ივლისის გავარვარებული მზე ცეცხლისფრად აბრიალებდა ტბას, დასიცხულ, დამძიმებულ წყალმცენარეებს თავი ჩაეხარათ წყლისკენ, დასველების იმედად.
ორი საუკეთესო ოქროსფერთმიანი მეგობარი, პიტერი და ტომასი ტბის პირას ქვიშაში ისხდნენ და საღებავებით მოთხუპნულები საქმიანად თავჩაქინდრილები ღებავდნენ ნავს.
-იყო და არა ოყო რა ჩვენზე უკეთესი რა იქნებოდა? არა ტომას?
-რას წერ პიტერ? ტომასი დამცინავი შავი თვალებით ჩააშტერდა გადაშლილ პატარა უბის წიგნაკს, რომელიც პიტერს დასვრილ მუხლებზე დაედო და ფერადი ხელებით თეთრ ფურცლებს სვრიდა.
– როგორ თუ რას? გაბუტული ტონით წამოუხტა პიტერი. ჩვენ ხომ მოგზაურობას ვაპირებთ ტბის გადაღმა, ჰოდა როგორც ყველა მოგზაურს, მეც მინდა, რომ ჩანაწერები გავაკეთო! კისერი მოიღერა და ტბას გადახედა, დარწმინებილი იყო რომ რამდენიმე კილომეტრის გადაცურვა მათ უზომოდ ბევრ თავგადასავალს მოუტანდა.
-კარგი პიტ, კარგი, ნავის შეღებვა დავასრულეთ, რახან შენი საყვარელი ფერი ყვითელია და ჩემი კი, ყველა დანარჩენი, ნავი ძალიან ფერადი გამოვიდა. წელზე ხელებშემოწყობილი ცერად უყურებდა ტომასი ძველ ხის ნავს, რომელიც მართლაც საკმაოდ ფერადი გამოუვიდათ, მერე ტბას გახედავდა, შემდეგ ნავს, შემდეგ პიტერს და კმაყოფილად ეღიმებოდა, წუთით მუცელში სიცივემ გაუელვა როდესაც დედამისის რეაქცია წარმოიდგინა მის დასვრილ ტანსაცმელზე მაგრამ ფიქრობდა რომ ეს ამად ღირდა და თავს მამაცურად იმხნევებდა, მამას მოეწონებაო.
მზე ჩასვლას აპირებდა, გაფერადებულ ბიჭებს ჩარლის ყეფა შემოესმათ, ჩარლი პიტერის ძაღლია რომელიც იმაზე მეტად გონიერია ვიდრე ეს ორო მეგობარი ერთად, ჩარლის პიტერის მამა აგზავნიდა ხოლმე შვილის მოსახმობად, როდესაც პიტმა ყეფა გაიგონა მიხვდა სიგნალს და სახლში წასასვლელად გაემზადა, ბიჭები მთელი ძალით მიახოხიალებდნენ ნავს ნაპირისგან შორს, რომ მათი ნაშრომი წყალს არ წაეღო. შემდეგ დარჩენილი სენდვიჩები ჩარლის აჭამეს და სირბილით, სიცილით გაიქცნენ სახლში.