დღეს სიმწვანეში,სითბოში, გამეპარა ჟანგისფერი სიცივე.
ნაცრისფერი ბინდით, ქარმა აყარა ჩემში წარსულის ფიქრები,წარსულის ნათელი დღეები,რომლებიც შენს ნაჩუქარ წითელ ზარდახშაში მქონდა ჩალაგებული.
იმ დღეს ნაპოვნი მინდვრის ნაკლოვანი ყვავილიც,ქაღალდებს შორის მაქვს მოქცეული და ყოველდღე მახსენდები.
რატომ მახსენდები ასე?
თითქოს სადღაც უსუსურად მელოდები,
თითქოს დახმარებას ელოდები ,
რომელიც მხოლოდ მე შემიძლია.
გავექეცი წარსულს და დაგტოვე მარტო,
როგორ მახსოვს შენი იმედიანი თვალები ჩემო მეოცნებე,
როგორ მახსოვს ჩემი დამპალი ფიქრები რომლებმაც ეგ თვალები უარყო და მიგატოვე.
დაღად დამატყო წარსულმა შენი სიყვარული.
ნამიან ბალახზე დაკრეფილი გვირილები წამართვეს ისევ.
შენი თავი წამართვეს ისევ.
დღეს 30 წელი გავიდა.
რამდენ დროს გაურბენია,
რამდენი წელი გასულა,
თურმე რამდენად მყვარებიხარ ჩემო მეოცნებე.
მ.ხასია
