fbpx
0

ნუ იფიქრებთ უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა მხოლოდ წამალს შეიძლება ჰქონდეს. არა!-უფრო ძლიერი უკუჩვენებით ხასიათდება ზურგს უკან ჭორაობა. სხვაზე საუბარს იწყებ მაშინ როცა საკუთარი ცხოვრება არ გაქვს. ერთადერთი გრძნობა იბუდებს შენში და ეს ბოღმაა. თუ ახლა, წამით, გავაკეთებთ შედარებას კეთილსა და ბოღმიან ადამიანს შორის, მათი მთავარი განსხვავება თვალებშია. კეთილის  თვალებში იკითხება სითბო, სიყვარული, ძალა და ერთგულება. ბოღმიან ადამიანში კი რისი დანახვაც შესაძლებელია- შურია. თუმცა სიბოროტე მხოლოდ თვალებით როდი შემოიფარგლება, ის გადადის ენაზეც, თუ გესლი არ გადმოანთხვია წარმოუდგენლად ეჩვენება არსებობა ამ სამყაროში.   გიფიქრიათ ოდესმე როგორ შეუძლიათ ასე ცხოვრება ან თუ არის შესაძლებელი მათი განკურნება ბოღმისგან? გაგიმხელთ საიდუმლოს- მე გადავწყვიტე მათი მკურნალობის გზების ძიება და მგონი ვიპოვე კიდეც. მოკლედ გიამბობთ სად და როგორ აღმოვაჩინე.

       ბევრი ვიარე თუ ცოტა, გადავიარე ცხრა მთა და მივადექი ჩვენი საუკუნის საუკეთესო ექიმს, ჩემს მამიდაშვილს, ის ცხოვრებისაგან გამოცდილია. დახმარება ვთხოვე ბოღმიანი ადამიანებისათვის უფასო რეკომენდაცია გაეწია და ისიც დაუფიქრებლად დამთანხმდა. სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ მის რეცეპტს- “ჩემო ძვირფასო,ბოღმიანო, პაციენტებო სანამ რთულ სტადიაში არ გადასულა თქვენი მდგომარეობა დაივიწყეთ სხვისი გაკიცხვა და ნურასოდეს გაიხარებთ მათი უბედურებით. დილა აუცილებლად ღიმილითა და ადამიანების შეყვარებით დაიწყეთ…”  

    სახლიდან გამოსვლისას , როცა კარი უნდა გამომეხურა ჩვენმა საუკეთესო ექიმმა თან დაამატა და მითხრა: არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ რომ ბოღმიანი ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი, არა ის სხვასთან ერთად საკუთარ თავსაც ანადგურებს…

     მე კი, როგორც გამოუცდელი ექიმი, გირჩევთ სამყაროში ყველასა და ყველაფრისგან ცუდს კი ნუ ეძებეთ, არამედ სიკეთე დათესეთ, რათა ამ ცხოვრებაში თუ ვერა იმ ცხოვრებაში მაინც მოიმკოთ.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!