***

         სახლში ვარ და ცხოვრებაზე ვფიქრობ,ფილოსოფიურ შეკითხვებს ვსვამ,თან წითელ ღვინოს ვუწრუპუნებ.რაღაცას ვეძებ,რაღაც ისეთს,რომელიც სულ თან დამდევს და დამყვება,ბავშვობიდან.მგონი ვიპოვე,მაგრამ არა ეს არ არის,მე უფრო შინაური მახსოვს უფრო ლაღი და ბავშვური.ჩემს ცხოვრებას გადავავლე თვალი და მივხვდი,რომ არაფერს აქვს ფასი, გარდა ყველაფრისა,იმდენად ჩავიკეტე და დავითრგუნე,რომ ვერაფერს გეტყვით,ისეთს რაც გაგაოცებთ.უბრალოდ მინდა თქვენთან ერთად ვიპოვო ის, რასაც ვეძებ.შუა ძებნის პროცესში,გაცრეცილი ფურცელი ვიპოვე,ზედ ჩემი ბავშვობა ეწერა,მაგრამ ვცდები,გაცრეცილი ფურცელი კი არა მოგონება ყოფილა,მოგონება.აი ისეთი მოგონება გულს,რომ გიცოცხლებს და სახეზე ისეთ ღიმილს ჰგგვრის,რომ მასზე შენც არ გიფიქრია,უბრალოდ მოდის,მოგონებას მოაქვს და არ იცი უნდა იცინო თუ იტირო,მაგრამ ბოლოს მაინც ღიმილზე მიდგება ხოლმე საქმე.ჩემთვის ყოველთვის ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი,ყველაფერი.ყველაფერი თუ არ გაქვს,მაშინ არაფერი გქონია,ოქროს შუალედი არ არსებობს.როგორც დიდებული სერსეი ლანისტერი იტყოდა: „სამეფო კარის თამაშებში,ან იმარჯვებ ან კვდები,შუალედი არ არსებობს“,სწორედ ასეა ცხოვრება და ასე იქნება სულ.ამ ბოლო დროს წლების გარბენაზე,ჩემი რექცია ჩამომიყალიბდა,თან ვწუხვარ,თან მიხარია,მაგრამ ბოლოს მაინც ღიმილზე მიდგება საქმე,ღიმილზე.მომავალ გეგმებზე ვფიქრობ,სისულელეა.ყველას ცხოვრება ოცნებაში დალაგებულია,თითქმის წმინდა,მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება,ან თავს იკლავ – ან რაღაცას შვრები(რაღაცას,ცუდს.),მაგრამ არ ვეპუები,ისევ ისე მინდა,როგორც ოცნებებში,ისევ ისე მინდა,როგორც დაძინებამდე მოსულ წმინდა ფიქრებში,ისევ ისე მინდა,როგორც მინდა და მსურს.და ასე იქნება,იქნება კიდეც.მგონი ვიპოვე,გული ამიჩქარდა,ფეხის ტერფის გულები მტკივა,თვალებში ზღვა ჩამიდგა,მუცელი ამტკივდა და წრიახი დაიწყო,არა ეს ის არ არის,რასაც თქვენთან ერთად ვეძებდი,ოხ ეს ფაღარათი.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!