მგონია , რომ მას ყველა განსხვავებულად ხედავს. არ ვიცი რატომ, უბრალოდ ასე ვფიქრობ. როცა ის ჩემთან მოვიდა რუხი ფერის იყო, გაცრეცილი ნაცრისფერი, ცელი არ ჰქონდა!
სახის დანახვა ვერ მოვასწარი, დრო არ მქონდა. ის მხოლოდ ერთი წამით ვიხილე და მორჩა! შემდეგ იყო არაფერი! გავოცდი, ვიფიქრე ეს ხომ შეუძლებელია მეთქი, რა თქმა უნდა ყველა ასე იფიქრებდა, ღმერთო რა სულელი ვარ! არ მინდა მასზე ვისაუბრო, მაგრამ რატომღაც მგონია, რმ აუცილებლად უნდა მოვყვე. ვფიქრობ ჯობია ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყო. კარგით მოემზადეთ, საკმაოდ საინტერესო ისტორია გელით!
მე აჩი მქვია და მე მკვდარი ვარ! არ ვიტყუები, მართლა!არ მინდა თქვენი შეშინება, უბრალოდ მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ.
ბათუმში დავიბადე და იქ გავიზარდე, ისე მიყვარდა ეს ქალაქი, რომ მისგან წასვლა არ მინდოდა, ამიტომ მთელი ცხოვრება იქ გავატარე. რა თქმა უნდა უფრო მეტი დროის გატარებას ვგეგმავდი, ზაფხულისთვის გეგმებიც კი შევადგინე, მაგრამ ვინ გაცალა! მოკლედ ყველაფერი ოდნავ უცნაურად იყო.
ოცდაექვსი წლის, რომ გავხდი ვიფიქრე ჩემი ცხოვრება ჩემით უნდა ავაწყო მეთქი და მარტო ცხოვრება გადავწყვიტე. როგორც ახლა ვხვდები მთლად ჯანსაღი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ჩემი მთელი ათი წლის დანაზოგით, რომელიც კაცმა არ იცოდა რა ჯანდაბად ვინახავდი პატარა ბინა ვიყიდე ქალაქის ცენტრთან ახლოს. მომწონდა ხალხის ჟრიამული, იმის მიუხედავად, რომ ვერც მე ვიტანდი მათ და ვერც ისინი მიტანდნენ მე. ძალიან სასაცილოა!
სამსახური კარგი მქონდა, თუმცა არც ისე უსაფრთხო. არასადმე ისეთ ადგილას კი არ ვმუშაობდი სადაც შეიძლება თვალი გამოითხარო ან ჩამოვარდნილმა სიმძიმემ ძირს გაგაბრტყელოს, მე უბრალოდ ადვოკატი ვიყავი. ფიქრობთ რატომ შეიძლება ეს საშიში იყოს? მალე გაიგებთ!
სამსახურში მივედი, ზაფხული იყო და ძალიან ცხელოდა. კაბინეტში, რომ შევედი იქ შუახნის ქალბატონი, ზორბა ტანის მქონე საშიში ახალგაზრდადა საშუალო ასაკის წვერებიანი კაცი დამხვდნენ. ასეთი ადამიანები ცხოვრებაში არ მყავდა ნანახი. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ლაპარაკი წვერებიანმა დაიწყო:
-გამარჯობა ბატონო! მე დავითი მქვია, მითხრეს უზუნაძე კარგი ადვოკატია და დაგეხმარებათო.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა – ახლა ამ სიტყვებს ვნანობ- უბრალოდ აჩი დამიძახეთ. მომიყევით თქვენი ისტორია და ვნახოთ რით შემიძლია დახმარება.
-ესე იგი ბატონო აჩი რა ხდება – სწრაფად და აღელვებულად დაიწყო ქალმა, ასეთი ხმა არა მგონია მეორე არსებობდეს. დასრულება ვერ მოახერხა წვერებიანმა გააჩერა, იქნებ ლაპარაკი მაცადო-ო. ოდნავ გამეღიმა და შემდეგ მათი მოსმენა დავიწყე.
-ერთი კვირის წინ ჩემმა შვილმა დიდ შარში გაყო თავი და დააპატიმრეს – ესე იგი ამ დათვის გარდა კიდევ ყოლია შვილი. ნეტავ ისიც ასეთია?
