10 საათი ხდება. ჩემი გამოცდის დროა, ვნერვიულობ, წინ მხოლოდ რამდენიმე წუთი მრჩება მე კი ავტობუსში ვარ და აი ავტობუსიც ჩერდება. საზოგადოების ნაწილი ჩამოდის, მათ შორის მეც. ვუახლოვდები შუქნიშანს და ველოდები ფეხით მოსიარულეთა შუქი მწვანედ განათდეს რომ შევძლო გზის მეორე მხარეს გადასვლა, სწორედ ამ დროს მიახლოვდება მოხუცი კაცი ხელჯოხით, დახმარებას მთხოვს, სწრაფად ვიღებ ჩანთიდან საფულეს და ვიწყებ თანხის ძებნას, ამ დროს ირთვება შუქნიშანიც ჩემი წასვლის დროა, ეს მოხუცი ჩემს ხელს უყურებს, მაგრამ არა-თანხას, ჯერ ხელით მანიშნებს, შემდეგ კი მთხოვს მივაწოდო ბოთლით წყალი რომელიც მიჭირავს, ავნერვიულდი რადგან რამდენიმე წუთის წინ წყლის ნაწილი უკვე მე დავლიე, რასაკვირველია, ვეუბნები რომ მე ეს დავლიე და თან ირგვლივ ვიყურები სად შევძლებ წყლის ყიდვას, სწორედ ამ დროს იღებს ჩემს წყალს, იღიმის და მპასუხობს-არაუშავს. დავიბენი არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, თანხას ვიღებ და ვაწვდი, თუმცა ის არ მართმევს, ვთხოვ სწრაფად გამომართვას, მაგრამ მთელი ყურადღება წყლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, ძალით ვაწვდი და გადავდივარ საპირისპირო მხარეს.
შემდეგ კი ვიწყებ ფიქრს თუ რა მოხდა ჩემს ირგვლივ ამ რამდენიმე წამის განმავლობაში, დღემდე ეს ფიქრები თან დამყვება როცა მაღაზიაში წყლის საყიდლად შევდივარ, ყოველთვის წარმოვიდგენ მაშინ იმ მოხუც მომღიმარ ბაბუას და ვხვდები რომ ბევრისათვის ბედნიერების მიზეზი სულ მცირედიც კი არის.
ჩემს მიერ მონათხრობი ისტორია რამდენიმე წამში მოხდა, თუმცა ჩემს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა…
