fbpx

იმედების სასაფლაო

0

დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში ფეხით, როდესაც გზად სასაფლაო შემხვდა. შევხედე და გამაოცა, არ გავდა ჩვეულებრივს. გარედან მაღალი სვეტები იყვნენ აღმართული და შიგნით რა ხდებოდა არ ჩანდა. ჩემს მხარეში ამგვარ კარებს ნაკლებად იყენებენ, მეც ინტერესმა მძლია და კარი დიდი გაბრძოლების შედეგად გავაღე.

შესვლისთანავე მეუცნაურა სივრცე, ბილიკი და შემეშინდა კიდეც, თუმცა იმდენად საინტერესო ჩანდა, ცხოველურმა სურვილმა ამიტაცა და ბილიკს უშიშრად გავუყევი. მალევე ჩემი ყურადღება არაჩვეულებრივმა, ოქორსფერმა ნათებამ მიიპყრო, დიადი იყო იგი და ძალაუფლება ეწერა, თურმე სურვილი ყოფილა კაცის საუკეთესო მწერალი ყოფილიყო, თუმცა ხელი მოსცარვია.

ხუთი ნაბიჯის შემდეგ შემხვდა ვარდისფერი და წითელი სინათლე, ეს ყოფილა ოცნება ქალის ყოფილიყო ბედნიერი და პატივცემული, თუმცა მასაც იმედი დაკარგვია და საშუალო სიმაღლის სვეტს ჩრდილი არ უჩანდა. ისევ რამდენიმე ნაბიჯში საოცრად თეთრი სინათლე შემხვდა, თვალისმომჭრელი და დამაბრმავებელი, შევხედე და ამ დიადი სვეტის უკანაც არ იყო ჩრდილი. ეს ყოფილა ოცნება ადამიანის, რომელსაც უნდოდა ღმერთთან მიახლოვებულიყო, მისი ნაწილი ყოფილიყო, თუმცა არ გამოსვლია, მისსავე სიმცირეს ვერ მოერია.

მრავალი სვეტი იყო ასეთი, ყველა სხვადასხვა ფერისა და მნიშვნელობის.

გული შემეკუმშა, თვალებიდან ჩემდაუნებურად ცრემლები გადმომცვივდა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ტირილით გული ვიჯერე, წამოვდექი და თან იქვე ჩემი იმედები დავტოვე.

გამოსვლისას კარებზე შევამჩნიე, მცირე ასოებით ნაწერი ტექსტი:

“რა ლამაზია ადამიანი, ყველა მისი ადამიანური ტკივილით”.

გულში სითბო ჩამეღვარა, სახეზე ღიმილი აღმებეჭდა და ტვირGისგან განთავისუფლებულია დავტოვე იმედების სასაფლაო.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!