ღამეა მაგრამ არსად აღარ ბნელა, ზამთარია მაგრამ აღარ ცივა.
ხდება ხოლმე სულში დაგროვილი სევდა ცხოველივით იწყებს ღრიალს.
მე-ადამიანი და შექმინილი ჩარჩოები.
რისთვის გავჩნდით?
იქნებ სულაც არგავჩნდით და ვარსებობთ, იქნებ ვარსებობთ, მაგრამ ეს არსებობა არაფერს წყვეტს.
რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლოთ,როგორც კი გაიელვებს თქვენში ბედნიერება, სიხარულო აღფრთოვანება ან ნებისმიერი მსგავსი თბილი გამოვლინება,მაშინვე გაიაზრეთ და მოემზადეთ აუცილებელი უბედურებისთვის,წყენისთვის ან საკუთარ თავში გაჩენილი უდიდესი დისკომფორტის, რომელსაც ახსნას ვერ უძებნით.
შექმნილი ჩარჩოები, რომლებიც გვანადგურებს ან გვაცხოვრებს.
მასში მოქცეული ადამიანობა და დაუსრულებელი სევდა.
ჯდები და ხვდები, რომ არც გიცხოვრია.
ცხოველი, რომელიც ჩარჩოებში აზროვნებს.
და მაინც მოვკვდებით ყველა ! ყველა ფიზიკური სხეული ოდესმე დაინგრევა. ჩვენი ცნობიერება დარჩება სადღაც ჩამოკიდულში არც იქით და არც აქეთ. ხოლო დანარჩენი ყველაფერი თავის გზას იპოვნის. მიწა მიწად იქცევა და ნებისმიერი ნივთიერება იპოვნის სახლისკენ მიმავალ გზას, მაგრამ ჩვენ ? შენ ? რას გააკეთებ ? ცხოვრების განმავლობაში კვლავ ბრყივ, მეოცნებე არსებად დარჩები თუ დაიწყებ გაცნობიერებას ?
ბოლოს, როცა ყველა წინაღობა ქრება ან უკვე მიწად ქცეულხარ და იფერფლები ან შემოდგომის ფოთოლივით ლპები.
საკუთრებას ერჩი, ხორცს იჭამ , მაგრამ რას ცვლი?
სულში დაგროვილი ბრაზი ცხოველივით იწყებს ღრიალს… მერე უცებ … ნერვებს აყოლილი კანკალი გივარდება… სასაცილოა… როგორ ეჩვევი ყოველდღიურობას.
მერე უბრალოდ კანკალ ატანილი, ცდილობ შვება ჰპოვო… წყალს სვამ და თითქოს გეშვება მაგრამ, უკვე მერამდენედ უერთდება გონება მასავით ჩაბნელებულ ბნელ წყვდიადს ვინ მოთვლის?!🙃
