დღიურიდან #4

Comments

დრო. დრო, რომელსაც ფუჭად ვხარჯავთ. და როდესაც ვაანალიზებთ, თუ რაოდენ უქმად გავლიეთ იგი, სინანული გვახრჩობს.

„ნეტავ“ – ამ სიტყვას ხშირად გავიმეორებთ და ვინატრებთ წარსულშჰი დაბრუნებას.

მინდა დავბრუნდე იქ, იმ დროში, როცა ვიყავი პატარა, გულუბრყვილო გოგონა, რომელმაც არ იცის, თუ რა სასტიკი და უსამართლოა ცხოვრება. არ იცის რამდენი დაბრკოლება აქვს გადასალახი, იქ, მომავალში.

და როდესაც დადგება ამის დრო, ის შემართებით დაიწყებს თითოეული ბარიერის გადალახვას და შემდეგ სიამაყით განმსჭვალული, ამაყად წავა წინ.

ბოლოს დაიღლება და გაუჩჰნდება კითხვა – როდემდე?

ხო როდემდე?!

როდემდე შეიძლება ვხარჯოთ ჩვენი უძვიფასესი დრო ასე ფუჭად?!

ცხოვრება ხომ ძალიან ხანმოკლეა?! თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებთ ისე გაირბენს და გაქრება. წავა და მას ვეღარ დავიბრუნებთ.

თითქოს ცხოვრება რაღაც ამოუცნობის მოლოდინია. ველით მაგრამ არ მოდის, ჩვენკი არ ვცდილობთ ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ მისკენ, ოდნავ მაინც დავუახლოვდეთ.

ის არ მოვა, თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ.

მოდი გადავაბიჯოთ სიამაყეს, პრინციპებს, ნუ ვიფიქრებთ რას იფიქრებს ხალხი. უბრალოდ გავაკეთოთ ის, რაც მთელი გულით გვსურს. და ამის შემდეგ, როდესაც გავიხსენებთ თუ როგორ ვიყავით შებოჭილი ამ არაფრისმომცემი პრინციპებით, უბრალოდ ვიფიქრებთ – რა სულელი ვყოფილვარ? ან თუნდაც – სად ვიყავი აქამდე?

დრო…დრო…მიდის და არ ჩერდება, არ გვიცდის, არ ითვალისწინებს ჩვენს აზრს. ხოდა მოდი და უბრალოდ მივყვეთ მას. მივყვეთ და ვაკეთოთ ის რაც გვსურს და არა ის რაც სხვების თვალში უკეთესად წარმოგვაჩენს.

მივყვეთ გულის ხმას…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!