გაუტეხელი,ნაწილი პირველი -ახალგაზრდობა, თავი პირველი

0

იასამნისფერ ფოთლებს ნახშირისფრად შეღებვა კვირების უკან დაეწყოთ. დილა ღრუბლებით სავსე ცით გათენდა და მზის სხივებს გამთენიის ალისფერი ბრძოლის შემდეგ, დღის შუა ნახევარში, მიეცათ ღრუბლებით შექმილი სქელი ზეწრის გარღვევის უფლება. ქარი დასავლეთისკენ ილტვოდა. ხეთა ფოთლებში შრიალს ჰქმნიდა და ტოტებს ერთმანეთზე არახუნებდა. დიდად არ ეხატებოდათ ხეებს გულზე ქარის საქციელი. კანლაონის მიწებზე გაზრდილი მცენარეები, მუდამ, აღმოსავლეთისკენ მქროლავ ქარს იყვნენ დაჩვეული და მისი მიმართულების უეცარ ცვლილებას ბრაზით ხვდებოდნენ. თავგამოდებით ებრძოდნენ ბუნების ერთ-ერთ სტიქიას. იყო მსხვერპლი – გადატეხილი, დასაჭკნობად განწირული ტოტების სახით, მაგრამ ასეთი მსხვერპლი ყოველთვის დიად მიზანს ემსახურება – დატოვოს და გადაარჩინოს სხვა, რამეთუ, ამ უკანასკნელმა ახალ სიცოცხლეს მისცეს დასაბამი. ჰგავდა ეს სანახაობა ადამიანის ცხოვრებას; გაზრდას, იდეოლოგიისა და ერთმხრივი მიმართულების მიღებას. გაფურჩქნილი ფოთლები და წვალება სიცოცხლისთვის ადამიანების მუხლჩაუხრელ შრომას წააგავდა, გადატეხვა და ვარდნა კი სიკვდილისკენ დაქანებულ სალ კლდეს.  და ასე, ისე რომ არავინ იცოდა თუ რატომ, ქარი დასავლეთისკენ ქროდა.

 მცირე სამოსახლომ, მეტალურგიის  ნაცოდვილარმა ხელოვნებამ, გაბედა და მიწაზე სადაც ფეხი არ დაედგა მხიარულებას, თავისი კედლები აღმართა და შიგნით ადამიანები შეიფარა. პატარა დასახლებიდან უვიცმა მიწამ, რომელმაც გაზარდა ქართან მებრძოლი ხეები, მრავალი რამ ისწავლა. შეიცნო  შურისძიების სისხლი, რომელიც დაიღვარა ერთის მოკვლისათვის და მეორის გულის მოსაჯერებლად. პირადად გაიცნო გრძნობა, რომელიც უპირისპირდებოდა თავად მის ავტორებს – სიყვარული. ეცადა გაეგო რა იყო ცრემლების მიზეზი, წვიმას ასე ძალიან რომ აგონებდა და რა იწვევდა ქათქათა მარგალიტების კოხტად გამოჩენას, გახსნილ ზეცას, რომ უტოლდებოდა. რა თქმა უნდა უჭირდა გულუბრყვილო მიწას ყოველივეს სრულფასოვნად აღქმა – მისთვის უცნობი იყო სითბო, რადგან მასთან დიდიხნის გაცივებულები მიდიოდნენ – იყო გააზრება ამისა ძნელი, თუმცა შეყვარება არმც და არამც. მიწამ შეიცნო ადამიანები და მიიღო როგორც შვილებად და დართო ნება აეგოთ სამოსახლო თავისივე ნაყოფით.

 პირველი რკინის ჩარჩოს დადგმიდან ადამიანების სამმა თაობამ მიაყარა საყვარელ ადამიანებს მიწა.  თანდათან აყვავდა ხელოვნება და სახვე იცვალა. ახლა უკვე შეგვეძლო მისთვის დიდებული გვეწოდებინა – ცამდე აზიდულიკოშკების, გადაგრეხილი ფერადი ხიდებისა და მთვარის ქვით შემოსილი სახლების მეოხებით. სამყარო სამოსახლოს გარშემო გრძნობდა ცვლილებას. არსებები გაიშვიათდნენ, რადგან უფრთხოდნენ უჩვეულო, ორ ფეხე მოსიარულე ადამიანებს და რახან იმდროისთვის უსაზღვრო იყო მიწა, სხვა მხარეს წავიდნენ და გაეცალნენ სიცოცხლის ახალ ხორცშეხმას.