-კარგით ცოტა ვრცლად, რომ მომიყვეთ?
-ჩვენც არ ვიცით იქ რა მოხდა, მაგრამ სამი განსხვავებულიამბავი გვითხრეს, ამიტომაც მოვედით თქვენთან, რომ სიმართლე გაარკვიოთ და შვილი გამითავისუფლოთ.ამიტომ მოვედით! – ამ ხალხს მე რა ყოვლისშემძლე ვგონივარ? სერიოზულად? თუმცა საინტერესოჩანს.
-კარგით! თითოეული დაწვრილებით მომიყევით.
-ჩემმა შვილმა მითხრა, რომ დამნაშავე არაა, დედა დაიფიცა და არ მოგვატყუებდა! ასე თქვა უდანაშაულო ვარო – ხო აბა რა! ეს ხალხი მაგიჟებს – სახლში ორ საათზე მოვიდა, პერანგი წითელი ჰქონდა, საღებავი გადამესხაო – ხო მაგას როგორ მოიტყუებოდა, დედა დაიფიცა და! წამიერად გავიფიქრე ხომ არ ვუთხრა თქვენი შვილი ნაბიჭვარი მატყუარაა მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე – მეზობელთან იყო გასული, ჯოკერს ვთამაშობდით ფულზეო, არ წამიგია პროსტა გივიმ წააგო და გაბრაზებულმა საღებავი ისროლა და მე მომხვდაო. მერე ტუალეტში გავიდა, უკან რომ დაბრუნდა გივი მკვდარი დამხვდაო.
-ეს თქვენი შვილის ვერსიაა არა?! და დანარჩენი ორი ვერსია?
-ახლავე! ბატონო, ახლავე! ოთხი თამაშობდნენ ერთი მანამდე წასულა სანამ გადაასხამდა საღებავს, მეორე ვერსია სანდროსია. ჩვენი მეზობელია. პატარა სოფელია, ყველა ყველას იცნობს და ენდობა, იმან სხვა რამე გვითხრა. ასე თქვა, მე არაფერი დამინახავს, მაგრამ ის დავინახე რომ ნიკა გივისთან იდგა და რაღაცას უყვიროდა-ო, ნიკა ჩემი ბიჭია ბატონო. მერე ასე თქვა, კი დავინახე, რომ უყვიროდა, მაგრამ არ დამინახავს როგორ მოკლაო.
-ესე იგი ნიკამ გივი მოკლა? ასე თქვა არა?
-არა ბატონო! ჩემი შვილ ჭიანჭველასაც არ დაადგამდა ფეხს, კაცს როგორ მოკლავდა, ხომ გითხარით საღებავი გადაასხა გივიმ და ტუალეტში გავიდა.
-შემდეგი ვერსია თუ შეიძლება! – მატყუარა ნაბიჭვრები! მათ მიმართ პირდაპირ სიძულვილით ავენთე.
-პოლიციამ სულ სხვა რამე გვითხრა. თქვეს გივი ნიკა მოკლა და სანდრო ეხმარებოდაო.
უკაცრავად? დავიბენი, რა უცნაურია! დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლე არც ერთს არ უთქვამს ბოლომდე.
-კარგით, როგორც ჩანს გინდათ თქვენი შვილი ციხიდან გამოვიყვანო,ასეა არა?
-კი, კი! ზუსტად! – ისე დასჭექა მისმა ხმამ, თავი ძლივს შევიკავე, რომ ხელები ყურებზე არ ამეფარებინა.
ვიცოდი, რომ ამ საქმეს წავაგებდი, დარწმუნებული ვიყავი გივი ნიკამ მოკლა და ასეც აღმოჩნდა, უბრალოდ ძალიან დამაინტერესა ეს ყველაფერი როგორწარიმართებოდა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა იმის გაგებისა თუ კიდევ რამდენ შეთხზულ ზღაპარსმოვისმენდი. ეს საქმე ორი მიზეზის გამო ავიღე: პირველი, ცნობისმოყვარეობა და მეორე,ის მთა კაცი ისე მიყურებდა უარი, რომ მეთქვა სამუდამოდ ინვალიდს დამტოვებდა.
