ვიცი, ზუსტად ვიცი რომ ყველას გვაქვს საჩუქარი, რომლიც ჩვენს გონებას მუდამ ემახსოვრება. აი, ისეთი საჩუქარი/საჩუქრები რომ არ დაგვავიწყდება. მინდა, ჩემო მკითხველო, წამით დაფიქრდეთ სანამ ჩემს ჩანაწერს წაიკითხავდეთ და მითხრათ რა უჩუქებიათ ისეთი რაც გონებაში ყველაზე პირველი გაგახსენდათ?-მანქანა, ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი,ველოსიპედი, წიგნი, წინდები…?
ახლა კი მინდა მეც ვისაუბრო ჩემი გონების ჭუჭრუტანაში შემონახულ საჩუქრებზე. ყველაზე პირველი რაც მახსენდება ბიძაჩემს,რომას, უკავშირდება, მახსოვს მოდის ჩემს დაბადების დღეზე ხელში უჭირავს პატარა ყუთი, რომელიც ათ თეთრიანი საღეჭი რეზინების კოლოფს წააგავს. ვხსნი და მხვდება საოცრება სულ პაწაწინა ყვითელი, სათამაშო, წიწილა, თავისით რომ შეუძლია გადაადგილება, ისე მიხარია სამყარო ჩემი მგონია. მეორე საჩუქარი ჩემი მოხუცი მეზობლის,ირა ბებოს, მიერ თავისით, ღილებით აწყობილი სამაჯურია, მიყვარდა, მართლა ძლიერ მიყვარდა, ვუფრთხილდებოდი ისე როგორც ყველაზე ძვირფასს, ერთხელაც თამაშისას შემთხვევით გამოჰკრეს ხელი და ღილები ირგვლივ მიმოიფანტა, მე ბევრი ვიტირე, ის აღარ იყო, მაგრამ დღემდეა ჩემს გულში. მესამე საჩუქარი მამიკოსა და სულხანიკოსგან მახსენდება მანქანიდან რომ მეძახდნენ, ჩავდივარ და ვხედავ ლეკვს, ძლიერ შეგვაყვარა თავი მე და ჩემს ძმას, მახსოვს ჩვენს ბაქსას ზოგჯერ ვაბრაზებდით, ისე ძლიერ რომ შემდგომ ეზოში ჩასვლის გვეშინოდა, თუმცა ისეთი კეთილი გული ჰქონდა გვპატიობდა და შემდგომ ისევ ერთად ვთამაშობდით მე, ჩემი ძმა და ბაქსა. ( გაბრაზების მიზეზი ცოტა სასაცილოა, არ უყვარდა ბანაობა, მე დავუჯდებოდი გვერდით ხელთათმანებით , ის ფიქრობდა რომ ვეფერებოდი, თუმცა რეალურად შამპუნით ვქაფავდი, შემდეგ ჩემი ძმა, შავი დათვის როლის შემსრულებელი, მოვიდოდა და ყველაზე რთულ მოვალეობას საკუთარ თავზე აიღებდა, თბილ წყალს გადაავლებდა, ამ დროს ხდებოდა რაც ხდებოდა, ბაქსა ძალიან გაბრაზდებოდა და მასთან ახლოს კი არა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეზოშიც აღარ გვიშვებდა). ახლა კი ჩემი საჩუქრების სიაზე საუბარი რომ გავაგრძელო, შემდგომი რაც მახსენდება- ახალი წლის დილა გათენდა, ვიღვიძებ ბალიშის ქვეშ ხელს ვყოფ და ვპოულობ შოკოლადის კვერცხს სათამაშოთი, სიხარულით ვაღვიძებ ჩემს დას, მაგრამ ის ვერ პოულობს რამდენიმე წამი და ღონდება, ვცდილობ მოვუძებნო და უცებ მისიც ვიპოვეთ, ისე გაგვიხარდა რომ დღემდე ხშირად ვიხსენებთ ჩვენს შოკოლადის კვერცხს. (დიდხანს გვჯეროდა რომ მართლა არსებობდა თოვლის ბაბუა, ჩემი დაიკო კიდევ უფრო რომ დარწმუნებულიყო, წერილის დაწერის დროს, თოვლის ბაბუას ავტოგრაფსაც კი სთხოვდა. ჩვენი დედიკო, მამიკო, ბებია თუ მამიდაც ყველაფერს ისე ასრულებდნენ რომ ეჭვიც არ გვეპარებოდა). მე კვლავ გავარგრძელებ ჩემი საჩუქრების სიას, მახსოვს ჩვენს ბავშვობაში “მოდაში” იყო მელოდიური რვეულები, როცა გახსნიდი სხვადასხვა მელოდია ისმოდა, ერთხელაც ჩემმა დამ მიყიდა და მომიტანა, ის დღემდე მაქვს შენახული, თუმცა მელოდია აღარ უკრავს, რადგან შავი დათვის როლის შემსრულებელმა, იტირა, განაცხადა მათხოვე უნდა ვითამაშოო და გამიფუჭა. შემდგომი კვლავ ჩემს დაბადების დღეს უკავშირდება-ვიღვიძებ და მხვდება ჩემს წინ დიდი სათამაშო. ჯერ შორიდან ვუყურებ, სიხარულით, ის მომენტია როცა ვიცი რომ ჩემია, მაგრამ მერიდება მიახლოება, ბოლოს ჩემი და შემოდის და მიდასტურებს რომ მირზა ბიძიამ ჩემთვის იყიდა. (დღემდე ვუფრთხილდები და ისიც შენახული მაქვს, ზუსტად ისეთივეა დღემდე, როგორიც მაშინ). ბოლოს კი აღვნიშნავ ორ საჩუქარს, ერთი-მეგობრებისა და მამიკოს საჩუქარს, ჩემს კიკისა და მიკის(თევზებს), სულ სხვანაირი განცდა მეუფლება, როცა ვიცი რომ აკვარიუმში ჩემი საყვარელი თევზები არიან. მეორე კი ჩემი ლექტორის, ქალბატონი ნათიას, მიერ მასტერკლასზე დაპატიჟება, რომელმაც საკმაოდ დიდი ცოდნა, გამბედაობა თუ გამოცდილება შემძინა, ასევე ბლოკნოტი, რომელშიც ჩემთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს ვიწერ.
საბოლოოდ კი მოკლედ გეტყვით რატომ გადავწყვიტე მესაუბრა ჩემი საჩუქრების სიაზე. ვფიქრობ, არასოდეს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა საჩუქრის ფასს, ის შეიძლება იყოს მინიმალური თანხის, თუმცა ჩვენთვის ღირებული ადამიანების მიერ სიყვარულით გადმოცემული.
მე კი ცნობისთვის ყოველ დღე ვიღებ საჩუქარს, როცა ვიღვიძებ და ჩემს გვერდით ჩემთვის ძვირფასს ადამიანებს(ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებსა თუ უბრალოდ ნაცნობებს) ბედნიერს გხედავთ. (თქვენსგან ბევრი სხვა საჩუქარიც მახსოვს, თუმცა ყველა რომ დამეწერა წერას ვერ დავასრულებდი)
ახლა კი გულწრფელად გამიზიარეთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რა გაგახსენდათ პირველად?
