მეგობარდაკარგული შენ იყავი.
მდუმარება და სიბნელე.რა გინდოდა, რატომ იყავი ?სწორედ იმიტომ, რომ სიბნელესა და სიჩუმეში უფრო კარგად და ნათლად გამოხატავდი, გამოკვეთდი შენს აზრებს, შენს სურვილებს, შენს მისწრაფებებს…გიჭირდა.უფრო და უფრო გიმძიმდა ეს ფაქტი.გტკიოდა.სულ უფრო გტკიოდა.შენ იცოდი, რომ მას აღარაფერი ეშველებოდა.იცოდი, რომ მას ვეღარასოდეს ნახავდი.იცოდი, კარგად იცოდი, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი ილუზია იყო, რადგან მხოლოდ ილუზიაში თუ შეძლებდი ან დაუშვებდი შენ ვინმე დაგეკარგა.შენთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანი იყო.შენ ყველა ადამიანი გიყვარდა.შენ ყველა გიხაროდა.შენ ყველა გაბედნიერებდა.
ამის მერე …. როგორ დაუშვებდი, შენ ვინმეს დაკარგვას ?
შედეგი?
შედეგი ის იყო რომ შეეჩვიე მეგობრის დაკარგვას.შეეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას.შეეჩვიე მის გარეშე არსებობას.შეეჩვიე მის გარეშე სუნთქვას.შეეჩვიე… ყველაფერს შეეჩვიე…შენ ადამიანი ხარ. ჩვეულებრივი მოკვდავი. ადამიაებს კი ეს შეუძლიათ. შეჩვევა ყველაზე ადვილად შეუძლიათ.განსხვავება ისაა, რომ მხოლოდ მას აღარ ეშველება არაფერი ვინც დაგვტოვა და წავიდა.მაგრამ შენ…შენ აგრძელებ ცხოვრებას.ტკივილში ცხოვრებას აგრძელებ.მონატრებაში ცხოვრებას აგრძელებ.მოგონებებში ცხოვრებას აგრძელებ.ბედნიერ ცხოვრებასაც აგრძელებ.ეს ექსპონატები შენი ცხოვრებაა, შენი წარსულია.დაინახე. კარგად დაინახე.თითოეულს კარგად შეხედე და პირიქით თვალი არ აარიდო. თვალი გაუსწორე, დაინახე, შეიგრძენი, განიცადე…?თუ გეტკინება, გეტკინოს… თუ გეწყინება გეწყინოს… გაგეხარდება ? გაგეხარდეს…
სხვანაირად ცხოვრებას ვერ ისწავლი…
სხვანაირად ეს ექსპონატები არ გამრავლდებიან…
და შენ იქნები მათ წინ.იდგები ყოველთვის… შეიძლება გამრავლდნენ,მაგრამ არ შეგეშინდეს. შენ შეეჩვევი. შენ ადამიანი ხარ. ყველაფერს შეეჩვევი. არ დაგავიწყდეს…
ახლა კი გადი… გადი, რადგან აღარ დაინახო ეს ექსპონატები. ამდენი ტანჯვაც არ შეიძლება.ყველაფერი კარგად იქნება.შენ ადამიანი ხარ.არ დაგავიწყდეს.