-ბატონო დავით! ამ საქმეს ავიღებ – ნეტა მაშინვე რატომ არ მომძვრა ენა ამ სიტყვების თქმისთვის?
-ძალიან დიდი მადლობა! ძალიან დიდი მადლობა! – ოთახიდან გავიდნენ. მე ჩემს სამუშაოს დავუბრუნდი, ამ საქმეზე მასალები მოვიძიე და ის გავაკეთე რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებ ხოლმე.
ახლა ვხვდები, რომ ამაზე საშინელი გადაწყვეტილება არასდროსმიმიღია. მეც კაი დებილი ვარ! ახლა რო ვწუწუნებ მაშინ რო გამენძრია ტვინი ხომ კარგიიქნებოდა! ვაი შენს პატრონს აჩი! ხანდახან ტვინით უნდა იფიქრო, მისი არსებობა კი არუნდა დაივიწყო! შე ქლიავო!
ერთ კვირაში სასამართლო გაიმართა. სანამ ეს მოხდებოდა მანამდე მე ჩვენი კარგად ცნობილი საშინელ მატყუარასთან წავედი, რომ მისი საღებავის ამბავი მომესმინა. თავიდან იგივე ისტორია მომიყვა ოღონდ რაღაცები დაავიწყდა და ახლები ჩაამატა.
-იცი რა თუ გინდა რამით დაგეხმარო, მაშინ სიმართლე უნდა მომიყვე და არა საბავშვო ზღაპრები
-მართალი ხარ – ჰაჰ! მადლობა რომ მითხარი არ ვიცოდი! ღმერთო, რა იდიოტია! – ჯოკერს ვთამაშობდით, მერე ცოტა წამალიც გავიკეთეთ, მაგრა ვთამაშობდით, მერე გივიმ ცოტა გაახურა თამაში, დიდ ფულზე ვითამაშოთო, კაიფში ვიყავით, კაცმა არ იცის რას ვაკეთებდით! დიდი ფული წავაგე ძმაო! ძალიან დიდი ფული! გივიმ მომიგო. თქვა ნახევარ საათში ფული დადე თორე დაგჭრიო. მე კი არ მინდოდა ინსტიქტურად დანა ამოვიღე ჯიბიდან.
-ინსტიქტურად არა? – მკითხე ხმამაღლა, ისეთი ტონით, რომ მიმხვდარიყო სისულელეს როშავდა.
-ინსტიქტურად ძმაო, არ მინდოდა! მითხრა ნახევარ საათში ფული მოიტანეო.
-ეგ გავიგე შემდეგ რა მოხდა?
-ყველაფერი უცებ მოხდა, ახლოს მივედი, მეთქი შენ ვის ფულს თხოულობ და არ მახსოვს მერე რა მოხდა.
-მე ვთქვი სიმართლის მომიყევი მეთქი! – ღმერთო როგორ მაცოფებდა ის.
-დანა დავარტყი! სამჯერ დავარტყი! მოკვდა ძმაო, მოკვდა!
-პატარა შენიშვნა, კი არ მოკვდა, მოკალი. – ამ სიტყვების მერე გავაცნობიერე, რომ იდიოტივით მოვიქეცი. უბრალოდ თავი უნდა გამენებებინა ამ საქმისთვის. სკამიდან წამოვვარდი და ლამის სირბილით გავედი ოთახიდან.
-ეე ძმაო! სად მიდიხარ, მე რა ვქნა?
-არ ვიცი! თუ აღიარებ შეიძლება სასჯელი შეგიმცირონ, არ ვიცი მე აღარ ვარ შენი ადვოკატი. – ოთხიდან ისე გავვარდი უკან არ მომიხედავს, სანამ სახლში არ მივედი. ძალიან ბევრი მკვლელობის ამბავი მომისმენია, მაგრამ ასე არასდროს დამმართნია. რაღაც შემიჩნდა, ვეღარ ვისვენებდი! შვებულება ავიღე, სახლიდან არ გავდიოდი, ჩემს თავს ვერ ვცნობდი. და ამის შემდეგ, კიდევ ერთი წარმოუდგენლად იდიოტური გადაწყვეტილება მივიღე. ნიკას სასამართლოზე წავედი.