სულში სიცივე…ყველაზე ღრმა და მტანჯველი სიცივეა რაც კი სამყაროში არსებობს..მდგარხართ ოდესმე ქარბუქში, წვიმაში გარეთ თხელი მაისურით? ალბათ კარგად იცით რას ნიშნავს სხეულის სიცივე, სიცივე რომელიც ძვლებსაც კი გიყინავს…მაგრამ სულის სიცივე..სიცივეა რომელსაც ვერ გამოთქვამ, სიცივე რომელშიც სიყვარულის ძლიერი ხელიც ძლივს თუ შეაღწევს და გაათბობს ამ სიცივეს, სიცივე რომელშიც ზაფხულის თბილი დღეებიც ვერ გააქრობს და გაათბობს. ადამიანები იცინიან ამ სიცივის დროს, გგონიათ დაინახავთ როგორ იყინება ადამიანი საკუთარი სულის სიცივეში? ვერასდროს დაინახავთ თუ როგორ მოკვდება ადამიანისთვის ის ყველაფერი.. ადამიანური რაც კი ასე ძლივს ძლივობით შეაგროვა თავისი უბადრუკი სიცოცხლის მანძილზე.
სიცივე სულში..
Date
Comments
facebook კომენტარები
Choose your Reaction!