 ადგილას სადაც არ იყო მზე და სულ ახლახანს გამოანათა, რამდენიმე წლის წინ – უმზეობისას – მესამე თობის წარმომადგენლად დაიბადა, ჩვილობიდან შეუხედავი ადამიანი, რომელსაც სახელად ისუდი დაარქვეს. ორად გაყოფილი ზედა ტუჩი, ამობურცული ზურგი და დაღრეცილი ფეხები თავიდანვე იქცა მოუშორებელ ჭუჭყად. ისუდს ჩამოშორდნენ მშობლები, მათ ის გაყიდეს. უფროსებთან ერთად  უარყოფდნენ ბავშვებიც, რადგან ბუნებრივი გადარჩევის ინსტიქტი ყმაწვილობიდან იდო მათ გონებაში.  სუსტები მუდამ კვდებიან – ადამიანის ცხობრებას მახვილონივრულად განმარტავს. ისუდის ბედი მისმა სხეულმა და სამყარომ თავიდანვე გადაწყვიტა. ისუდი მონა გახდა. შრომა მისი ხელის გულების გაშავებამდე გრძელდებოდა. ეზიდებოდა ათასგვარ ნივთს, რომლებიც პატივცემულთთვის გამოუსადეგარი იყო, ხოლო ისეთი ბავშვებისთვის როგორებიც არიან მონებად დაბადებულნი, დიდებუბულ საჩუქრად ითვლებოდა. მონას ბავშვობაში თეთრ-შავი სათამაშო ჰქონდა, რომელთან ლაპარაკი და ჭირვარამის გაზიარება მოზარდობაშიც გამოჰყვა. გულისყურით ისმენდა შავ თმიანი თოჯინა კაცის საუბარს და ერთი წამითაც კი, აზრად არ მოსდიოდა, რომ მისი ენაკვიმატი მეგობარი თავის ჭრელ სამოს – წითელი წინწკლებით მორთულ ნარინჯისფერ შარვალსა და ოკეანივით მუქ მაისურს – განსხვავებულად, მუქ ფერებში აღიქვმდა. ემოციურად შავ-თეთრი ცხოვრება, ისუდის თვალებისთვისაც შავ-თეთრად შეღებილიყო.

 ურტყავდენენ ისუდს და უბრძანებდნენ სწრაფად იარეო – ფიქრად არ ივლებდნენ თუ რაოდენ რთული იყო მისთვის თითოეული ნაბიჯის გადადგმა. გონებითაც კოჭლი ისუდი ფიქრობდა – სიმახინჯე არაადამიანურ მოპყრობას საჭიროებს – ამიტომ, ისედაც დახრილ თავს, ხრიდა იქამდე სანამ ტუჩები მისი, მიწას არ დაეკონებოდა. ერთადერთი ვნება მიწის კოცნა იყო კაცის ცხოვრებაში. იცოდა, მაგრამ უფრთხოდა – სხვა მისგან განსხვავებულ არსებას. მარტოოდენ მისი ქალბატონი იყო მონის ცხოვრებაში სიტყვა ქალის მატარებელი. მიწისთვის რომ ვინმეს მიეცა ენა, თვალები და ყურები, სადაო არაა, ისუდს პირდაპირ თავისთან გაამწესებდა, სადაც ვერავინ გაბედავდა წალკოტივით გაზრდილისა და ხავსივით მიწასთან შეზრდილის განსჯას. უთანაგრძნობდა მონობის ვარსკვალვზე დაბადებულს სამყარო. სჯეროდა ოდესმე გამოჩნდებოდა სასწაული, ისუდის მშველელი, ვინმე გულკეთილი. თუცა, სამყაროს როგორც ისუდივით ბედკრულ ადამიანებს, ჰყავდა დაუძინებელი მტერი – იმედი -, ძალის მომცემი მტერი, რათა მისი ბოძებული ძალით ეცოცხლათ დაცემით გამოწვეულ ტკივილმდე.

  გამოანათა მზემ და გახარებულმა, ხალხის მოშინაურებულმა, ფრინველებმა მრავალხმიანი სიმღერა გააჩაღეს. იდგა შუადღე, სამოსახლოს კი არ სცილდებოდა დილის შეგრძნება – ბინდივით იდუმალ სიზმრებს რომ ჰგვრიდა გონებას. ზოგიერთს გააჩნდა ნება შეწინააღმდეგებოდა ძილის ცოდვა ნარევ მოთხოვნილებას, ფარულად სიზარმაცეს რომ უხსნიდა გზას კაცისკენ. ზოგიერთი პირიქით დიდი მოწიწებით იქნევდა ხელებს მათ ფეხებთან მისული ძილის დანახვისას. ამათგან პირველთ ევალებოდათ – გაღვიძება, დაბანვა – თუნდაც მხოლოდ ხელების -, ჭამა, რათა იმედის ძალისთვის დამატებითად მიეცათ სარჩო. გაურღვეველი წესჩვეულება მართვდა მათ ცხოვრებას. ცხოვრების დინებას შეგუებული ისუდიც პირველ, ძილთან მებრძოლ ადამიანებს ეკუთვნოდა.  ვაივაგლახით წამოდგა საწოლიდან და სანამ კიდევ იწვა, ფეხის დაკოჟრილი თითებით ზეწარს მიელამუნა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!