დღიურიდან #3

Comments

საშინელი გრძნობაა შიში. სიკვდილის შიში, რომელსაც საყვარელი ადამიანის წართმევა შეუძლუა. მეშინია, ყველაფრის, რასაც შენთვის ზიანის მოტანა შეუძლია.

იცი ადამიანი ყველაზე ძლიერი როდის არის? როდის არის ყველაფერზე წამსვლელი და დაუნდობელი?  როდესაც იგი საყვარელი ადამიანის დაკარგვით არის გამწარებული. იმდროს შეუძლებელს შეძლებს და შურს იძიებს, მაგრამ ბოლოს დაეცემა. დაეცემა და ფეხზე წამოდგომა ისევე გაუჭირდება, როგორც ფრთამოტეხილ ჩიტს ფრენა.

ტკივილი, რომელიც ადამიანს შინაგანად ანგრევ, სულიერად ანადგურებს. ტკივილი რომელიც ადამიანს ფსიქიკურადაც კი დაასუსტებს.

მახსოვს როგორ ვესაუბრებოდი შენს ლანდს. ყველგან შენ გხედავდი, ყველგან შენი ხმა მესმოდა. ღამით თვალებს დავხუჭავდი და იმწამსვე შენ გხედავდი. უშენობას სიზმრები მატანინებს, როდესაც ყველაფერი თითქოს რეალურია და რამოდენიმე წამით ბედნიერების საშუალება მეძლევა.

მეშინია დრომ და მანძილმა, ჩემი შენდამი გრძნობები არ დაასუსტოს და საბოლოოდ არ გააქროს. ჩვენს სიყვარულს ძლიერად ვებღაუჭები და ვცდილობ დავიცვა, დავიცვა დროისგან, რომელიც არავის და არაფერს ინდობს. არ მინდა გაქრეს, არმინდა ოდნავმაინც დასუსტდეს, რადგან ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია – ჩვენი სიყვარული.

ვიცი ერთ დღეს შევხვდებით და მინდა ისევ ისეთი მღელვარება გამოიწვიო ჩემში, როგორც ეს ადრე იყო. ისევ მინდა შევხედო სამყაროს ვარდისფერი სათვალიდან, და თავი ბედნიერად ვიგრძნო.

ერთ დღეს ჩვენი გზები ისევ დაუკავშირდება ერთმანეთს და მინდა ისე ძლიერ შეეჭიდონ ერთმანეთს, რომ ერთად გაუძლონ ამ დაუნდობელ სამყაროს. სამუდამოდ ერთად დარჩნენ და ყველა დაბრკოლებას ერთად გაუმკლავდნენ.

ვიცი ეს მოხდება…

ვიცი, მჯერა, მწამს…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!