გიფიქრიათ ოდესმე რომელი გრძნობა უფრო ძლიერია-გამარჯვების შედეგად მიღებული ბედნიერების თუ მარცხის შედეგად მიღებული უბედურების?
მინდა ერთი წამით წარმოიდგინოთ თითქოს გაიმარჯვეთ, მიზანს მიაღწიეთ, წარმოუდგენელი ოცნებებიც აისრულეთ, როგორია განცდები, რას გრძნობთ? ასეთ დროს ადამიანებს მეტად გვიყვარდება საკუთარი თავი, სიამაყეც გვემატება და, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამპარტავნებაშიც კი გადაგვდის. გამარჯვებულები აღვნიშნავთ, რომ ჩვენი წარმატება საკუთარმა შრომამ მოიტანა.
ახლა კი ერთი წამი დაუთმეთ იმაზე ფიქრს, როცა მოულოდნელად დამარცხდით, ოცნებები, რაც გქონდათ გაქრა, მიზნის მიღწევა კი შეუძლებლად გექცათ. ასეთ დროს მთელი სხეული თითქოს დუნდება, ყველაფერი გტკივა, განიცდი, ემოციებს გამოხატავ-ტირილით, მარტოობით, ყვირილით ან კიდევ სხვა მრავალი. წარუმატებლობას ხშირ შემთხვევაში უიღბლობას მივაწერთ.
ახლა კი როცა უკვე წარმოიდგინეთ ერთიც და მეორეც, გაგიმეორებთ კითხვას და დაფიქრდით თქვენი აზრით, რომელი გრძნობა უფრო ძლიერია გამარჯვების შედეგად მიღებული ბედნიერების თუ მარცხის შედეგად მიღებული უბედურების?
მეც მაქვს ჩემი მოსაზრება და ის ასეთია: სრულებით ვეთანხმები რომ მარცხი ანადგურებს ადამიანს, დიახ, ის გვიკლავს მომავლის იმედებს და არ არის გამორიცხული რომ მარცხის შედეგად მიღებული უბედურების გრძნობა უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე გამარჯვების შედეგად მიღებული ბედნიერების, თუმცა გამარჯვება ნაკლებად საინტერესო გახდებოდა თუ მარცხის ფასი არ გვეცოდინებოდა, არც შრომა არ მოგვიწევდა მიზნის მიღწევისათვის და ალბათ, სურვილები თუ ოცნებებიც ნაკლებად გვექნებოდა. (საბოლოოდ კი შემიძლია ვთქვა, ჩემი ხედვით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც აქვს როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი).
