ყოველი ადამიანი რაღაც ახალს გასწავლის ცხოვრებაში და უფლება არ გაქვს რომ არ ისწავლო ეს “გაკვეთილი”. ყოველი მათგანი ახალ მოგონებას ჰმატებს შენს გონებას, მოგონებები კი ყველაზე ძვირფასი რაღაც არის. თუნდაც მწარე იყოს მაინც გვასწავლიან რაღაცას. ადამიანები აფერადებენ და აუფერულებენ ჩვენს გონებას და ცხოვრებას. მაგრამ ჩვენ ვიცვლებით, ვიზრდებით ფიზიკურად, გონებრივად და სულიერადაც. სიყვარული ყველაფერს აფერადებს, დაკვირვებულხართ? რამდენად კარგი ხდები ყველასთვის შენს ირგვლივ მაშინ როდესაც გიყვარს ადამიანი. სიყვარულს ყველაფრის გადალახვა შეუძლია, მაგრამ ვაი მას ვისაც დატოვებენ და გაიმეტებენ მარტოობისთვის, უსიყვარულობასა და დაცემისთვის, ასეთი ადამიანები შემდეგ ყველაფერს სულში იმარხავენ, სხვებს აღარ უყურებენ და სხვებისთვის ქრებიან, შეიძლება ითქვას ცოცხლადაც კვდებიან და იმარხებიან.
ადამიანები
Date
Comments
facebook კომენტარები
Choose your Reaction!
