დარბაზში არც ისე ბევრი ხალხი იყო. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ეს ერთი ჩვეულებრივი სასამართლო უნდა ყოფილიყო. მოვისმინე ბრალდებები და იმან გამაკვირვა, რომ ნიკამ აღიარა! ყველაფერი რაც მე მითხრა, ძმაოს გარეშე რა თქმა უნდა. ნიკამ აღიარა თუ არა მისი ტანკივით ძმა წამოვარდა, სკამს მუშტები დაარტყა, გასასვლელისაკენ წავიდა და თან ისე შემომხედა მეგონა იქვე მომკლავდა, მაგრამ შევცდი! იქ არა სხვაგან მომკლა.
როგორც იქნა სასამართლო დასრულდა. ნიკას შვიდი წელი მიუსაჯეს და ციხეში ჩასვეს. სასამართლოდან გამოვედი, მთლიანად ოფლში ვცურავდი, ვიფიქრე ცოტას გავივლი და დავწყნარდები მეთქი. თან ცოტა მომავალზე დავფიქრდი, მივხვდი რომ დეგენერატივით არ უნდა მოვქცეულიყავი და ეს საქმე არ უნდა ამეღო. სწორედ ამ ფიქრებში გართული სახლის გზაზე მივაბიჯებდი, რომ უკნიდან ხმა მომესმა თითქოს დათვი დადისო. მივიხედე და იმხელა კაცი დავინახე, მასთან შედარებით რწყილის ხელა ვჩანდი. კი, სწორად მიხვდი ეს ჩვენი მთა კაცი იყო, ნიკას ძმა. ხელში იარაღი ეჭირა, მიხვდით ალბათ ხო რასაც აპირებდა. ნუ გეშინიათ მალე იზამს მაგას.
-შე პატარა ვირთხა, შენ ჩემი ძმა ციხიდან უნდა გამოგეყვანა იქ კი არ უნდა ჩაგესვა – დაიგრგვინა მისმა ხმამ.
-სერიოზულად? მეტი მეტსახელი ვერ მოიფიქრე? – ჩემნაირი იდიოტი ვინმე გინახავთ? გაქცევის მაგივრად ვიდექი და ზედმეტსახელს ვუწუნებდი!
-შე ნაძირალა! არ გაცოცხლებ. – იარაღის ლულა პირდაპირთავში დამიმიზნა.
-კარგი, ეს შეურაწმყოფელია – ბატონო აჩი ახლა მაინცრატომ არ გაიქცევი?
-ფეხებზე მკიდია თუ მე დამიჭერენ, შენ მაინც ხომ მოგკლავ.
-კარგი დიდო ბიჭო, მოდი დაწყნარდი კარგი? იარაღი დაუშვიდა წყნარად ვილაპარაკოთ.
-როგორ ბედავ! რა უთხარი ჩემს ძმას ისეთი, რომ ტყუილითქვა და ციხეში ჩაჯდა.
-პირველ რიგში მინდა სიმართლე გითხრა, შენ ძმას ტყუილი არ უთქვამს. უნდა შეეგუო იმას რომ შენმა ძმამ ადამიანი მოკლა- პაუზა! სანამ გავაგრძელებ მინდა ვთქვა, ამ ამბავს მხოლოდ იმიტომ ვყვები, რომ არ მინდა ჩემსავით დაასრულოთ. არ მინდა ტვინი გაყინოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილებები. მერე უკვე გვიანი იქნება. თქვენც ხომ ხედავთ. – სიტყვა დავამთავრე თუ არა გამაყრუებელი ხმა გავიგე და მორჩა, უფრო სწორად, ჯერ ხმა იყო, შემდეგ ის რუხი, გაცრეცილი ნაცრისფერი სილუეტი. ზუსტად ვიცოდი ვინ იყო, გამიკვირდა ცელი, რომ არ ეჭირა, ეს მხოლოდ ერთი წამიგაგრძელდა. შემდეგ კი არაფერი. უბრალოდ არაფერი.