მარია’მო დედოფალი: კვანძის გახსნა [განაჩენი]

Comments

ავტორის შენიშვნა: შემდგომში, თითქმის ყველა თავში შეგვხვდება ეს [საქალბატონე] პერსონაჟი, ამიტომაც გამოვტოვებ ამ ცეკვას და აქედანვე, მოდი “უფრო ახლოს” გავიცნოთ მისი უდიდებულესობა – მარია’მო დედოფალი.
ჩანაწერს მოყვება ე.წ. soundtrack ები იმ შემთხვევისთვის თუ ემოციების და შეგრძნებების მთელი სიმძაფრე ვერ გადმოვეცი.
[1]

კაცი კვირების განმავლობაში იყურებოდა თავისი ციხე’ქალაქიდან შორს და ყოველ გამთენიას ელოდებოდა მისკენ მომავალ ჯარს, იცოდა რა, მის საქციელს მოყვებოდა შედეგები და არავინ არ შეარჩენდა ღალატს…

 

ერთ დღესაც გამოჩნდა ერთადერთი ცხენოსანი, შორს, ნისლს მიღმა მოდიოდა მისკენ, კაცმა მჭიდროდ ჩასჭიდა ხელები, საგუშაგოს ცივ, ქვის კედელს, თვალები დახუჭა, გამოეყო მის სხეულს და წინ გაიჭრა ვრცელ ველზე, მისი ციხე’ქალაქისკენ დინჯად მომავალი ცხენოსანი სტუმრისაკენ. რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით შეჩერდა, ჩუმი, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ცხენოსანს, რომელსაც ვერცხლისფერი გვირგვინი ამშვენებდა და მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი. ცხენმა წინა ფეხები მოხარა და შავოსანმა მიწაზე დადგა ფეხები, მოწითალო’მოშავო უჯრედებმა მთლიანად მოიცვა შავოსნის სხეული, შემდგომ კი წამში გაიფანტა, კაცმა მაშინათვე იცნო ქალი, მაღალი, თეთრი, ჟღალთმიანი, მოწითალო’მოთაფლისფრო თვალებით.

[2]

– კავკასიის დასავლეთ მიწების მმართველი , მარია’მო დედოფალი, ასევე ცნობილი როგორც ექო, სამეფო ჯალათი – წარმოსთქვა კაცმა აღტაცებით

– როგორც ჩანს ჩემი რეპუტაცია წინ მისწრებს, შეგიძლია უბრალოდ მო დამიძახო – იყო ქალის პასუხი ღიმილით, მაგრამ კაცმა თითქოს ვერ გაიგო ისე გააგრძელა საუბარი

– რეიტინგში მესამე, ოჯახის უფროსის, ალექსანდრეს შემდგომ მეორე, უფროსი და, ვერონიკას შემდგომ პირველი, ოცდაოთხი ათასი  უკვდავის სიცოცხლის მოსპობით – დაასრულა კაცმა ქალს წარდგენა

– ოცდახუთი ათასი, მაგრამ განა ვინ ითვლის?! – თქვა რა ქალმა,  ხელები ერთმანეთს შეახო თითქოს შეცივდა და გათბობას ცდილობსო.

– აქ რისთვის მოხვედი, ანუ რით დავიმსახურეთ თქვენი ვიზიტი? – იკითხა კაცმა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ისედაც ცხადი იყო, ეცადა დრო მოეგო, შემდგომი ნაბიჯების გასათვლელად, არადა,  ჯალათს ხომ კვირების მანძილზე ელოდა, თუმცა აქამდე ვერ მოეფიქრებინა სამოქმედო გეგმა

– გამომგზავნეს – თქვა ქალმა ცივად

– რისთვის გამოგგზავნეს? – იკითხა კაცმა, ნერვიულად

– თავადაც იცი რისთვისაც, მე მხოლოდ ერთადერთი  ბრძანებით მაგზავნიან – თქვა ქალმა, ბეჭები ზემოთ აზიდა, შემდგომ ქვემოთ და ასე გაიმეორა რამდენჯერმე

– განადგურების ბრძანება – თქვა კაცმა განწირულის ხმით

– განადგურების ბრძანება – გაიმეორა ქალმა და თბილი ღიმილით დაასაჩუქრა კაცი

– შენდობას ვითხოვ – თქვა კაცმა და იმედიანი თვალები მიაპყრო ქალს.

– არც პირველი ხარ და ალბათ არც უკანასკნელი, ვინც შეწყალებას ითხოვს , მაგრამ სამწუხაროდ იგივე უნდა გითხრა , რაც ყველას  შენამდე და შენს შემდეგაც, не сегодня (not today) – უთხრა ქალმა

– შეიძლება ვიცოდე , რატომ? – კითხა კაცმა

– რატომ? ჩემი უმცროსი და შეეწირა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც შენ, თქვენ მიიღეთ და თუ ფიქრობ, რომ აქ ქვას ქვაზე დავტოვებ სულ გადასულხარ დაწყევლილი გონებიდან – თქვა რა ქალმა, მის მოწითალო’მოთაფლისფრო თვალებში ცეცხლი აგიზგიზდა, კაცს ერთადერთი იდეა მოაფიქრდა და გადაწყვიტა ბედი ეცადა

– რამდენიმე ადამიანს თუ იპოვი, რომელსაც დანაშაულში არ მიუძღვის წვლილი, დამპირდი, რომ მთელ ციხე’ქალაქს არ გადაწვავ

– არანაირად

– ერთი – თქვა და საჩვენებელი თითი თრთოლვით აწია ზემოთ – ერთ ადამიანს  მაინც თუ იპოვი, ღირსეულს,  დამპირდი რომ სხვებსაც დაინდობ –  უიმედოდ დაასრულა კაცმა თავისი უკანასკნელი გეგმის გაჟღერება.

