აიდა (ნაწილი 1 / თავი 1)

Comments

თითქოს გარდავისახე. ქვეყანას მოვევლინე. სიბნელიდან სინათლეში გადასვლა არც ისეთი სასიამოვნო იყო, მაგრამ დედის ხმასიმღერად ჩამესმოდა ყურში, იმ სიმღერად,რომელსაც ხშირად მიმღეროდა დედა ჩემი მუცლად ყოფნისას. თვალებს ვერ ვახელდი, არადა ისეთი ძლიერი სურვილი მქონდა ამ მშვენიერი ხმის პატრონი გამეცნო. მისი შეხება ისეთი სასიამოვნო იყო, მეგონა დედამიწაზე კი არა ღმერთების სამფლობელოში ამოვყავი თავი. დრო ისე უცებ მიიწევდა წინ, ჩვენი საყვარელი ალაჰის წყალობით ჩემი ცხოვრების ოთხმა წელმა სულ მალე განვლო. თავიდანვე ლამაზი ბავშვი ვიყავი, გრძელი შავი და ტალღოვანი თმა მქონდა, მაგრამ დედა ყოველთვის უკან მიკრავდა კუდად, რადგან ჩვენი რელიგია ასე მოითხოვდა. პატარაობიდანვე ცნობის მოყვარე ვიყავი, ოღონდ არა საშინაო საქმის არამედ მამაჩემის და ჩემი ძმის საქმეებით ვინტერესდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი შეძლებული კაცი იყო და ფული არასოდეს გვიჭირდა, მის ერთ- ერთ გასართობს სიმებიანი ინსტრუმენტების გაკეთება წარმოადგენდა, ხოდა იჯდა ხოლმე ასე კვირაში ორი- სამი დღე ჩვენს პატარა სახელოსნოში და აკეთებდა არფებს და ლირებს. არასდროს გამოვუგდივარ სახელოსნოდან და მეც მეტი რა მინდოდა, რბილად ვიჯექი ნახერხისგან შეკერილ ბალიშზე და მამაჩემს ბედნიერი შევცქეროდი. დედამ ლირაზე დაკვრა მასწავლა და იმის მერე ყურების გარდა მამაჩემს მუსიკით ვართობდი. ჩემი უფროსი ძმა, აჰმედი ცხენებით იყო გატაცებული. ჩემი დაბადებისთანავე განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ისეთი როგორიც სხვა და- ძმას არ ჰქონია და ამიტომ ყველას უკვირდა ჩვენი შეხმატკბილებულობა. ჩვენი მეზობელი აიშე სულ დალილავებული თვალით დადიოდა, ან ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ან ხელი მოტეხილი, მაშინ ვერ ვხვდებოდი და ახლა ვაანალიზებ, რომ აიშეს ძმა და მამა სცემდა დაუმორჩილებლობის გამო. ჩემთვის კი არც ერთს დაურტყამს ხელი, მხოლოდ დედა წამითაქებდა ხოლმე ან ყურს ამიწევდა საჭმელში ბევრი მარილი თუ მომივიდოდა, ან კიდევ ჭურჭლის რეცხვის დროს ჭიქა თუ გამიტყდებოდა, ჩემი მოუხელთებლობის გამო. რაც არ უნდა დაევალებინა დედას ჩემთვის, რაც არ უნდა საქმე მქონოდა სახლში, გული მაინც გარეთ მიმიწევდა, აჰმედთან და მის თეთრფაფარა ,, საბაჰ ალხერ„ თან (არაბ. დილა მშვიდობისა). როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდით მე და ჩემი ძმა მაშინვე საჯირითოდ მივდიოდით, უკან შემომისვამდა და ასე მივაქროლებდით საბაჰ ალხერს უდაბნოს ცხელ მიწებში. 

ჩემი ბავშვობა მალე დასრულდა. ათი წლის ვიყავი, დედაჩემს ბიჭი რომ ეყოლა. აზათი, რომელსაც ბიძაჩემის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი, მე მომაბარეს გასაზრდელად და მეც იძულებული ვიყავი ცოტახნით გვერძე გამეწია ჩემი მისწრაფებები. ერთი წლის შემდეგ დედას კიდევ ერთი გოგონა ეყოლათ, გავარას დაბადებამ იმხელა ბედნიერება მომიტანა, ვიფიქრე როგორც იქნა მესაიდუმლე გამიჩნდა მეთქი, მაგრამ მისი დაბადებით ჩემი თავისუფლება უფრო მეტად შეიზღუდა, მაგრამ ამაზე არ ვჩიოდი, პირიქით პატარებზე მზე და ისინიც ყოველთვის დიდი სიყვარულით შემომყურებდნენ.

