-ანიტა სად ხარ,ჩახვედი?
-დიახ ბატონო მიხაილ,ჩავედი. ჩვენი ბიჭები მოვინახულე,მსხვერპლი არ არის. ისევ ომი მძვინვარებს. გამთენიის 4 საათზე სროლები იყო და…
-და რა? რა მოხდა ანიტა?
-იცით ბატონო მიხაილ… იცით… ზეინეფი აღარ არის. სასიკვდილოდ დაუჭრიათ,ბევრი სისხლი დაკარგა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მისი ნივთებიც ვერსად იპოვეს,მხოლოდ საათი და დღიური მომაქვს.
***
რედაქცია უსიცოცხლო სხეულს დაემსგავსა.მძიმედ ჩამოკრა სამგლოვიარო ზარმა. გაზეთები შემოდგომის გამხმარ ფოთლებს დაემსგავსა. კედლებს სუნთქვა უჭირდა. ყველაფერი შავ ფერებში იყო. ცრემლით ირწყვებოდა ყვავილები. საათს უჭირდა დროის ათვლა. მხოლოდ გათიშული ტელევიზორები და კომპიუტერები იდგნენ ამაყად. ჰაერი ყოველ წუთს მძიმდებოდა და სუნთქვა გაუსაძლისი ხდებოდა.ყველა კამერა უფუნქციო ნივთად იქცა. ერთდ დროს სიცოცხლით სავსე შენობა,ახლა უღიმღამო და დაჩოქლი იდგა დიდი ქალაქის დიდ მოედანზე. ყველაფერი შეიცვალა:ქუჩები,მოედნები,სადგურები,ახალი შენობები ააშენეს,სკოლები,საბავშო ბაღები. შეიცვალა გარემო,თუმცა ქალაქში ისევ დადიოდნენ ხელ-ჯოხიანი მოხუცები,ბავშვები,შეყვარებულები,ხოგი სამსახურში მიიჩქაროდა,ზოგი უნივერსიტეტში. შუქნიშნებთან ისევ სიგნალები. ისევ ნახავდი სმარტფონებში თავჩარგულ ახალგაზრდებს. ისევ ისმოდა დილაობით ეკლესიიდან წირვა-ლოცვის ხმა და გალობა. ისევ ისე ჭიკჭიკებდნენ ჩიტები. ისევ ამაყად მოედინებოდა მდინარე საკუთარ კალაპოტში. ისევ ენთო ყველა ფერადი ლამპიონი. ისევ ისმოდა კლუბებიდან მძიმე მუსიკის ხმა. მხოლოდ ერთი შავოსანი კაცი,დიდი წვერითა და გრძელი თმით,დახეული მაისურითა და სხვადასხვა ფერის წინდით,ბოთლით ხელში გამოჩნდებოდა ხოლმე ამ შეშლილი ქალაქის ქუჩებში ღამ-ღამობით და გამვლელ-გამომვლელს უცნაურ შეკითხვებს უსვამდა. გიჟადაც უკვე დიდი ხანია მოუნათლავთ და არც თითო ლუკმას იშურებენ მისთვის.
