ცხოვრებაში ყველას გვაქვს ცუდი პერიოდი, რომლისგან გაქცევასაც ვლამობთ მაგრამ დღევანდელობა ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის წინაშე დადგა. ამ პრობლემას კი კორონა ვირუსი ეწოდება და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ან როდის? გრძელი ამბავია თუმცა შევამოკლებ….
მოკლედ ყველაფერი ჩინეთში დაიწყო. ის რაც ჩვენთვის საზიზღრობაა ჩინელებისთვის ეს უბრალოდ დელიკატესია, მაგალითვისთვის შეგვიძლია ავიღოთ თაგვი, გველი, ღამურა და სხვ. პირველად ვირუსი სწორედ ჩინეთში დაფიქსირდა და ყველაფერი მათ კვებას დააბრალეს. ხალხი თანდათან ინფიცირდებოდა და ეს ქვეყნებს ნელ-ნელა ედებოდა თითქოს ტკიპა ყოფილიყოს, მაგრამ ეს უფრო უარესი რამ იყო პანდემიამ, პანიკამ, სიკვდილის შიშმა და დაწესებულმა დადგენილებებმა ხალხი გადარია. ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები, ქალაქები და მოსახლეობა კარანტინში მოათავსეს, აკრძალეს სკოლები, ბაღები და სხვა თავშეყრის ადგილები სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების გარდა. დაწესებული იყო კომენდანტის საათები, საღამოს ცხრა საათიდან პატრული მთელი ქვეყნის მასშტაბით დადიოდა და ხალხს ეძებდა. ნუ ასე გავიდა ერთი კვირა, ორი, სამი, ოთხი და უკვე მესამე ან მეოთხე თვეა რაც სახლში ვსხედვართ გამოკეტილები და რას უნდა ვაკეთებდეთ სახლში? დიეტას აღარავინ დაიცავს რათქმაუნდა ამიტომ ჭამენ, სვამენ და მღერიან. დამავიწყდა მეთქვა რომ აუცილებელია ხელთათმანის და პირბადის თან ქონა თორემ დაგაჯარიმებენ. ამ დროის მანძილზე ვინც საერთოდ აზრზე არ იყო თუ როგორ უნდა გაეტეხა კვერცხი ახლა ნამცხვრებს და შუებს აცხობენ თან ამას სოციალურ ქსელში დებენ თავისი რეცეპტით. სადაც უნდა შეხვიდე (სოციალურ საიტებს ვგულისხმობ) ყველგან საჭმლის რეცეპტს ან სურათს ნახავ, უნდა აღინიშნოს ისიც რომ ონლაინ შოპინგი ძალიან აქტუალური გახდა და ამით ბევრი ფულიც იშოვეს.
ჩვენ ადამიანები ყოველ დღეს უქმად ვატარებდით ახლა კი…. ვცდილობთ ყოველი არსებული წუთით ვისიამოვნოთ და მოვუფრთხილდეთ. სამომავლოდ ყველა გეგმებს ვაწყობთ აი ხვალ რომ დამთავრდება პირველად ამას გავაკეთებ, ჯერ იმას ვნახავ, დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებ, მაგრამ… გვიფიქრია კი იმაზე საერთოდ თუ იქნება ხვალინდელი დღე? როგორ არა, ყველამ გულის სიღრმეში ჩავიხედოთ და საკუთარ თავებს გამოვუტყდეთ, რომ ეს შეიძლება სიმართლე იყოს რომლის გააზრებაც არ გვინდა, და მართლაც რა იქნება თუ ხვალინდელი დღე არ იქნება? პირველად რას გააკეთებდით? ან როგორ იქნებოდით? ვიცი, ძალიან კარგად ვიცი ამაზე პასუხი არ გაქვთ შესაძლოა გამცეთ კიდეც, მაგრამ ეჭვი შეგეპაროთ და დადუმდეთ, მაგრამ განა ეს ცვლის რამეს? არა, დრო ისევ თავის კალაპოტში მიედინება, უცვლელად და აუღელვებლად. ამ დროის განმავლობაში იმაზეც დავფიქრდებოდით ამ ყველაფრის შემდეგ როგორი იქნებოდა ხვალინდელი სამყარო და მართლაც როგორი იქნებოდა? თუნდაც ეს ყოველივე აზრს იყოს მოწყვეტილი მაინც როგორი იქნებოდა. არ არის აუცილებელი ამ ქვეყნიურ სამყაროზე გამცეთ პასუხი თუნდაც იქ! ზევით იქ როგორია ან როგორი იქნება ბოლოს და ბოლოს ერთ დღეს ყველა ჩვენგანი იქ მივალთ. შესაძლოა გავაფრინე კიდეც, მაგრამ რა გასაკვირია ჰაერი ნაკლებად მომეწოდება თან ჯანსაღი. ასეთი რთული მდგომარეობის მიუხედავად ხუმრობის დროც მრჩება და ამით ჩემს ახლობლებს ნერვებს ვუშლი. ის დრო გამახსენდა სკოლაში… უმეტესი მასწავლებელი მხოლოდ იმისთვის მეჩხუბებოდა, რომ ვიცინოდი და განა რა არის ცუდი სიცილში? ის ხომ ადამიანებს მოსწონთ, თან ტირილს სიცილი სჯობია და მეცნიერულადაც არის დამტკიცებული ეს: ვინც ბევრს იცინის ის დიდხანს ცოცხლობს. ახლა ასეთ დროს ყველას ერთი მიზანი გვაქვს გადარჩენა – ეს იმისთვის რომ იმ ექიმებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და სხვა მნიშვნელოვან ადამიანს ვინც დიდი როლი ითამაშა ქვეყნის და მოსახლეობის დასაცავად და გადასარჩენად ამაგი დავუფასოთ.
ამ პერიოდის განმავლობაში პირველად ვიგრძენით სითბო, რომელიც სახელმწიფომ და მთავრობამ გამოავლინა ჩვენი მოქალაქეების მიერ. არიგებდნენ საკვებს, ერთჯერად თანხებს, პროდუქტებს და სხვ. ალბათ ეს ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი პერიოდი იყო ჩვენ ცხოვრებაში და მსოფლიოს ისტორიაში, ამავდროულად ეს დაგვეხმარება გავიაზროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე, როგორც ჩვენი ისე სხვისი. ღმერთის შემწეობით ამ გაჭირების დროს ქვეყანას მრავალი ახალშობილი მოევლინა მათ შორის კი ბევრი ტყუპია. შესაძლოა ჩემს მიერ დასმული კითხვები უპასუხოდ დარჩეს, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ კითხვების დასმას. ბოლოსდაბოლოს ამას ერთ დღეს ვიღაც გამოიკვლევს და პასუხს გასცემს, მანამ კი ჩემი ცხოვრების უჩვეულო რიტმს დავუბრუნდები.
