მე მიმატოვეს! მაგრამ რა ვქნა? თვით მან…იმ ერთადერმა მიმატოვა! თვით არესმა ხელი ჩაიქნია ჩემზე…ეჰ, სიყვარულო, თურმე რა შეგიძლია! ჯერაც სიცივეს სულ ვერ ვგრძობდი, ახლა კი ძვალსა და რბილში ვკანკალებ.
“ნუთუ ღირდა ამ ყველაფრად ეს სიყვარული?”-ვფიქრობდი.-“შენ მიგატოვეს, რიტა. არც სიკვდილი არ შეგიძლია და არც სიცოცხლე!”
მე შემიყვარდა თვით არესი, ომის ღმერთი სასტიკი სახით, მან დაიწყო სიყვარულიც და ომიც. მან შეცვალა ჩემში ყველაფერი, მან მითხრა რომ ძლიერი ვარ? დიახ მითხრა! რადგან მას შევუყვარდი, არა როგორც ქალღმერთი არამედ, როგორც ქალი…თავისი ნაკლოვანებებით თუ პლუსებით, ის არ მეუბნებოდა, რომ შეცვლილიყავი…მას ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვარ…ვუყვარვარ და ვეყვარები.
იცით წასვლის წინ რა მითხრა? “მიყვარხარ რიტა!”, კი არ არამედ “ჩემო ყაყაჩოვ! ომის ყაყაჩოვ!”.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, “ძალიან რომანტიკოსი ყოფილა”-დიახ, ასეც იტყვის ბევრი, მაგრამ ეს სიტყვები ჩემთვის სიყვარულის ახსნაც არის და სიყვარულის მიცემის მადლობაცაა.
facebook კომენტარები