***
მე არ მჯერა,რომ ბედისწერა არსებობს. მე მჯერა,რომ ჩვენს ბედს ჩვენვე ვქმნით,იმ გზას,რომელსაც ვირჩვეთ,მას ჩვენი ნებით ვირჩვეთ კი,მართალია,მაგრამ გარემო პირობებმა შესაძლებელია გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ჩვენზე,მაგრამ არ არის ის ფაქტორი,რომელიც აზრს შეგაცვლევინებს. თუ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმართულოება არჩეული და არავის და არაფრის დიდებით დავთმობთ მას,მე მეჯრა,რომ მივაღწევთ საწადელს. მე მჯერა,რომ მიუღწეველი მიზნები არ არსებობს. უბრალოდ გზაა ასარჩევი,რომელიც მიგიყვანს იმ მიზნამდე. საქმეც ამაშია,რომ ზოგი ვერ ირჩევს სწორ გზას,ან ირჩევს და ნებდებიან,თითქმის მიღწეულ მიზანს თავს ანებებენ და ეძებენ სხვა გამოსავალს და ასე გრძელდება განუწყვეტლივ,სანამ იპოვნიან,ან საბოლოოდ არ დანებდებიან. მართლა არ მესმის რატომ უნდა დანებდე,როდესაც გაქვს მიზანი არჩეული? განა ამ ცხოვრებაში მეორედ მოხვალ? არა. ერთხელ ცხოვრობ და მაქსიმალურად უნდა გამოიყენო შესაძლებლობები,უნდა გახსოვდეს,რომ სუნთქავ,რომ შენ არსებობ,რომ შენ შეგიძლია. უნდა გახსოვდეს,რომ შენ იმისთვის ხარ,ბევრი კარგი საქმე გააკეთო,შენ იმისთვის ხარ,რომ შეგიძლია ბევრ საინტერესო თემაზე მუშაობა,შეგიძლია საკუთარი გამოცდილებით სხვას დაეხმარო. შეგიძლია სხვისი სიცოხლის გადარჩენა,შეგიძლია ათასობით მძინარე ბავშვის დაცვა. უნდა გახსოვდეს,რომ შეგიძლია,შეგიძლია უბრალოდ. არასდროს არ უნდა იფიქრო იმაზე,რომ რაიმე არ გამოგივა,ეს ფიქრი ხომ,უბრალოდ გიზღუდავს შესაძლებლობებს. მინდა გითხრა,რომ იფიქრე,იფიქრე ბევრი და ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს,ვინ ვარ მე? ეს დაგემხარება იმაში,რომ არ გაჩერდე და არ იფიქრო,რაც იქნება იქნებაო. დაგემხარება იმაში,რომ იყო ბედნიერი.***მე ბედნიერი ვარ !ბედნიერი ვარ,რადგან ვხედავ,რომ აქ ყველა ერთნაირია. აქ ყველა თანასწორია. აქ არის საერთო ძარღვი,საერთო გულისთქმა,საერთო მაჯისცემა,საერთო ლუკმა და საერთო წყალი. აქ საერთო საქმეა და ერთი მიზანია – მშვიდობა ! აქ თავისუფლებისთვის იბრძვიან,აქ ერთიანობისთვის წირავენ თავს. აქ სიყვარულია,აქ იმედია,აქ პატივისცემაა,აქ თანამშრომლობაა. აქ გულწრფელი და ღირსეული,ნამდვილი და სუფთა ადამიანები არიან. აქ პასუხიმსგებლობა უმაღლესი მოვალეობაა. აქ ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის იბრძვის. აქ შეგიძლია შეშლილ სამყაროს მოუსმინო. სამყაროს,სადაც ყველაფერი ხდება: ქურდობა,ყაჩაღობა,მკვლელობა,საათში ორ არასრულწლოვანს აუპატიურებენ,ძალადობა,ჩაგვრა,გაკიცხვა,ამავდროულად დადიან კონცერტებზე,აწყობენ გამოსვლებს,დგამენ შოუებს,აშენებენ ცათამბჯენებს,ერთობიან,ამავე დროს ლანძღავენ განსხვავებულებს,ვარდისფერ თმიანებს,აკრიტიკებენ მეძავებსა და ალკოჰოლიკებს. იცვლიან ვარცხნილობას,დადიან რელიგიურ რიტუალებზე,მისდევენ მოდას და ასე,უწყვეტად მიედინება ცხოვრება,რომელიც მაინც მშვენიერია. მე ბედნიერი ვარ,რადგან ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