– გპირდები – თქვა ქალმა, არსაიდან გაჩენილი თანაგრძნობის გავლენით , კაცი დამშვიდდა, იმაზე მეტი მიიღო ვიდრე იმედოვნებდა, შესაძლოა მარია’მო გულცივი ჯალათი გახლდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ქალი უმალ მიცემულ სიტყვას სიცოცხლის ფასად დაიცადა, ვიდრე მას გატეხდა.

 

ციხე’ქალაქის ჭიშკარი გაიხსნა, საიდანაც მამაკაცების უწყვეტი ნაკადი გამოვიდა, რომლებიც ჯერაც ნელი ნაბიჯებით შემდგომ კი მთელი სისწრაფით გამოიქცნენ მათკენ, ყოველი მათგანი ერთმანეთის მიყოლებით ჰაერში შეხტა, წამიერად დიდრონ მგელ’კაცებად მოიქცნენ და ერთიანი წყობით და მთელი ძალით გამოემართნენ მისკენ.

– ჩვენს დამარცხებას მარტო აპირებ? – იკითხა კაცმა, მხოლოდ იმირომტომ რამე ეთქვა, სიტყვის მასალად

– და ვინ თქვა, რომ მარტო ვარ? – თქვა რა ქალმა ხელები გაშალა

– მომიახლოვდი და აქვე გაგათავებ – უთხრა ქალმა ხრწიანი ხმით, შემდგომ პირი დიდზე გააღო და მისი გრძელი ენა ბოლომდე გადმოყო, ნებისმიერი სხვა ამას დაცინვად ან დამცირებად  აღიქვამდა, მაგრამ კაცმა იცოდა ,რომ ეს მისეული გამოხატულება იყო, იმისა, რომ ყოველგვარი საუბარი თუ მოლაპარაკება დასრულდა და ამ ჟესტით ანიშნებდა მოწინააღმდეგეს, რომ მალე თავს დაესხმოდა.

 

ქალის ირგვლივ არსაიდან შეიკრა მოწითალო’მოშავო უჯრედები, აჩრდილები, რომლებმაც ადამიანს ფორმა მიიღეს, ერთი ნახევარი ადამიანს სხეულს წააგავდა, მეორე კი აჩრდილს, მოწითალო’მოშავო უჯრედები ერთმანეთში გადადიოდნენ, შემდგომ უკვე მეორე ნახევარი გაუხდათ ადამიანური და პირველი აჩრდილის, შემდგომ მართლად ადამიანებად განსხეულდნენ, შემდგომ მთლიანად აჩრდილებად. საუბრისას ქალს ლურჯი, ერთიანი კაბა ეცვა, წამიერად კი თავისი წითელი [ჯალათის] ერთიანი კაბა,მოსასხამი მოირგო, რომელიც მუხლებთან იყო შეხსნილი, დააბრუნა რა ენა თავის ადგილას, მისი სხეული მოწითალო’მოშავო უჯრედებში გაეხვა, რომლებმაც ქალის მთლიანი სხეული დაფარეს, როგორც მისი აბჯარი და ქალიც დაემსგავსა სხვა აჩრდილებს იმ განსხვავებით, რომ თავზე ვერცხლისფერი გვირგვინი ეკეთა, რომელიც სარკესავით ირეკლავდა ჯერ კიდევ ამომავალი მზის სხივებს.

კაცმა ნაბიჯი უკან გადადგა, ჯერ ერთი, შემდგომ მეორე და დაუბრუნდა თავის სხეულს სასახლეში. უყურებდა რა მგელ’კაცებს თავდაჯერებულ სვლას მარია’მო დედოფლისაკენ თავდაჯერებულობა შეემატა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდა, მარია’მო დედოფალი იმდენად მარტივად გაუმკლავდებოდა ამ ასობით მგელ’კაცს, რომ არც კი გაოფლიანდებოდა. ის ფაქტიც კი, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გასვლა გაიფიქრეს, დიდ სიმამაცეს მოითხოვდა, რადგან მისი ოჯახის უფროსი უმალ მკვდრეთით აღსდგებოდა, ვიდრე ვინმეს მისცემდა უფლებას ქალისთვის რაიმე დაეშავებინა.

 

ქალზე ბევრი ამბავი იცოდა, მაგრამ ერთ-ერთი მოაგონდა, ერთხელ მარია’მომ გადაწყვიტა არ ებრძოლა და თავადვე ჩაბარებოდა მოწინააღმდეგეთა მხარეს, მალევე ოჯახის უფროსი, ალექსანდე და ქალის უფროსი და, ვერონიკა, აისვეტნენ მათ ჭიშკარზე, არავის აზრადაც კი არ გაუვლია ხმაურის ატეხა, ერთმანეთის გადაძახება და ბრძოლის გაჩაღება, რადგანაც,  ყველა სულიერმა იცოდა ,მათ და მის ოჯახს არ ჭირდებოდა არანაირი ჯარი ან მხარდაჭერაც კი, რადგან თავადვე გახლდნენ შეუპოვარი და დაუმარცხებელი არმია. ამ დროს კი მარია’მო იქაურ ხალხს ესპარინგებოდა და დაინახა რა თავისი ოჯახის წევრები გამოემშვიდობა მათ.  უკან დაბრუნდნენ სახლში, თან დამნაშავეები თავისივე ნებით გაყვნენ და მათი, ამ აშკარა თავდადებით, თავიანთი მეგობრების და ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

 

