სახლში შესული ფერადი ტომასი თავის წინასწარმეტყველების ახდენას ელლდებოდა, ერთი წამით ზღურბლთან შეჩერდა, კარგია რომ დედა იქვე არ დახვდა, ერთი იფიქრა გავბრუნდები და უკანა კარიდან შევიპარებიო, ის კარი უფრო ახლოა სააბაზანოსთან და ასე გარდაქმნიდა მესამე მსოფლიო ომს, გაშეშებული და ხელებ გაფშეკილი პარალიზებულივით შემობზრიალდა თუმცა ზუსტადაც რომ თეძოზე ხელებ შემოწყობილ დედას შეეფეთა, გვერდით ჩარლი მისჯდომოდა და ბიჭის შემხედვარემ ერთი დაიწკმუტუნა კიდეც, თითქოს თვალებით ეუბნებოდა „მშვიდობით მეგობარო“
-ტომას!!!
-დედა! შემთხვევით იგივე ტონით შეჰკივლა ტომასმა და მიხვდა რომ ნავთიც დაღვარა ცეცხლზე , თუმცა არ დაიბნა და დააყოლა
– მაააამა!!!!
ტომასის და მისი ტანსაცმლის გასუფთავება ოდნავ ხმაურიანი იყო, ელისი შვილს საღებავების გადაყრით ემუქრებოდა, ხოლო მამა თვალს უკრავდა ნუ ღელავ კიდევ მაქვსო. ბიჭი იმდენად ბედნიერი იყო თავისი შემოქმედებით და პროდუქტიულად გატარებილი დღით, რომ დედის ბურდღუნს ყურს აღარ უგდებდა და მამას უპაჭუნებდა თვალებს.
პიტერთან ყველაფერი რიგზე გახლდათ, ფერადი ბიჭის დანახვაზე მშობლებს ჯერ სიცილი აუტყდათ, შემდეგ დედას ოდნავიი სევდა გაერია თვალში, როცა მიხვდა რომ სარეცხი დაუგროვდა, თუმცა ძალიან დაღლილი იყო იმისთვის რომ შენიშვნა მიეცა და წარბის აწევით შემოიფარგლა.
დილის 8 საათია, პიტერი რაციის შხრიალმა გააღვიძა
-პიტერ! პიტერ! მიღება
-ტომას რვა საათია! მიღება
-ხოდა რახან დილის 8 საათზე მეუბნები მიღებაო, ადექი! კავშირის დასასრილი.
ერთი წუთით პიტერს ნახევრად წამომჯდარს, იდაყვზე დაყრდნობილს ეძინა, შემდეგ ძალიან სწრაფად დააჭყიტა თვალები და წამში გაიაზრა რომ დღეს მოგზაურობის დღეა, ტბის გადაღმა.
წამოხტა და ფანჯარას მივარდა, პოტერის საძინებლის ერთ-ერთი ფანჯარა, ზუსტადაც რომ ტომასის საძინებელს უყურებდა, თვალები მოიფშვნიტა და აბარგებული შეკაზმული ტომასი დაინახა რომელიც იქიდან მუშტებს უქნევდა და თითებს მაჯაზე იტკაცუნებდა რომ მიეხვედრებინა ვაგვიანებთო, პიტერმაც ჩქარა დაიწყო გამზადება თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ აგვიანდებოდათ.
ბიჭების მშობლებსაც გაეღვიძათ, დედები ფუსფუსებდნენ , მამები შაბათი დღის აღსანიშნავად სათევზაოდ გასულიყვნენ, ბიჭების უთენია სახლიდან გავარდნა უცნაური და საგანგაშო არიყო, ასე რომ დედებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ, აბარგებულ პატარა ბიჭებზე, მეტიც! საუზმე წასაღებად გაუმზადეს და სახლში დაბნელებამდე მოსვლა სთხოვეს. შემდეგ ქალბატონებმა ერთმანეთს გადასძახეს, თავისუფლების აღსანიშნავად ყავაზე შეიკრიბნენ.
ტბის ნაპირზე სწრაფი, თითქმის სპორტული სიარულით მიაბიჯებდნენ პიტერი და ტომასი, მათი ენდორფინები ჰაერში გაჟღენთილიყო და დილის რიჟრაჟი უფრო სასიამოვნო ხდებოდა. უკან კუდის ქიცინით ჩარლი მიყვებოდა, ალბათ მასაც ქონდა იმედი მოგზაურობის.
ნაპირზე მათი შემოქმედება მზის სხივებზე პრიალებდა და იმაზე მეტად ფერადი ჩანდა ვიდრე ახსოვდათ, ბიჭემა ნავთან მიირბინეს და თვალების ციმციმით ათვალიერებდნენ, კმაყოფილად უცქერდნენ ერთმანეთს , შემდეგ ტომასი მხრებში გასწორდა და წარბშეკრული ჩააცქერდა პიტერს
პიტერს ჯერ კიდევ ღიმილი ქონდა მიმხმარი სახეზე, ცოტაც და ღია პირიდან ნერწყვი წამოუვიდოდა
-პიტერ! თუ შეამჩნიე ნიჩაბი გვაქვს
-კი, ნამდვილად გვაქვს, ეს პრობლემაა? გაიკვირვა პიტერმა
-ალბათ არა, მაგრამ კარგი იქნებოდა ნიჩბები გქონოდა და არა ნიჩაბი
-ა, გასაგებია, არაუშავს, რიგრიგობით მოვუსმევთ ნიჩაბს , შეგიძლია შეენ დაიწყო. პიტერმა ლიდერივით გასცა უფლება
-ვითომ რატომ უნდა დავიწყო მე? დაიწყე და რომ დაიღლები მე გავაგრძელებ
– ტომას, მოდი კენჭი ვყაროთ!
ტომასი ერთ ხანს შუბლშეკრული იდგა, შემდეგ დაიხარა და კენჭები მოკრიფა
-რას აკეთებ ტომას?
-როგორ თუ რას, კენჭები არ ვყაროთ?
პიტერმა შუბლზე ხელი შემოირტყა და ნიჩბის მოსმის პატივი თავის თავს არგო.
