შენამდე არ მოსული წერილები #1

0

  არვიცი საიდან დავიწყო, იმდენი რამ დამიგროვდა…    ერთი თვეა არ მინახიხარ და შენი ხმა არ გამიგია. ისე მომენატრე…   მადლობა მინდა გითხრა, იმიტომ, რომ დამაფიქრე ძალიან ბევრ საკითხზე და ამის საშუალებით რეალისტი გავხდი. მადლობა, რომ მასწავლე სიყვარული, მონატრება, საკუთარი თავის ფასი, მასწავლე როგორია იმედგაცრუება, წყენა, ნდობა, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, შეცვლა სხვის გამო, პატიება, ასევე ისისც მასწავლე რომ საყვარელ ადამიანებზე ვერ გაბრაზდები, რაც არ უნდა დააშაონ. შეცდომას გააზრებულად დაუშვებ და არ ინანებ-ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა…    მეგონა ვერავინ შეძლებდა ამას, მაგრამ გილოცავ შენ ეს შეძელი, შეძელი ის რაც აქამდე ვერავინ შეძლო, შეძელი და გამოგივიდა კიდეც იმაზე კარგად, ვიდრე გეგმავდი, გადავაბიჯე სიამაყეს, მოგეცი შანსი, შეგიყვარე, გენდე, გაპატიე…შეძელი, ჩემი ცივი გული გაგეთბო, თავი შემაყვარე და “მიმაგდე”, გამამწარე ისე როგორც არასდროს, მაგრამ მე სულელმა ისიც ვერ შევძელი მწყენოდა და ესეც გაპატიე….    ვნატრობ სადმე დაგინახო და წამით მაინც გავიგო შენი ხმა, შენი 1 ღიმილისთვის რას არ ვიზამდი.    ვინატრე და ამისრულდი. ვინატრე ვყვარებოდი იმ ადამიანს ვინც საკუთარ თავს მერჩია, მადლობა ამისთვის.    გავიზარდე, შენთან ყოფნამ შემცვალა, თამამი გავხდი. შევიცვალე და ბევრ რამეს მივხვდი, ახლა უკვე ვიცი რომ არასდროს უნდა ენდო ასე მარტივად, რომ არავინ უნდა შეიყვარო საკუთარ თავზე მეტად, თორემ მერე ძალიან გაგიჭირდება.    რა მოხდებოდა ასე არ მომქცეოდი?! ასეთი სასტიკი არ უნდა იყოს ადამიანი, ასე არ უნდა გაგემწარებინე. ვფიქრობ, ეს არ დამიმსახურებია. მაგრამ ამ ყველაფერმა იმდენი რამ მასწავლა, მაინც მადლობელი ვარ, იმისთვისაც კი, რომ ასე მომექეცი, მაინც ძალიან მიყვარხარ და მენატრები…    მადლობა რომ არსებობ, ახლა ჩემთვის ესეც საკმარისია… 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving