო წელი, რომელმაც ყველა სახლებში გამოგვკეტა. ისიც საინტერესოა თუ როგორ შევა ეს მოვლენა ისტორიაში და შემდეგი თაობა თუ ისწავლის ამას. ნუ ვიჩქარებთ, მოვიცადოთ…… ის მოსწავლეები და ბავშვები ძაან შემეცოდნენ, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს. თან თუ დავუფიქრდებით ისინი 2008 წელს სკოლაში შევიდნენ ამ დროს კი ომი იყო, 2020 წელს სკოლა დაამთავრეს და პანდემიააა. ეს ყოველივე სასაცილოდ ჟღერს თუმცა მწარე რეალობაა და ამავდროულად სატირალი.
ამ დროის განმავლობაში მრავალი ახალი პროექტი წამოიწყეს და მიმდინარეობს კიდეც, ასეთებია: ეკოლოგიასთან დაკავშირებული პროექტი, დეტეკტიური ამოცანები და თავსატეხები, სალიტერატურო კონკურსები და ა.შ. ვინაიდან სახლში ვარ და ბევრი საფიქრალი არ მაქვს გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა და დღევანდელობაზე მესაუბრა. ეს პროექტი ლიტერატურასთან არის დაკავშირებული, სადაც ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობა უნდა დავწეროთ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე რეალობა და დღევანდელობა ამეღწერა ვინაიდან ამაზე დიდი ფანტასტიკა და თავგადასავალი არ არსებობს ყოველ შემთხვევაში ამჟამად, ჩვენ კიდევ ამ თავგადასავალის მთავარი გმირები და პერსონაჟები ვართ. ჩვენი მისიაა მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავებს და სხვებსაც, შევასრულოთ მაღალი პირებისაგან მოსული ბრძანებები და შეზღუდვები. როგორიცაა სანიტირება, ხელთათმანის და პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ბევრი სხვა რამ. უმეტესი ჩვენგანი ამ მოვალეობას და პასუხისმგებლობას ღირსეულად ვასრულებთ, ხოლო ვინც არღვევს ყველა წესის დაცვით ისჯება. აი იმ მაღალმა პირების ( იგულისხმება თანამდებობა ) მიერ გაცემულმა ბრძანებებმა ქვეყანა იხსნა გაჭირებისგან და ახლა ყოველი ჩვენგანი ვცდილობთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, მაგრამ სიფრთხილეს ისევ ვიჩენთ ვირუსი კიდევ რომ არ შემოტრიალდეს. სკოლები სექტემბრამდე არ დაიწყება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულია იმიტომ რომ ის პროგრამა რაც უკვე გავიარეთ ნაწილი ბუნდოვნად დარჩა და ახალი წლის დაწყება ასე ერთბაშად ცოტა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
ნუ ვინაიდან ეს ყველაფერი ჯერ არ მომხდარა და ისევ სახლებში ვართ მოდი ჩვენს საუბარს ისევ დავუბრუნდეთ. შესაძლოა მოსაწყენიც არის ერთიდაიგივე თემაზე და პრობლემაზე საუბარი, მაგრამ ახლა თავში ბევრი არაფერი მომდის. მე ჩემს საქმიანობას ისევ განვაგრძობ წარმატებით და დიდი მონდომებით, ჩემს ნამუშევრებს რამოდენიმე ახალი ლექსიც შევმატე და როგორც კი საშუალება მომეცემა აუცილებლად წავალ რედაქციაში და ლექსებს დავბეჭდავ. ეს ჩემი უდიდესი სურვილი და ნატვრაა მქონდეს საკუთარი წიგნი. თუ უფლებას მომცემთ მინდა წარმოგიდგინოთ ლექსი, რომელიც კორონა ვირუსზე დავწერე იმედია მოგეწონებათ……
არიქაა არიქა ქვეყანაში პანიკა
ზოგი იქით გამირბის ზოგიც იქით გაიქცა
და ამ ორომტრიალში ყველაფერი დადგინდა
უმეტესი გაჰკივის უფულობა არ გვინდა
დეფიციტი წარმოიშვა პირბადეზე, საპონზე
ღმერთო ჩემო მიშველე ხალხი მქოლავს მეტროზე
ყველაფერი დაიტაცეს აღარ დარჩა საჭმელი
ოღონდ პური მომიტანეთ მეტს არაფერს არ ველი
ერთადერთი რაც დარჩა პლიტკა არის კორონა
ოღონდ ახლა გვიშველეთ ვირუსია კორონა
დაიბანეთ ხელები აღარ გვინდა ხვევები
ამდენ კოცნა ხუტებას დავუქნიოთ ხელები
ქვეყანაში ის ნავარდობს დაუვლია ველები
ძალიან გთხოვ არ მოხვიდე მომიკითხე შენები
ახლა თუ არ შევაჩერებთ არ ჩავკეტეთ ქვეყნები
ყველას ბოლო მოგვეღება და თან გამოვშტერდებით.
მოკლედ…….. როდესაც ამას ვკითხულობ ვხვდები რომ იმედი კიდევ არის და რომ ჩვენ ამას შევძლებთ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ, საიდან ვართ ან რა ვართ, მთავარია ერთად ყოფნა, რომელიც ამ პრობლემას გადაგვაჭრევინებს. შესაძლოა ჩემი აზრები, სურვილები და შეხედულებები კარგად ვერ წარმოვადგინე ან თქვენამდე ვერ მოვიტანე, თუმცა იმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომ ეს თქვენ წაიკითხეთ და ჩვენი – ყველას პრობლემა გაიზიარეთ და განიცადეთ.
მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა და შეიძლება ეს უბრალოდ დასაწყისი იყოს მაინც ვიმედოვნებ, რომ თქვენც არ მოგიწევთ იგივეს გამოცდა. ამ ბოლო დროს გაკეთდა განცხადება რომ ყველა პაციენტი უახლოეს მომავალში იქნებიან სახლებში, ოჯახებთან ერთად. ალბათ ყველა კარგ დასასრულს ელოდებით ისევე როგორც მე ………….. ვეცდები მომავალში კარგად დავასრულო, ვფიქრობ არც ეს დასასრული იქნება ურიგო.
ვინაიდან მოთხრობის სათაური და თემა ეხება ხვალინდელ სამყაროს რაზეც უამრავი კითხვები დაგაყარეთ არ მინდოდა ამ კითხვების ნაწილი უპასუხოდ დამეტოვა. რაზეც ვერ ვცემ პასუხს მინდა მომიტევოთ რადგან ახალბედა ვარ და ცხოვრების გემო ჯერ არ გამისინჯავს. თან ასე თქვენც დაგიტოვებთ საფიქრალს და სალაპარაკოს. როგორც უკვე მოგახსენეთ და ალბათ ისედაც იცით: სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ მანამ ცხოვრება წინ მიიწევს და ამ ყველაფერს ვტოვებთ. ვტოვებთ სასიამოვნო მომენტებს და წუთებს და რაც მთავარია ახალგაზრდობის ტკბილ-მწარე პერიოდს. მართლა არ ვიცი სამყარო ხვალ როგორი იქნება, მგონი ისიც წინა დღეებს ემსგავსება ან მგონი ძალიან იქნება განსხვავებული. იმასაც არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება სიტყვა „ხვალ“ არც არსებობდეს. გითხარით, რომ კითხვებზე პასუხს გაგცემდით, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ გამაჩნია. გპირდებით რომ მეც თქვენთან ერთად ვიპოვი პასუხებს და მომავალში პირადად გაგცემთ ამაზე პასუხს….
და, რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ… იმედი ყოველთვის არსებობს.