კაცს მეორე ამბავიც მოაგონდა, უფრო ტრაგიკული, რომელში შესაძლოა ბევრი უზუსტობა იყო, რადგან ყველამ, მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ერთხელ მარია’მოს მისი უფროსი დის ოთახში ეძინა, როცა ვიღაც ცდილობდა მასთან მიპარვას, ქალმა თვალი უკვე მაშინ გაახილე, როცა კარი ოდნავ, თუმცა მის გასაგებად შეიღო, არავის არ ელოდებოდა, ამიტომაც მისი საყვარელი იარი, ხანჯალი, გამოაძვრინა ბალიშის ქვეშიდან და ელოდა სანამ უცნობი, საკმარისად ახლოს მოვიდოდა, როცა თავადვე მიავარდა მას, მარცხენა ხელით ახლოს მოიზიდა, მარჯვენათი , რომელშიც ხანჯალი ეკავა, ჯერ კისერზე გადაუტარა, შემდგომ კი უცნობს ჩასცა რამდენჯერმე მკერდში, მანამდე სანამ მთვარის შუქზე მისი სახე არ იცნო და გაქვავდა, ხელი გაუშვა რა უცნობს , რომელიც მოწყვეტით დაეცა საწოლზე, აკივლდა, კივილის ხმაზე მისი ოჯახის წევრები აისვეტნენ მასთან ,უცებ ვერ მიხვდნენ თუ რა მოხდა, რადგან ქალი გაუჩერებლად კიოდა და არაფერს არ ამბობდა, ვერონიკამ ხელები სახეზე იტაცა და , გარდაცვლილ უცნობს ,მის საქმროს, მივარდა, რომელიც უსულოდ ესვენა საწოლზე ,მარცხენა ხელით თავი მაღლა აუწია, გამოელაპარაკა, არადა ზუსტად იცოდა, რომ კაცი გარდაცვლილიყო.

 

ოჯახის უფროსმა, ალექსანდრემ, მარია’მო თავის უფროს ძმას გააყვანინა ოთახიდან, თავად კი ვერონიკასაკენ დაიძრა, ნელი, დინჯი თანაბარი ნაბიჯებით. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ საქმრო მისიაზე იმყოფებოდა, ნაადრევად დაბრუნდა და გადაწყვიტა მისი საცოლე კოცნით გაეღვიძებინა, ამიტომაც მისი საცოლის ოთახში შეიპარა, თუმცა სამწუხაროდ მარია’მო დახვდა, ის კი არავის არ ელოდა და წირვა გამოუყვანა უცნობს. აქიდან დამკვიდრდა ფრაზა, რომ ქალს საკოცნელადაც კი ვერ მიეპარებოდა ვინმე, არათუ მოსაკლავად და მითუმეტეს გაშლილ ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხებდა ვერცერთი სულიერი.

 

კაცი მახვილისა და ფარის ასაღებად დაბრუნდა ოთახში, დაინახა თავისი გოგონა, რომელიც იჯდა მაგიდასთან და წერდა ადგილზე გაიყინა

– აქ რას აკეთებ? – უთხრა გოგონას

– ბიძაშენი სად არის? –  უთხრა თან მაგიდიდან აიყვანა, საწოლზე დასვა

– ბიძაშენი სად არის? –  გაუმეორა კითხვა

– აქედან უნდა წაეყვანე ამ ყველაფრის დაწყებამდე

– მამა, რა ხდება? – კითხა გოგონამ აფორიაქებით,

– თავს დაგვესხნენ მხოლოდ დროის ამბავია, სანამ ციხე’ქალაქში შემოვლენ, მანამდე შენ და ბიძაშენი აქედან, რაც შეიძლება შორს უნდა იყოთ – გოგონამ ორივე ხელით ჩასჭიდა ხელი მამამისს

– და შენ, არ წამოხვალ? აქ ვერ დარჩები – ვერა პატარავ, ჩემს ხალხს ვჭირდები – უთხრა კაცმა, რა დროსაც მათი ოთახის კარი გაიღო და ოთახში კაცის უფროსი ძმა შემოვიდა.

– მადლობა ღმერთს, აქ ხარ, სასწრაფოდ უნდა წაიყვანო და წახვიდეთ აქედან – თქვა კაცმა, მისი ძმის ურეაქციობამ გააკვირვა, მისკენ გაემართა, უფროსმა ძმამ მახვილი ამოაძვრინა ქარქაშიდან და მის უმცროს ძმას გადაუტარა კისერზე, კაცმა ინსტინქტურად იტაცა ხელი კისერზე და პირქვე დაეცა, უსულოდ.

 

მარია’მო მედგრად იდგა და თვალს არ აცილებდა მისკენ მომავალ მგელ’კაცთა ხროვას, ბედნიერიც კი იყო,  რადგან ისინი, ვისი ამოხოცვაც დაავალეს, თავადვე მოდიოდნენ მასთან ,სიკვდილთან შესახვედრად.

[3]

ქალს ისეთი ზურგი ჰქონდა არც კი გაიფიქრება შიშს რისიმე ან ვისიმე წინაშე. ის და მისი ხალხი წამიერად მოიქცნენ აჩრდილებად, ქალმა აღმართა რა მარჯვენა ხელი მოწითალო’მოშავო უჯრედებმა შეკრეს მახვილი მის ხელში, ქალმა გაფანტა უჯრედები მისი სხეულიდან (შეიხსნა მთლიანი აბჯარი), შემდგომ ისევ გაიკეთა და გაიქცა მგელ’კაცებთან შესახვედრად. მას უკან მიყვნენ აჩრდილებიც, მათ შორის მანძილი რამდენიმე ათეული მეტრი რჩებოდა, რა წამს, შეიხსნა მოწითალო’მოშავო უჯრედებისგან შექმნილი აბჯარი, მისი ჟღალი თმა ირეკლავდა რა მზის პირველ სხივებს თვალს ჭრიდა მოწინააღმდეგეს, მოწითალო მოსასხამში კი ქალი მედიდურად ძლევამოსილად გამოიყურებოდა. ქალღმერთები მუდამ შურის თვალით უყურებდნენ, ბოლო ასწლეულის მანძილზე მისი გაჩენის დღიდან. მიუახლოვდა რა მარია’მო მგელ’კაცების  პირველ ხაზს, შეხტა და ჰაერში ტრიალით აიწია, აჩრდილები კი პირისპირ შეეტაკნენ მათ, ქალი ისევ ჰაერში ტრიალებდა, როცა ორი მგელ’კაცი ასევე ჰაერში შეხტა, მის განსაგმირავად, მარია’მომ ერთს თავი მოკვეთა, ჰაერშივე, მეორეს კი ლითონის გემო გაასინჯა და მასზედ დაეშვა მიწაზე, მაშინათვე მოწითალო’მოშავო უჯრედებმა მოიცვა მისი სხეული, მახვილი აღმართა და აჩრდილების მხარდამხარ გააგრძელა ბრძოლა.

 

ქალი არათუ იბრძოდა, არამედ უბრალოდ ცეკვავა და! ჰაერში ირწეოდა, ირხეოდა, ნარნარებდა, მისი მოწინააღმდეგე მგელ’კაცები კი მოწყვეტით, უსულოდ ეცემოდნენ მიწაზე მისი ღმერთქალური დიდებულების წინაშე , როცა ბრძოლა დასრულდა ქალმა მიმოიხედა, ირგვლივ მხოლოდ აჩრდილები იდგნენ , რომლებსაც ადამიანების სახე მიეღოთ, მიწაზე კი ათასამდე მგელ’კაცი სხეულის ნაწილები იყო მიმოფანტული.

 

მარია’მომ მისი წითელი მოსასხამი შეისწორა და თანაბარი ნაბიჯებით დაიწყო სიარული ციხე’ქალაქისკენ, რომლის ჭიშკარიც გაეღოთ, ზუსტად არ იცოდა რა ეფიქრა, მაგრამ უშიშრად აგრძელებდა სვლას. შეაბიჯა რა ციხე’ქალაქის მიწაზე, ყოველ მხარეს მიმოიხედა, საფრთხის მოლოდინში , ხალხი ერთმანეთზე მიხუტებული რკალზე იდგნენ და თვალს არ აცილებდნენ მას, მარია’მო კი თვალს არ აცილებდა გოგონას, რომელიც კოშკის გრძელ ნაწილზე იდგა და ზემოდან გადმოჰყურებდა ყველას, მის თვალებში ვერც შიში, შფოთი ან ნერვიულობა ვერ შეატყო, პირიქით, ისეთი მზერით მიშტერებოდა თითქოს ჭიანჭველას უყურებსო, ქალმა ყურადღება იმ კაცზე გადაიტანა, რომელმაც რკალი გაარღვია და მისკენ წამოვიდა, აჩრდილებმა მაშინათვე მოწითალო’მოშავო უჯრედები შემოიკრეს. მარია’მო კი ადგილიდანაც არ განძრეულა მხოლოდ თავი მიაბრუნა კაცისკენ.

– ვფიქრობ დღეს საკმარისი სისხლი დაიღვარა – თქვა კაცმა და რამდენიმე მეტრის მოშორებით შეჩერდა ქალისგან

– ამას შენ არ წყვეტ – შეუვალი ხმით უპასუხა კაცის არ დასმულ კითხვას მარია’მომ

– ჩვენ მშვიდობიანი და უდანაშაულო ხალხი ვართ- თქვა კაცმა და ტომრიდან მოკვეთილი თავი ამოიღო,

– დამნაშავე დასჯილია – თქვა ბოლოს და მოკვეთილი თავი მიწაზე გაუგორა ქალისკენ, მარია’მომ იცნო მოკვეთილი თავი, ეს სწორედ ის იყო, ვისაც ბრძოლის დაწყებამდე ესაუბრებოდა, ზიზღით მოცული მზერით კაცს გახედა, რომელმაც უსაფუძვლო, თავდაჯერებულობით გადაწყვიტა მასთან საუბარი, თუმცა მზერა გოგონასაკენ მიაპყრო კოშკში, გოგონას სახე შეცვლილიყო, დგომა, გამოხედვა, ცრემლებსაც კი ამჩნევდა მის თვალებზე, შედეგად კი ყველაფერს მიხვდა

– Там откуда Я родом – თქვა ქალმა ,მაგრამ როცა კაცის სახეზე გაუგებრობა შენიშნა ქართულად გაუგრძელა

– იქიდან საიდანაც, მე ვარ წამოშობით, ჭეშმარიტი ვაჟკაცები, უმალ ბრძოლის ველს შეეწირებოდნენ, ვიდრე დამპყრობელს მისცემდნენ უფლებას მათ მიწაზე თავისუფლად ეხეტიალა და ეთარეშა.  მით უფრო კი, არ გაწირავდნენ საკუთარ მამასახლისს, შესაძლო გადარჩენის შანსისათვის, თქვენ არათუ სიცოცხლეს, არამედ შთამომავლობასაც კი არ იმსახურებთ – ამბობდა რა ქალი თან კაცს უახლოვდებოდა, ხელში მომარჯვებული მახვილის სწრაფი მოძრაობით ესოდენ თავდაჯერებული კაცი მუცელზე გადაჭრა, წაქცეული ზედატანი კი, ხელის სწრაფი მოძრაობით, ჰაერშივე გაყო, თავი, ცალკე დანარჩენი ნაწილები ცალკე. აჩრდილები კი უსასრულოდ გამრავლდნენ, ყოველ მამაკაცში და ბიჭში განსხეულდნენ და ჰაერში გაიფანტნენ. ყველაფერს შემყურე პატარა გოგონა ადგილიდან არ იძვროდა, მარია’მომ კიბეებზე დაიწყო სვა და გოგონასკენ გაემართა.

 

წამით შეძულდა კაცი, რომელმაც სიტყვა ჩამოართვა ბრძოლის წინ, იცოდა რა ბრძოლას უეჭველად წააგებდა, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, მართალია ბრძოლა წააგო, მაგრამ ომი მოიგო, მისი ხალხი მტვრად ქცევისგან იხსნა. მარია’მომ წამით გადაწყვიტა მოეკლა გოგონა, რადგან ის გაიზრდებოდა და ისე მოიქცეოდა , როგორც თავად, შურს იძიებდა, მაგრამ გადაწყვიტა ის ერთადერთი შანის მიეცა, რომელიც თავად ხვდა წილად, როცა “ყასაბად” წოდებული ჯალათი მოადგა მისი სამეფოს ჭიშკარს, მშობლები ღალატისთვის დაუხოცა, შემდგომ მოვიდა მასთან და მის უფროს დასთან და უთხრა, რომ შეეძლო მისი მშობლების გზას გაეყენებინა ან ცოცხალი დაეტოვებინა, მისნაირად შეუპოვრად მებრძოლად მოექცია და როცა დრო მოვიდოდა და არჩევანის წინაშე დადგებოდა, თავადვე გადაეწყვიტა მის ადგილზე სხვაგვარად თუ მოიქცეოდა. “ყასაბი” კი უწოდეს, იმირომტომ მოწინააღმდეგეებს ერთი დარტყმით,  ნაჯახის ერთი მოქნევით არასოდეს კლავდა, ამის ნაცვლად კიდურებს აჭრიდა, ჯერ ერთს, თუ კიდევ გადაწყვეტთა შებრძოლებას მოწინააღმდეგე, მეორეს და ასე გრძელდებოდა მანამ ,სანამ მოწინააღმდეგე არ აღესრულებოდა.