თხუთმეტი წლის ასაკში უკვე ყმაწვილქალი ვიყავი. ქუჩაში გასვლისას სოფლის ბიჭობა თვალს მაყოლებდა და მამაჩემთან ჩემი ხელის სათხოვნელად ყოველდღე მოდიოდნენ, მაგრამ ის მტკიცე უარზე იყო, რადგან არ უნდოდა ვინმე ღარიბზე მივეთხოვებინე. ერთ დღეს, როცა დასაძინებლად დავაწვინე ჩემი პატარა და- ძმა და მეც უკვე დასაწოლად ვემზადებოდი, მამამ დამიძახა და სამზარეულოში მიმიხმო. შალი მოვიხვიე და გავედი. პატარა, მრგვალ მაგიდასთან დედა, მამა და აჰმედი ისხდნენ, წინ ჩაის ფინჯნებით. მამამ ძირს დაგდებულ ბალიშზე მიმითითა, დედამ ჩაი დამისხა, დავჯექი თუ არა დედამ მაშინვე დაიწყო.

  • ჩემო ლამაზო გოგო, ჩემო აიდა, ალაჰის საჩუქარო, რა კარგია, რომ ჩემი შვილი ხარ.
  • მეც მიხარია, რომ შენი შვილი ვარ,დედა.
  • ჩემო შვილო, – განაგრძო მამამ, – უკვე დიდი გოგონა ხარ, შენი ასაკის გოგონებს შენი შურთ, ბიჭები კი თვალს ვერ გწყვეტენ. მითხარი, ჩემო მარგალიტო, რას ფიქრობ ამაზე?
  • რაზე, მამი?
  • იმაზე, რომ შენი გათხოვების დრო მოდის, – განაგრძო დედამ,-  უკვე გაიზარდე, რამდენიმე თვეში 16 წლის ხდები და მამაშენს ვინმესთვის უარის თქმის უფლება აღარ ექნება. აქამდე შენ ასაკს ვიმიზეზებდით, ახლა კი… შვილო, ხომ ხვდები არა?
  • კიი ვხვდები, დედა, მაგრამ მე ჯერ გათხოვება არ მინდა.
  • ჩვენ გვინდა რომ ბედნიერი იყო, დაო, – ხელი ხელზე მომიჭირა აჰმედმა და სიყვარულით სავსე ყავისფერი თვალები შემომანათა,- მხოლოდ იის, რომ გაგათხოვოთ და მორჩა, არ გვინდა, გვინდა კარგ ოჯახში მოხვდე, ისეთ ადამიანთან იცხოვრო, რომელსაც შენ ეყვარები და არა შენი მზითვები. ყველამ იცის, რომ გათხოვების შემდეგ ბევრ ძვირფას ნივთს წაიღებ საჩუქრად, ოქროსა და ვერცხლს, დედა კი ოქრო- ვერცხლით მოქარგულ კაბებს და ძვირფას ქსოვილებს გაგატანს. მითხარი, ვინ იტყვის ამ ყველაფერზე უარს?! ცოლად მოგიყვანს, საწადელს მიაღწევს და გამოგიშვებს, შენც კარგად იცი, რომ ჩვენს სოფელში ქალებს სიტყვის თავისუფლება არ აქვთ. დაო, – ჩემკენ გადმოიხარა და ჩემი ორივე ხელი თავის ხელებში მოიქცია, – ჩემო ძვირფასო დაიკო, შენ მეტი ძვირფასი მე არავინ მყავს, გავარა ჯერ პატარაა და მასზე ისე ვერ ვფიქრობ, როგორც ახლა შენზე, მაგრამ ორივე სიცოცხლეს მირჩევნიხართ. დრო მოვიდა, პატარა აღარ ხარ, ასაკი რომ მოგემატება მით უფრო გაგიჭირდება გათხოვება. აღარავინ წაგიყვანს და ჩვენი ოჯახიც შერცხვება,-თვალები ამიცრემლიანდა, მივხვდი რომ ვერაფერს გავხდებოდი, ეს იყო ჩვენი სოფლის, ჩვენი ადათის დაუწერელი კანონები. მინდოდა თუ არა, მაინც უნდა გავთხოვილიყავი და ამას ვერ შევცვლიდი, ეს იყო ჩემი ბედი. ყელში გაჩხერილი უხილავი ბურთი ძლივს გადავყლაპე, აჰმედს ცალი ხელი გამოვართვი და ცრემლები მოვიწმინდე. მათ მოღიმარ სახეებს რომ შევხედე მივხვდი, მამაჩემს უკვე აერჩია ვიღაც. ვიღაც ვისაც არ ვიცნობდი, ვიღაც ვინც ჩემი ჯალათი გახდებოდა. 
