მოგონებები შემომრჩა შენზე ყოველი დღის ყოველი წამი მათი გახსენებით იწყება და მთავრდება
მეუბნებიან მოვა დრო და დაგავიწყდება ყველა წვრილმანი მის შესახებ…
ყოველ დღე ვცდილობ ჩემში დილიდან გაღვიძებული წარსული გავანადგურო თუმცა ამაოდ..
ვცდილობ დაგივიწყო და სხვა შემოვუშვა ჩემში თუმცდა პირველივე ცდაზე მრცხვენია საკუთარი თავის რომ საერთოდ ვფიქრობ ამაზე
როგორ მეზიზღები ასეთად რომ ვიქეცი ჩვენი სატანური სიყვარულის ხარჯზე
შენი დამსახურებაა ყველა მოკრძალება რაც ჩემს თავს შევატენე
შენი დამსახუებაა ყველაფერი რაც უნდა მახარებდეს მაგრამ აღარ მახარებს..
როდისმე გამოხვალ იმ დამპალი საკნიდან
შენს გამო დავდგები კარებთან მოშორებით დაგელოდები და ვუყურებ როგორ მოვა სხვა შენს საკოცნელად
რომელმაც სულ რაღაც 1 კვირა თითქოს იდარდა შენზე..
მაგრამ სულ პატარა რაღაც გამოგრჩა და დაგავიწყდა ჩემო გველხოკერა
შენს ადამიანს ჩემი ადამიანი სუროსავით შემოეხვია!
მე არავინ არ ვარ შენთვის. მაგრამ მე ყველაფერი ვარ შენთვის.
ბოლოს მარტო მე მიყვარხარ გველხოკერა.
მ.ხასია