 

– იცი, ვწუხვარ, მამაშენის არ ვიცნობდი , მაგრამ ვფიქრობ ღირსეული ადამიანი იყო, თუმცა ასე თუ ისე დღეს ის მოკვდებოდა, ეს თავადაც კარგად იცოდა, ამიტომაც ჩამომართვა პირობა ,რომ თუ ერთ ადამიანს მაინც  ვიპოვიდი, რომელიც უდანაშაულო იყო, ციხე’ქალაქს  აგურ’აგურ არ დავშლიდი, სიტყვა მივეცი, მე კი ჩემ სიტყვას ყოველთვის ვიცავ, თუმცა მეგონა რომ ასეთი ვინმეს ნახვა შეუძლებელი იყო, მანამ, სანამ შენ არ დაგინახე – უთხრა მარია’მომ და გოგონას პასუხს დაელოდა, გოგონა დუმდა, ამიტომაც ის წინადადება შესთავაზა, რაც თავად შესთავაზეს , არჩევანი

–  ვერ წამოვალ – უთხრა გოგონამ, შემდგომ კი მარია’მოს თვალებში შეხედა – ჩემს ხალხს ვჭირდები – თქვა გოგონამ ბოლოს. ქალი გაოცდა, ამ პატარა გოგონასგან მსგავს პასუხს არ მოელოდა, პატივისცემის ნიშნად თავი დაუკრა, გვერდი აუარა, რამდენიმე საფეხური აიარა და ციხე’ქალაქის უმაღლეს შესაძლო მწვერვალზე მოექცა. მარჯვენა ხელი სახეზე მიიდო, თვალები დახუჭა, თითქოს ცდილობდა მზის სხივების სითბო შეეგრძნო. სახეზე წითელი ჭორფლები გამოესახა, გაახილა რა თვალები მიაჩერდა ბრძოლოს ველს, კისერზე მარჯვენა მხარეს , ласточка (მერცხალი) ჰქონდა დახატული, რაც ნათლობისას, მისი ნახევრად’ადამიანად მოქცევის შემდგომ დაახატვინა, თავისუფალი სულის, თავისუფლების სიმბოლოდ, თუმცა თავისუფალი იყო კი? ამდენი ვაჟკაცი მგელ’კაცი მხოლოდ იმიტომ გაწყვიტა, რომ დაავალეს და იმიტომ დაავალეს, რომ შეეძლო მათთვის წირვის გამოყვანა. – простите меня (მაპატიეთ) – ჩაილაპარაკა ქალმა , მისა და მის ზემოთ, მაღალი ღმერთის გასაგონად, კიდესთან მივიდა, მობრუნდა თვალები დახუჭა, ხელები გაშალა და გადაეშვა ციხე’ქალაქის უმაღლესი მწვერვალიდან.

 

ხალხი არ განძრეულა, ადგილზე  გაყინულები იდგნენ , ზოგი ფიქრობდა, რომ გადარჩა, მაგრამ  გაურკვევლობაში იყვნენ, რა იქნებოდა შემდგომ. ნაწილი კი იმას ფიქრობდა, რომ იგი აუცილებლად დაბრუნდებოდა ,რადგანაც ყველა უბრუნდება იმ [წყეულ] ადგილს ,რომელიც ერთ დროს ააოხრეს იმის სანახავ თუ როგორ გამოიყურებოდა შემდგომ, მაღალ კოშკთან მდგარი გოგონა კი ერთ რამეზე ფიქრობდა მხოლოდ, თუ როგორ აეხსნა ლოგინად ჩავარდნილი ბებოსთვის, ის, რომ ძმამ, ძმა მოსაკლავად გაიმეტა, გადარჩენის უშედეგო მცდელობისთვის.

 

მარია’მოს ჟღალ თმებს ჰაერის ტალღები არხევდნენ, მზის სხივები კი ისევ ირეკლავდნენ და სწორედ იმ წამს, როცა ქალის ზურგი მიწას უნდა შეხებოდა მოწითალო’მოშავო უჯრედები შემოეკრა ირგვლივ და ჰაერში გაიფანტა .

 

***

[ქეთევან დედოფალი]

 

გაახილა რა თვალები, მარია’მომ წამოდგა, გადაკვეთა წრე და ქეთოს მიუახლოვდა

– ყველაფერი დასრულა? – კითხა ქეთომ

– და შენ როგორ ფიქრობ? – უპასუხა მარია’მომ ცივად და შემდგომ დაამატა – უბრალოდ მომეცი მორიგი [წყეული] მოღალატის სახელი. ქეთო რამდენიმე წამით შეყოვნდა, შემდგომ ორად გაკეცილი ფურცელი გაუწოდა ქალს და მის რეაქციის მოლოდინში თვალებში მიაჩერდა. გახსნა რა მარია’მომ ფურცელი გაეღიმა, შემდგომ ისტერიულად გაეცინა – როგორც ჩანს, ახალი წელი ჩემთვის ნაადრევად დადგა – თქვა ქალმა მაშინ როცა, მორიგი მისი სამიზნე აღმოჩნდა მისი შეყვარებული , რომელთანაც ყველაფერი გაწყვიტა წლების წინ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ აღარ უყვარდა.

