alone

Comments

  რა უნდა ქნას ერთმა კაცმა, მარტოდმყოფმა ამ ქვეყანაზე?! სისულელეა ყველა ის მსჯელობა, რომ ერთ ადამიანს ქვეყნის გადატრიალება ძალუძს და მისი შესაძლებლობანი უსაზღვროა. თუ ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა ბუმბერაზ პიროვნებას (ბოროტსა თუ კეთილს) გვერდით ვიღაც ედგა. მარტოდმყოფი კაცი ვერაფერს შეცვლის, ის დასაღუპადაა განწირული. ყველას სჭირდება დახმარება, გვერდში დგომა, მხარდაჭერა, “მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო!”. უამრავი ადამიანი იტანჯება მარტოობით. “არაფერი მარტოსული მრთელი არაა”(კონსტანტინე გამსახურდია) და არც ის ადამიანები არიან სრულფასოვანნი, რომლებსაც გვერდში სიცარიელე უდგათ. 

facebook კომენტარები
Choose your Reaction!