***
ზეინეფი მქვია და 24 წლის ვარ. საქართველოდან. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ომის კორესპონდენტი. ახლა აფხაზეთში ვარ. დაჭრილ ჯარისკაცებს ვპატრონობ. ვუხვევ ჭრილობებს,ვწერ დღიურს,ვაგროვებ ჩანაწერებს,ფოტომასალას და ეს ნარკოტიკივითაა ჩემთვის. თუ ომის ველზე ვარ,ჩემი ცხოვრება აზრს იძენს,ჯარისკაცების საკვებს ვჭამ,ღამეში სამი საათი მძინავს. სალოცავად მათთან ერთად დავდივარ. სასტვენის ხმაზე ვიღვიძებ,ვიცი,შეიძლება ნებისმიერ წუთს ბომბი აფეთქდეს,მაგრამ ეს ყველაფერი საოცარ ძალას მმატებს. სტიმულს მაძლევს და მაძლიერებს. მიუხედავად იმისა,რომ აქ არაადამიანური მოქმედებების მომსწრე ვხდები,ვხედავ როგორ ანგრევენ დიდ შენობებს,რამაც საუკუნეებს გაუძლო,სკოლებს,ხოცავენ ბავშვებს,მოხუცებს,ორსულებს. ფეხით უვლიან მუზეუმებს,ყველაფერს ფერფლად აქცევენ. ვხედავ როგორ იპარავენ მათთვის სრულიად უსარგებლო ნივთებს და ამით ამაყობენ კიდეც,საკუთარ თავს ,,ძლიერის“ სახელით ამკობენ. საქმე საქმეზე რომ მიდგეს,იტყვიან დაგვავავლესო. ვერ გაამტყუნებ. მაგრამ მე,მაინც ბედნიერი ვარ,იმიტომ,რომ ბედნიერება,აქ ვისწავლე. ამ შეშლილ ადგილას.***ჩემი იდეა უკვე გამხელილი მქონდა. მინდოდა ზეინეფის ჩანაწერები წიგნად გამომეცა და აპრილის ერთ მშვენიერ დილას სახლში ვესტუმრე მიხაილს. მისი დილა ჩვეულებრივ გაზეთითა და ყავით იწყებოდა. შვილიშვილები გარს დასტრიალებდნენ ხოლმე. მაგრამ ახლა თვალებ აცრემლიანებული იდგა ბაღის ბოლოში,უკვე ღრმად მოხუცებული რედაქტორი,ხელში ფერდაკარგული,სიყვითლეშეპარული ფურცელი ეკავა და ნაღვლიანი,ტკივილით სავსე,ცრემლმორეული კითხულობდა…***წელიწადში ოთხი სეზონია. ყველა სხვადასხვა ფრად იღებება. გაზაფხულზე იასამნისფერ კაბას იცვამს ბუნება. ო,როგორ მიყვარს იასამანი. გახაზფხულის შემოსვლა პირველ სიყვარულს ჰგავს,ერთბაშად რომ აგიყოლიებს და გადაგატარებს ქარს,ნისლს,წვიმას და ბოლოს მაინც,შენში რომ დარჩება. ზაფხულში შუაღამისას შეიძლება ჰამაკში იწვე და და მთვარეს უყურო. ზღვაზე წახვიდე და მთები დალაშქრო. შემოდგომა კი სიხარულის დროა. პირველი პაემანივით ფერადი და იდუმალი. მაგრამ,მე ზამთარი მიყვარს,ზამთრის ვარსკვლავები. სხვანაირად მიგეყინება მზერა. ორი დღის წინ მოთოვა,ყველაფერი თეთრი იყო. ყინავდა,ყინულმოდებულ ვარსკვლავებს შევყურებდი და ცისკენ აწეული მზერით მივყვებოდი გზას. ფიქრები,ფიქრები რა შორს წაგიყვანს ღმერთმა იცის. ნეტა ხვალ რომ მოვკვდე რა იქნება,დავაკლდები ნეტა ვინმეს? არა,ნეტა ის რას იფიქრბს? არა,არ მოვკვდები. ნეტა რომ დავბედრები რა იქნება? მაშინაც ასე დავინახავ თოვლს? ან ისევ ასე სიყვარულით მიმეყინება მზერა ვარსკვლავებზე? ნეტა რომელი საათია,და მაინც,რომ მოვკვდე რა იქნება? ისევ ამაზე რატომ ვფიქრობ? ნეტა ის რას ფიქრობს ახლა? ალბათ სძინავს,ან მუშაობს. დამანახა მაინც ახლა და რომ მოვკვდე? რა მნიშვნელობა აქვს აქ? ხვალე არ გავალ გარეთ. რამდენი ხანია წიგნი არ წამიკითხვას,ხოდა უნდა წავიკითხო. მარკესი მირჩევნია,მოდი წავიკითხავ,უი როგორ ბნელა,ვერ ვხედავ. ეჰ… კიდე მაინც მოვიდეს თოვლი,თეთრი თოვლი. მოვა აუცილებლად. ნეტა ის მოვა? უნდა მოვიდეს,მოვა. შარშანაც ხომ იყო გაზაფხული. ზამთარი მოვიდა. ისიც მოვა,ჩამოვა ვიცი. ზამთრის ყინვაში სიარული კარგია,ცაზე მიყინული ვარსკვლაების ყურება. ისიც ასეთი ლამაზია,ვარსკვლავია. როგორ მომენატრა. ნეტა მას ვენატრები? ახლა მერამდენე სეზონია,საიდან ვითვლით? გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი. სულ ასე ვამბობთ. მაშინ ზამთარი იყო. ნოემბრის ექვსი. რომელი საათია ახლა ? ადგილს ვერ ვცნობ. ნეტა სად ვარ ? გულში ანთებულმა გზამ სად წამიყვანა ? დავიკარგე. ცა ისევ ლამაზია. ისიც ლამაზია. მე მიყვარს ღამე. კარგია,რომ მთვარეც აქაა. შენ მაინც ჩემთან ხარ. აი ახლა,ვარსკვლავებს ვუყურებ. რამდენნი არიან. შენც ანთიხარ მათთან ერთად. მიყვარხარ. არ მინდა ეა გაიგონ. ჩუ. სამყაროს რა ვუთხრა ? შენ ხომ მის მიერ ჩემთვის გამხელი საიდუმლო ხარ. რა ლამაზი ღამეა. ეჰ… ნეტა,რა იქნებოდა მე, რომ ცაზე მოკიაფე ვარსკვლავი ვყოფილიყავი ? გამოვჩნდებოდი ცაზე ღამ-ღამობით,ისიც ორი საათით,გადმოვხრდავდი დედამიწას და მერე ისევ ჩავიკარგებოდი ღრუბლების წიაღში. სიკვდილზე არ ვიფიქრებდი და არც არაფრის შემეშინდებოდა. როგორ გაწითლებულა ზღვის სანაპირო… ეჰ,რა იქნებოდა ერთხელ რომ მაინც გენახე,ჩამოსულიყავი ან ერთი ბარათი მაინც გამოგეგზავნა ჩენთვის,გეთქვა რომ ,,კარგად ხარ”. ნუთუ ასე შორია აფხაზეთამდე ? ნუთუ ასე შეგაშინა ტყვიამფრქვევმა? ნუთუ დაუჯერე,რომ ენგურის ერთ ნაპირზე დარჩენილებს მეორე ნაპირზე მცხოვრებლები ეზიზღებათ ? ნუთუ ასეთი რთულია იმ მდინარის გაღმა ნაპირამდე,სადაც მე ვწევარ. არა,აქ ყოველღამე ვისმენდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის სადღეგრძელოს. როგორ მინდოდა ჩამოსულიყავი და გენახა ჩემო მიხაილ. როგორ მინდოდა შენ გეთქვა სამყაროსთვის,რომ ჩატეხილი ხიდი უნდა შევაკეთოთ. ახლა ამ ხიდის ქვეშ მე ვწევარ და მაინც გელოდები. გელოდები რომ მოხვალ. ერთხელ მაინც მოხვალ. რა მემართება ? ღრუბლები აირია. სიწითლეც გაქრა. მე მაინც გაღმა ნაპირთან ვწევარ და გელოდები რომ მოხვალ,რადგან მაინც მიყვარხარ. ისე არა,როგორც სხვებს,სულ სხვანაირად,ჩემებურად. უსასრულოდ. იწამდე,სადაც ცის კიდეა… გახსოვდეს ჩემო მიხაილ,ყოველთვის ის ცვლილება იყავი,რომელიც შენ გინდა რომ მოხდეს…
***
– დილამშვიდობისა მიხაილ
– დილამშვიდობისა ანიტა,დაჯექი,ყავას მიირთმევ ?
– არა მიხაილ არ მინდა,მეჩქარება. ამ საბუთს მინდა ხელი მოაწერო,რომ წიგნი სტამბაში გავაგზავნო. მაგრამ,არ ვიცი,რა დავარქვა წიგნს,მინდა რომ ის განსაკუთრებული იყოს,როგორც ზეინეფი
– ნუთუ ასე შორია გაღმა ნაპირი ?!