– შემიძლია წამოგყვე – უთხრა ქეთომ და მათ შორის მანძილი ერთი ნაბიჯით შეამცირა

– გმადლობ, მაგრამ ძიძა არ მჭირდება – უთხრა რა მარია’მომ ქეთოს ზურგი აქცია, წრეში დაბრუნდა მის ადგილას ჩამოჯდა, თვალები დახუჭა და ბრძოლის ველზე განსხეულდა. მარია’მოს ტუჩები მოეკუმა, ლოყები გამოეზნიქა, როცა მის მგელ’ბიჭას დაინახავდა  არ იცოდა როგორ მოიქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის წინ ათასამდე მგელ’კაცი უმოწყალოდ გაწყვიტა.

– ჯერაც აქ ხარ? – უთხრა ქეთომ და მარია’მოს გვერდით ამოუდგა

– “ძიძა არ მჭირდება” -ს მაინც რომელი ნაწილი იყო გაუგებარი?

– აქ მეგობრის სტატუსით ვარ

– შენ ხომ ექვსი მიწის მმართველი დედოფალი ხარ, ნუთუ იმაზე უკეთესი საქმე არ გაქვს, ვიდრე უყურო თუ როგორ ვასრულებ დავალებას?

– მართალი ხარ, თუმცა არ აღიარებ ,მაგრამ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და იქიდან, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ოჯახი უპირველესია, მხოლოდ მას შემდგომ მოდის სხვა ვიღაცები და რაღაცები

– გმადლობ, მეცინება კიდეც, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს სიმართლეა, მგონი თავს ვერ გავართმევ.

– მესმის, ჩვენ ხომ უკვდავები ვართ, არა? მოკვდავების შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა , ისინი ყოველთვის პოულობენ სხვა უფრო მნიშვნელოვანს, საქმეს თუ საქმეებს, რასაც მიუძღვნიან თავიანთ [საცოდავ] ცხოვრებას და რა წამს მწვერვალს მიაღწევენ მხოლოდ მაშინ მიხვდებიან რომ ,მიუხედავად იმისა, რომ ახლა იქ არიან, სადაც მთელი მათი შეგნებული ცხოვრება ცდილობდნენ მოხვედრას, ეს სულაც არაა საკმარისი თავი იგრძნო ბედნიერად, შედეგად საკუთარ  კარიერას წირავენ იმისთვის , რომ იცხოვრონ და იპოვონ ბედნიერება, ან ის წილი და ნაწილი, რაც მისგან დარჩა.

 

ისინი, მოკვდავები, მარტივად ამბობენ უარს ურთიერთობებზე, ყოველთვის იმაზე ნაკლებს თანხმდებიან ვიდრე იციან ,რომ იმსახურებენ , მიაწერენ რა ამ ყველაფერს ბედს და ფიქრობენ და იმედიც კი აქვთ , რომ მალე შეეჩვევიან ყველაფერს და გაუძლებენ დარჩენილი საცოდავ ცხოვრების მანძილზე, მაშინ, როცა ჩვენ, ყოველი ბრძოლა, გულისტკენა, იმედგაცრუება სამარადისოდ უნდა ვატაროთ თან, ისინი კი ყოველთვის გვახსენებ თავს იმ ერთეულ მომენტებში, როცა ბედნიერების წამი გვეწვევა

– ნუთუ.. აქამდე არასოდეს მიფიქრია, რომ … ალექსანდრე…

– თქვი, თქვი, ვიცი, რომ ის გიყვარდა, თან შენი მენტორი იყო

– ..გარდაცვალება იყო საჭირო იმისთვის ,რომ ჩვენ დავმეგობრებულიყავით, ყველაფერი, რაც ვიცი , მან მასწავლა

– როგორ აპირებ მის პოვნას? – კითხა ქეთომ

– სახლში თუ არ დამხვდება ბარში მივაკითხავ, ბარმენს იმ წამიდან შევუყვარდი , რაც ერთხელ გულთბილად და გულწრფელად   გავუღიმე… ხანდახან ვფიქრობ თუ რამდენად კარგად ვიქნებოდი თუ ალექსი მას მოკლავდა თავის დროზე

– ელოდებოდა თუ როდის გახდებოდა სულერთი შენთვის, რადგან თუ მაშინ გამოუყვანდა წირვას, როცა ყველაზე მეტად გიყვარდა, ის გრძნობა სამუდამოდ შეგრჩებოდა, სხვებისკენ გახედვაც კი არ მოგინდებოდა, არათუ ურთიერთობის წამოწყება მათთან, რადგანაც გარდაცვლილები იდეალურები, სრულყოფილები არიან, ასე არ არის? – უთხრა ქეთომ და ხელიდან ორი სინჯარა ამოიღო

– ერთი საწამლავია, რომელიც მალევე დაიწყებს მოქმედებას, მეორეში კი მისი გამანეიტრალებელი, თუ გადაწყვეტ რომ შენგან შორს, მაგრამ მაინც ცოცხალი გინდა რომ იყოს, შედეგად საკუთარ გრძნობებშიც გაერკვევი მის მიმართ. მარია’მომ გამოართვა ორივე სინჯარა.

– წარმატებულ ნადირობას გისურვებ – უთხრა ქეთომ თავი დაუკრა მარია’მოს, ქალმაც თავის დაკვრითვე უპასუხა, მოწითალო’მოშავო უჯრედებში გაეხვა და ჰაერში გაიფანტა.

