ვიღვიძებ, დღის 3 საათია. შუადღის ძილი ჩვეულებრივი ამბავია. ყოველდღიური რუტინის ნაწილია რომელიც დილას 9 საათზე იწყება. ყავა მშიერ კუჭზე(მეტი ეფექტისთვის) და ეპიკური მუსიკა სანამ ყავის ზემოქმედების ქვეშაა ორგანიზმი. ყავის მოქმედების გასვლასთან და უკუეფექტის მაქსიმალურად ჩახშობისთვის წესრიგის მოყვანა ოთახში(ლოგინის გასწორება, ტანსაცმლის დაკეცვა…) გაწელვები, ვარჯიში და აბაზანა. ახლა კი 12 საათისკენ შეგვიძლია საუზმეც მივირთვათ და მოთენთილი მდგომარეობაში დილის ინტენსიური რუტინის და საუზმის ზემოქმედებით რამდენიმე საათიან ენერგიის აღმგენელ ძილს მივეცეთ.
ახლა კი უკვე დაახლოებით 3 საათია. თვალს ვახელ და ვგრძნობ დასვენებულ და აღდგენილ სხეულს, იმავდროულად ნეგატიური ფიქრები ცდილობენ შეაღწიონ ჩემს (ჩემი აზრით) საკმაოდ მჭიდრო აბჯარში და შექმნან ქაოსი. იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის, ან ფიქრები გაიმარჯვებენ და შემიქნიან ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობას, ან მე მათ დავამარცხებ ჩემი სულიერებით და არ მივცემ საშუალებას მივიღო ეს ფიქრები სერიოზულად და მივცე საშუალება თავი გაიმყარონ.
ფიქრები
ფიქრები წინა დღეს განვლილ დღეზე, ურთიერთობებზე, აუხდენელ მოლოდინებზე, მისწრაფებებზე და იმედგაცრუებებზე. იმედზე რომ შემდეგში ყველაფერი უკეთესად გამოვა. დაუსრულებელი ფიქრი ერთი და იგივე სურათის თუ სიტუაციის. 10 ჯერ რომ ერთი და იგივე სერიას უყუროთ ალბათ შეიძლება ჭკუიდან შეშლა. რომელი ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანი მოისურვებს ერთი და იგივე სერიის 10 ჯერ და მეტჯერ ყურებას?! ამ დაუსრულებელი და განმეორებადი ციკლების მოწმედ ყოფნაშიც გავიდა მომდევნო სამი საათიც.
ამასობაში მოვიდა 6 საათი და დროა ტანგოს წრეზე წასვლის. დიახ ტანგო! ცოტა მოულოდნელი იყო ამის გაგონება თქვენთვის, ისევე როგორც ჩემთვის ამის წერა.
ტანგო
რა არის ტანგო? ფილმებიდან ყველას აქვს ნანახი ქალის და კაცის ცეკვა რომანტიკით და სიყვარულით აღსავსე. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ეს არ არის უბრალოდ ცეკვა! ტანგო მოითხოვს საკუთარის სხეულის კარგად შესწავლას. ყურადღების გადატანას გონებიდან სხეულის ნაწილებზე ეს კი თავისთავად გვაიძულებს გონებიდან გამოსვლას და გრძნობის ორგანოებზე ყურადღების გამახვილებას რაც თავისთავად შვების მომტანია(მედიტაციის მთავარი პრინციპი იგივეა).
ტანგო ში ყოყმანის და ფიქრის დრო არ არის.
ტანგოთი იცნობ ადამიანს უფრო სიღრმისეულად.
ტანგოს შეუძლია შექმნას მჭიდრო კავშირი ორ ადამიანს შორის.
ტანგო გაძლევს საშუალებას კომუნიკაცია უფრო მაღალ დონეზე აიყვანო(არავერბალურად).
კაცის და ქალის საერთო ჩაფლულობა ერთ აქტივობაში ქმნის ამ უხილავ კავშირს და სულიერი სისრულეს სხვა ადამიანთან.
ტანგო – კრეატიულობის გამოხატვის საშუალება.
გზაში მუცელში პეპლების შეგრძნება. სასიამოვნო და უსიამოვნო ერთდროულად. შიში და სიხარული ერთმანეთში აღრეული. აჩქარებული სუნთქვა და ხელის კანკალი. მოლოდინი იმისა რომ ვიღაცა გახდება შენი სიყვარული და შენ გახდები ვიღაცის სიყვარული ცეკვისას. გრძელდება იქამდე სანამ პირველ ადამიანთან შეხვალ დიალოგში და მალევე დაიწყება ვარჯიში. აქ უკვე ახალი შეგრძნებები ანაცვლებს წინებს, ის რაზეც მაღლა ვისაუბრე.
დაახლოებით 7 საათია. უკვე თითქმის ყველა სტუდენტი მოვიდა. და აი ისიც გამოჩნდა… ის, ვინც ვფიქრობ რომ…
პირველი ნაწილის დასასრული…
