ციოდა .
მას ნდომა უფრო ჯაბნიდა, ვიდრე საჭიროება და ყველაფერი აქ დასრულდა ჩემთვის.
მას დასრულება უკვე გადაწყვეტილი ქონდა, ის კი იცოდა რომ არასოდეს, არასოდეს შევეხვეწებოდი,
ციოდა,
მაგრამ ის უნდა მენახა,პირში მიმეხალა, 1000 ჯერ რომ წამოწეულიყო ჩემსკენ კიდევ ხელს ვკრავდი და ეს გაგრძელდებოდა ასე უსასრულოდ ,
არ ვნანობ ! პირიქით, როცა მართალი ვარ მიხარია კიდეც
,ეს დასასრული არც იყო, რაც არ დაწყებულა ის რანაირად დასრულდებოდა
უბრალოდ მინდოდა მეზრუნა, მომევლო, დამეცვა, ეს ხომ ჩემი მეორე პროფესიაა, ჩვევა რომელიც ხასითთში გადამივიდა 😀
ციოდა
მე არც სტატუსებს ვითხოვდი და არც მოვალეობებს ვუნაწილებდი,
ვუხსნიდი, ალბათ 13 წლის ბავშვს ვგავდი , ერთი ჩახუტებით რიმ ვერ გარკვეულა რა უნდა, საით წავიდეს , მაგრამ არა!
, ჯიუტად და გარკვევით უნდა ამეხსნა რომ არავის გამო შევცვლიდი ჩემს მისწრაფებებს, ასეც მოხდა
ციოდა
ვისაუბრეთ, საუბარი თავშივე განწირული იყო , მიზეზიც ვიცი ვერ გაამტყუნებ, ალბათ ისიც მართალია, არ შევეწინააღმდეგე, მეც ასე მერჩია,
წავიდა
თან არაფერი წაუღია, რაც არ ქონდა ვერც ვერც წაიღებდა ,მხოლოდ თავისი ნდომა ქონდა და თავისი წარმოდგენები , თვითნებურად გამოტანილი დასკვნები და ყოველდღიური , გაცვეთილი, ” დაბმის”
პრინციპები ,
რომელიც ჩემთან ჭიდილში კიდევ უფრო გაუხუნდა და გაუცვდა( თ.ტ)