 

***  [4]

აშკარად შემდგარი “აქტის” შემდგომ მარია’მომ მოწამლული ღვინო მიაწოდა მგელ’ბიჭს,

– You are a great beauty … A beautiful young queen men are gonna throw themselves into the fire for you my dear – უთხრა მგელ’ბიჭამ და ღვინის ჭიქა გამოართვა

– I know, thank you – უპასუხა ქალმა, მარცხენა ხელით თავისი ღვინის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, მარჯვენათი კი თმა გადაიწია ყურს უკან

კაცმა მოსვა რა ღვინო ერთ ყლუპად, ცარიელი ჭიქა კედელს მიანარცხა, შემდგომ ქალს გამოართვა მისი ჭიქა, მაგიდაზე დაუდო, თავად კი მისკენ მიიზიდა, საწოლზე უხეშად დაანარცხა, ზემოდან მოექცა და ქალს ხელები კისერში წაუჭირა, მარია’მოს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისი რაიმე სახის ფეტიში იქნებოდა, თუმცა იმედები მაშინ გაუცრუვდა, როცა კაცმა, “მაპატიე” წარმოსთქვა, ქალს სახე უეცარმა ცრემლებმა დაფარეს, წინააღმდეგობის გაწევა არც კი უფიქრია, მზად იყო მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანის მსხვერპლი გამხდარიყო, თუმცა ქალის კისერზე კაცის ხელების მძლავრი მოქმედება ნელ’ნელა მცირდებოდა, სანამ კაცი გვერდით არ გადავარდა. ” ნეხვის ნაკუწი” თქვა ქალმა, ჯიბიდან მეორე, ჯერაც გამოუყენებელი, სინჯარა ამოიღო და ბუხარში შეაგდო, ცეცხლი აგიზგიზდა და თან ფერს იცვლიდა, ქალი ამ ფერშეცვლილ ცეცხლს მიშტერებოდა, მანამ სანამ ოთახი ქეთო არ გაჩნდა

” აქაურობას მე მივალაგებ, ნაგავს გავიტან.” თქვა ქეთომ და გაშეშებულ მგელ’ბიჭს შეხედა. მარია’მოს ოთახს გასასვლელ კართან შედგა, მოტრიალდა და უკანასკნელად შეხედა მას, ვიზეც ეფიქრებოდა ყოველ დილით, გაღვიძებისას და ყოველ ღამით დაძინებისას, შეახო რა ხელი კარის სახელურს მოწითალო’მოშავო უჯრედებმა სხეული უსწრაფესად დაფარეს და ჰაერში გაფანტეს.

 

ქეთო თან უახლოვდებოდა მგელ’ბიჭას, თან ჯიბეში ეძებდა  რაღაცას, კაცს თავი წამოუჭიმა, პირი გაუღო და სინჯარიდან სითხე ჩაუსხა პირში, კაცი მალევე გამოცოცხლდა

– ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ – თქვა მგელ’ბიჭამ გაბრაზებით

– გეყოს – უპასუხა ქალმა ცივად

– იცი, მისთვის არაფერი მითქვამს ჩვენზე, ჩვენს შეთანხმებაზე, არც ერთი სიტყვა!

– ვიცი, ამიტომაცაა, რომ ჯერაც სუნთქავ

– შეთანხმების ჩემი წილი შევასრულე და იმედი მაქვს შენც შეასრულებ შენსას!

– რას ინებებ, რომელ სასახლეს, რომელ მიწას, უბრალოდ მითხარი და …

– დამცინი? ჩვენი შეთანხმება ასეთი იყო, მე უარის ვიტყოდი მასზე ,სანაცვლოდ კი შენ გაათავისუფლებდი შენი [წყეული] მარწუხებიდან და უფლებას მისცემდი ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა.

– რაც იყო, იყო, ახლა მთავარი ის არის, რომ მას ვეღარასდროს ვეღარ ნახავ!

– უბრალოდ რატომ არ მოგვცემ ერთად ყოფნის უფლებას?

– ის უკეთესს იმსახურებს, გაცილებით უკეთესს, გამოგიტირებს რამდენიმე წელში და იპოვის ღირსეულს.

– იაფასიანი ატმასკა, თან ამას შენ არ წყვეტ!

– გეშლება, უკვე გადავწყვიტე! და არ ვიცი რა გინდა რომ გითხრა

– სიმართლე, თუ შეიძლება!

– სიმართლე გაინტერესებს? განა შეგიძლია ჩაწვდე მის სიღრმეს? ბედნიერი უკვდავები უფრო მეტად ემსგავსებიან ადამიანს, ვიდრე რომელიმე სხვა დროს, ბედნიერი ადამიანები სითბოს სიყვარულს ასხივებენ და გადასცემენ ერთმანეთს, სხვებს, უსასყიდლოდ, იმის ნაცლად, რომ იბრძოლონ საკუთარი სამყაროსთვის ცდილობენ ბედნიერება იპოვონ და ისე იცხოვრონ იმ გარემოში , რომელიც ხვდათ წილად, მე კი შეუჩერებელი შეუპოვარი, დაუმარცხებელი, გულცივი, მორჩილი და ერთგული ჯალათი მჭირდება და არა ადამიანს ფერად სამყაროში მცხოვრები გოგონა ვარდისფერი სათვალით.

 

– წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდება, თუ გაიგებს რომ ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც ვერ მიიღო კუთვნილი,  ბედნიერება ჩემთან, ხარ – შენ! – თქვა კაცმა, ლოგინიდან წამოდგა ჩაცმა დაიწყო, ქეთო ახლა დაფიქრდა, რა პრობლემები იქნებოდა თუ ამას მართლაც გაიგებდა მარია’მო, ამიტომაც გადაწყვეტილება მიიღო, მიუახლოვდა კაცს , რომელიც უკვე ფეხზე იდგა და მისკენ მიმავალ ქალს უყურებდა. ქეთო მიუახლოვდა მგელ’ბიჭას და თავის ტუჩებით მის ტუჩებს წამიერად შეეხო, შემდგომ ხელის ძლიერი კვრით უკან დააბრუნა კაცი ლოგინზე

– Happiness is the one thing you queens’ can never have – უთხრა კაცმა

– სასაცილოა, უკანსაკნელი სიტყვა იმის სათქმელად დახარჯე, რაც ისედაც ვიცოდი, იცი, ორ ადამიანს მხოლოდ მაშინ შეეძლება საიდუმლოს შენახვა თუ მხოლოდ ერთი მათგანი იქნება ცოცხალი – უთხრა ქალმა და კაცს მიაშტერდა. მგელ’ბიჭამ მგლად მოქცევა მოიფიქრა, თუმცა დააგვიანდა, რამდენიმე წამში, რაც ქეთო საუბარს მორჩა, მგელ’ბიჭას სხეულს ყოველ უჯრედს ცეცხლი გაუჩნდა და კაცი წამიერად დაიფერფლა. ქალმა ნაბიჯი უკან გადადგა და იმ კარს შეხედა, სადაც მარია’მო იდგა, რამდენიმე წუთის წინ.

