მგონი გათენდა.ფანჯრიდან თბილმა სიომ შემოირბინა და თითქოს ნაზად ჩამეხუტა.სიომ მზეცგამოიყოლა,მზემ ჩიტები და ყველა ერთად ჩემს გაღვიძებას ცდილობდა.ეს დილის ჩვეულიწესი იყო.ალბათ სიო,მზე და ჩიტები რომ არა არც გავიღვიძებდი.ჩვეულებრივი დღეიყო,თითქოს არაფრით გამორჩეული.საწოლიდან ჩემდა გასაკვირად მხიარულად წამოვდექიდა ბუნებაში გასეირნება მომინდა.ალბათ დღეს ძალიან იმოქმედა ჩემზე ,,ჩვეულმა დილისწესმა”.
როგორც კი სახლს ცოტათი მოვშორდი,ყველაფერი სხვანაირი მომეჩვენა.იქვე,მინდორზელამაზად აბიბინებულ მწვანე ბალახთან ერთად,ფერთა სიუხვით დაჯილდოებული ყვავილებიამოსულიყო,ფუტკრები კი მოსვენებას არ აძლევდნენ და იქაურობას ბზუილითახმაურებდნენ.ცაში კი ალბათ,ჩიტების ზეიმი იყო.ჩემს თავს ზემოთ უამრავ მერცხალს მოეყარათავი და თითქოს ერთმანეთს რაღაცას ესაუბრებოდნენ.დიდხანს ვუყურებდი ბედნიერფრინველებს და ჩაფიქრებულმა გზა გავაგრძელე.შემდეგ მუსიკა ჩავრთე და ქუჩაშიგავედი.ავტომობილების ხმაურმა სრულიად წაშალა ჩემში გამოწვეული ის ბედნიერებარომელიც ყვავილების,ფუტკრებისა და მერცხლების დანახვამ მომგვარა.ჩემს გულს თალხიგადაეფარა და რაღაც ცუდი მიწინასწარმეტყველა.საშინელი აზრების თავიდან მოშორებაგადავწყვიტე,რომ უცებ საზარელი ხმა გავიგონე.იმ წუთში ვერ გავიაზრე რა მოხდა. მანქანის მუხრუჭის,კივილის,წივილის და ტირილის ხმა ერთმანეთში ამერია,დავიბენი და რამდენიმეწუთის შემდეგ მივხვდი რომ უკან უნდა მივბრუნებულიყავი…ოჰჰ!რა საშინელი სურათიდამხვდა!..შავი მერსედესი შუა ქუჩაში გაჩერებულიყო,მის წინ სისხლის გუბეში მწოლიარეგოგონა ეგდო,მისი თავი ახალგაზრდა ბიჭს კალთაში ჩაედო,(როგორც იქ მოსაუბრემოხუცებისგან გავიგე გოგონას შეყვარებული იყო)ცხარე ცრემლებს ღვრიდა და რაღაცასბუტბუტებდა.ხალხი ბუზებივით ეხვეოდა თავს.,,ხალხო,უკან დაიხიეთ”, ,,სასწრაფოშიდარეკეთ”, ,, მიმიშვით ექიმი ვარ”…ათასი შეძახილი ისმოდა,მე კი უბრალოდ ვიდექი,ვერაფერსვამბობდი,გაშტერებული ვუყურებდი გვამს,შემდეგ ვეღარ გავუძელი და სირბილით დავბრუნდისახლში.იმ დღეს მხოლოდ გოგონას გვამზე და ცოცხალმკვდარ ბიჭზე ვფიქრობდი.
გავიდა ხანი,მას შემდეგ ბევრჯერ მომიწია იმ ქუჩაზე გავლა,იქ მყოფი ხალხი ისევ იხსენებდაიმ დღეს.რამდენჯერმე შევხვდი განადგურებულ და დამწუხრებულ ბიჭს,რომლისთვისაცცხოვრებას აზრი დაეკარგა.ვფიქრობდი,ყველაზე დიდი ტკივილი,რომელსაც ვერასდროსგადაიტან საყვარელი ადამიანის დაკარგვაა.ვერასდროს გახდები ისევ ისეთი ბედნიერი დაარასდროს დაგავიწყდება ეს მწუხარება.-ამ აზრს კი ამ ბიჭის საქციელით ვასაბუთებდი.
ისევ ჩვეულებრივი დილა გათენდა.იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ორი წელი გავიდა.ხალხსუკვე დავიწყებოდა ყველაფერი.მანქანები ისევ მოურიდებლად დაძრწოდნენ ქუჩაზე.მე არმომწონდა ხალხის გულგრილობა, მაგრამ არ მიკვირდა.ვფიქრობდი საზოგადოება მალეივიწყებს სხვის ტკივილს,მაგრამ ის ,,სხვა” არასდროს.თუმცა შევცდი…
იცით რა დავინახე? ბიჭი, რომელიც ერთ დროს საყვარელი ადამიანის გვერდით სისხლისგუბეში იწვა,
ბიჭი,რომელიც ცხარე ცრემლებით იღვრებოდა,
ბიჭი,რომელიც მთელი დღეები ცოცხალმკვდარივით დადიოდა და ვერავის ამჩნევდა,დღესბედნიერი იყო!ხელში პატარა ბავშვი ეჭირა ,ეთამაშებოდა,მის გვერდით კი მისი ცოლოიღიმებოდა და ბედნიერი სახით გაჰყურებდა მამა-შვილს.გულში რაღაც უცნაურმა გრძნობამგამიარა,გამახსენდა ჩემი სიტყვები,რომ ადამიანი ვერასდროს გადაიტანს საყვარელიადამიანის სიკვდილს.აი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა-მე ხომ ადამიანზე ვსაუბრობ?
ყოველი ადამიანი კი საზოგადოების წევრია,იმ საზოგადოების რომელიც ერთ დღესგულდაწყვეტილია,სევდიანი,სხვისი მწუხარება აღელვებს, მეორე დღეს კიბედნიერი,გახარებული და ზოგჯერ შურით სავსე.,,ცხოვრება ხანმოკლეა”-ამით ვიმშვიდებთთავს, ვცდილობთ მალე დავივიწყოთ ცუდი წარსული და ნათელი მომავალი შევიქმნათ.ალბათსწორედ ამიტომ თვლიან ადამიანს ყველაზე სასტიკ არსებად.მაგრამ შემდეგ ვფიქრობ:იქნებიმიტომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ,რომ მწუხარებას ვივიწყებთ?რა მოხდებოდა თუ მხოლოდსევდა დაისადგურებდა ყველას გულში?-ალბათ დედამიწა დიდ სასაფლაოსდაემსგავსებოდა,სადაც ცოცხალი გვამები მოჩვენებებივით დაიწყებდნენ სიარულს.