  • მე… მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი არსებობით. ალაჰს მადლობას ვუხდი ამისთვის, ძალიან მიყვარხართ ყველანი. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ისე არ მექცევით, როგორც ჩემს თანატოლ გოგონებს ექცევიან სახლში. მე ბედნიერი ვარ თქვენით, მაგრამ, მამა, არ მინდა გათხოვება. მეშინია. მეშინია, რომ აიშესნაირი ქმარი შემხვდება. არ მინდა, მამა, გთხოოვ.
  • შენთვის ხელი არასდროს დაგვიკარებია და არც არასდროს დაგაკარებთ. შენ ჩემი მარგალიტი ხარ და მე მამაშენი ვარ. შენ ხარ ალაჰის საჩუქარი, ტყუილად კი არ დაგარქვით სახელი, აიდა?! ეს საჩუქარს ნიშნავს ღვთისგან ბოძებულს. შენ ჩვენი საჩუქარი ხარ, ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი, მაგრამ ადათი თავისას მოითხოვს, არ შეიძლება ის გააკეთო რაც შენ გინდა.
  • მისმინე, შვილო, ნუ ტირი. აიშეს ნაირი ქმარი არ გეყოლება, მამაშენი კარგ ახალგაზრდას იპოვის შენთვის, ისეთს, როგორსაც იმსახურებ.
  • დედა, არ მინდა, – ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა.
  • საკმარისია, – წამოენთო მამა და ფეხზე წამოდგა, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა მისი. მხრებში გასწორდა და მრისხანედ შემომხედა,- საკმარისია, აქამდე ხმა არ ამიწევია შენთვის და როგორც ჩანს ჩემი რბილი ხასიათის გამო, თავს გახვედი. საკმარისია, გეყოფა, იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი.
  • ალი, დამშვიდდი, გთხოვ,- ხელი მოკიდა დედამ და მისი დასმა სცადა, მაგრამ მან ხელი აიქნია და გააგრძელა.
  • შენ ნუ ერევი,-მერე მოულოდნელად დამშვიდდა და გვერდზე მომიჯდა, – მისმინე, შვილო, მითხარი, ჩვენი ოჯახის სახელის შერცხვენა გინდა?
  • არა, მამა, არ მინდა, გეფიცები, მაგრამ…
  • მაშინ შეეგუე იმ აზრს, რომ მალე გათხოვდები. თუ ჩვენი ოჯახის სახელის შერცხვენა არ გინდა, ის უნდა გააკეთო რასაც გეუბნები. მამაშენი ცუდ საქმროს არ აგირჩევს, ყველაფერი სხვანაირად მოხდება. ახლა კი წადი და დაიძინე, დანარჩენზე სხვა დროს დავილაპარაკებთ.
  • მამა…
  •  წადი, დაიძინე,- თხოვნასა და ვედრებას აზრი აღარ ჰქონდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო იქამდე, სანამ მე შემატყობინებდნენ ქორწილის ამბავს.წამოვდექი და საძინებლისკენ გავემართე.

იმ საღამოს ბევრი ვიტირე,დავტიროდი ჩემ უბედობას.ვერ ვიტან ამ ადათებს,თავისუფლება მწადია,მინდა ვიგრძნო როგორია ნამდვილი სიყვარული,მაგრამ არა,იძულებით მაქორწინებენ.

მთვარე თავზე დამნათოდა. მხოლოდ ის ხედავდა ჩემ ტკივილს, მხოლოდ მას ესმოდა ჩემი ფიქრების.ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!