 

არსაიდან ქალს აჩრდილი გამოეყო, რომელმაც მისი გარდაცვლილი საქმროს, ალექსანდრეს, სახე მიიღო

– ამის გაკეთება არ იყო საჭირო, შეცდომა დაუშვი, ისინი სიყვარულის გამო დასაჯე, ისევე როგორც მე ძალიან ძალიან ადრე იაკოს მოვექეცი, ეს ზედმეტი იყო!

– ამბობს კაცი, რომელმაც  დედამიწაზე არსებულ ერთადერთ არსებას, რომელსაც შეეძლო მისთვის ზიანის მიყენება, მის შვილს, მისცა უფლება მოეკლა, უბრძოლველად! და მარტოდმარტო დავეტოვებინე ამ [წყეულ[ წყვდიადთაშორისში

– ანუ ეს შურისძიებაა?

– რაც გინდა ის დაარქვი,  I have made my sacrifice and now it’s her turn! – შეუყვირა ქალმა კაცს, შემდგომ მთელი ძალით სული შეუბერა და კაცი, მისი ქვეცნობიერის გამოძახილი, ჰაერში გაიფანტა. ქეთო ფიქრობდა, რომ ეს სწორი საქციელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეცნობიერიც კი ეწინააღმდეგებოდა და ამის საჩვენებლად მისი გარდაცვლილი საქმრო გამოუგზავნა, უბრალოდ იმედი ჰქონდა, რომ არ ცდებოდა, რომ ამას აკეთებდა რაღაც  დიდი მიზნისთვის , უფრო დიდი მიზნისთვის ვიდრე თავად  იყო, თუმცა გულის ღრმა კუნჭულში მაინც ეპარებოდა ეჭვი  მისი საქციელის სისწორეში.

[5]

მიწითალო’მოლურჯო უჯრედებით შეიმოსა და გაუჩინარდა, უკან წრეში დაბრუნდა და მარია’მოს საძებნელად წავიდა, რომელიც მალევე იპოვა  სარკის წინ,  თითქოს უკვე მიხვდა რაც მოხდებოდა – Мо, не нада – უთხრა ქალმა – თუმცა მო არ უსმენდა, სარკის წინ იდგა, სარკეში იყურებოდა და  თავს ხან ერთ ხან მეორე მხარეს გადახრიდა, მოს შეეძლო ამ ქვეყნად ყველაფერი ჰქონოდა, რასაც კი მოისურვებდა, იმ ერთადერთის გარდა, რაც ჭეშმარიტად სურდა, ამიტომაც გადაწყვიტა განთავისუფლებულიყო ამ [წყეული] შეგრძნებისგან, ის ხომ მხოლოდ სანახევროდ იყო ადამიანი, [ არა?!] უარი თქვა რა ადამიანობის მთავარ მახასიათებელზე, თანაგრძნობის უნარზე, გადალახა საზღვარი და თავადვე მოიქცა იმად, ვისაც წლების მანძილზე უმოწყალოდ ხოცავდა, ცივსისხლიან უგრძნობ ურჩხულად,  მარია’მო მიშტერებოდა სარკეს და ხედავდა, რომ  შავმა კაპილარებმა დაწყო გამოსვლა მის თეთრ კანზე, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდებოდა და მისი თავისუფლების სიმბოლო, ლასტოჩკაც  კი გადაფარა და დაამახინჯა. მისი წითური თმები ქერად მოიქცა, ლამაზი თვალები კი წყვდიადმა მოიცვა.

ქეთოს სახე მოეღრიცა, გაიაზრა რა, რომ ერთადერთი, ვისაც მასში ადამიანობის დაბრუნება შეეძლო თავად გაისტუმრა იმ ქვეყნად. ქეთო მივარდა ქალს, გულში ჩაიკა, შემდგომ მისკენ მოატრიალა და ჩასჩურჩულა – беги Мариа’Мо, беги Мо! – ქალს მხოლოდ შავი უჯრედები შემოეკრა და გაუჩინარდა.

ზეციურმა ქალღმერთებმა ნიღბების საცეკვაო საღამო მოაწყვეს იმის აღსანიშნავად, რომ საუკუნოვანი ლოდინის შემდგომ მათი ტოლი და სწორი ამ დონემდე დაეშვა და რომ, ათასწლოვანი წესების თანახმად, ახლა თავად მისი ოჯახის წევრები დაიწყებდნენ მასზე ნადირობას, როგორც, წონასწორობის დამრღვევ, სამიზნეზე

ქეთს გაეღიმა და მობრუნდა, მისი პირადი მცველი, ვერონიკა მოიხმო და მოს მოძებნა დაავალა.

– როგორი იქნება ბრძანება? – კითხა ქალმა

– kill on sight (განადგურების ბრძანება)

– kill on sight (განადგურების ბრძანება) – გაიმეორა ქალმა ბედნიერების ღიმილგადაკრულმა, როგორც იქნა მისი საქმროს მკვლელს წირვას გამოუყვანდა

 

განა ვინ შეძლებდა მარია’მოს პოვნას, თუ არა  მისი უფროსი და , ვერონიკა , რომელსაც პირადი ანგარიშიც ჰქონდა გასასწორებელი ქალთან . ვერონიკამ თავი დაუკრა ქეთევან დედოფალს,  მოწითალო’მოშავო უჯრედებით შეიმოსა და გაუჩინარდა.

soundtracks: [1]        [2]       [3]          [4]             [5] 

 

spoiler alert: მშვიდად, მშვიდად ვიპოვი გზას ეს ამბავი დავაhappyendო

facebook კომენტარები
Choose your Reaction!