0

გადმოვარდა.. და უეცრად მიიპყრო ჩემი ცოდვისფერი თვალები, ლამაზმა და ამავდროულად შეუფერებელმა თოჯინამ, რომელმაც ჩემში შესისხორცებული ფიქრები აღძრა და ამ წამში,გადმოვარდნის მომენტიდან ყინულივით ცივ ქვაფენილზე დაცემის წამში, ვიგრძენი ის წამიერი განცდა ,რომელსაც სულჩაუდგმელი პატარა ზომის თოჯინა განიცდიდა. გავოცდი…ამ მომენტში უგრძნბოლად აიღო გეზი ჩემმა მარჯვენა ფეხმა და კვალდაკვალ გაჰყვა მარცხენაც.  მივაბიჯებდი ნელი ნაბიჯებით , რიტმა საგრძნობლად იმატა და ჩემმა უცანურმა სიარულის  მანერამ გარშემომყოთა ყურადღება მიიპყრო. გაკვირვებას მოჰყვა ბედნიერება …. იმ წამის მეასედში, როდესაც სულ რაღაც  რამოდენიმე ნაბიჯი მაშორებდა თოჯინას, ჩემმა თვალთა მზერამ  გადაინაცვლა  სხვა პარალელურ სამყაროში. დაბალი სიმაღლის, ერთი შეხედვით მშიშარამ, სუსტი აღნაგობის მქონე ,  შავთვალებამ , საყვარლად და კეთილად მომღიმარმა გოგონამ სრულიად  დაჩრდილა თოჯინის მიმართ ჩემი მზერა.შევჩერდი …. ცნობისმოყვარეობით მოვკრიბე გამბედაობა ,რომელიც არგამაჩნდა , შეუმჩნევლად ჩავხედე მას თვალებში და ვიგრძენი ის, რაც ამ  ცოდვით სავსე  წუთისოფელში, ყველაზე  სასოწარკვეთილ, სულგანაბულ ადამიანსაც  კი ერთი წამით აგრძნობინებდა შვებას, შვებას რომელიც მას ბავშვივით ლაღს გახდიდა , შვებას ,რომელიც უიმედობას იმედით ჩაანაცვლებდა,წამიერ შვებას,რომელიც ყოველივე ადამიანში შეუცნობელ   გრძნობას აღძრავდა. თვალები, ჰომ სულის სარკეა , მის უცოდველ თვალებში კი გრძნობად მხოლოდ ორი გრძნობა აღიქმებოდა სიხარული და ბედნიერება . და ბოლოს გაგრძნობინებდა შვებას… განუმეორებელ შვებას, რომელსაც სიყვარული ჰქვია.    შემიყვარდა …  და ჩემში აგიძრა სიხარული რომელსაც მოსდევდა სევდა და იმედგაცურება, თავდაუვიწყარ სიყვარულს  მოჰვა მონატრება და მოკვდა იმედი, იმედი რომელიც ჩემში იწვევდა რწმენას ,მოთინებას და მოლოდინს .  ყოველივე იქცა მოგონებად , დიდი ალბთობით გამოგონილ მოგონებად, გამოგონილ ადამიანთან, გამოგონილი გრძნობებით. წვიმდა… დეკემბრის 10 რიცხვი, 7საათს აკლდა დაწყევლილი 10 წუთი,შემაშნებელი სუსხი და სიცივე იბრძოდა მზის   მხურვალე სხივებთან, ბრძოლა სისხლის ღვრის გარეშე, იმატა პატარა ზომის, მაგრამ შემაშინებელი სულის მქონე  წყლის ბურთულებმა, დაეშვა უზარმაზი შავი ღრუბლიდან ერთი ხელისგულისოდენა  წვიმის წვეთი , მიბაძა მეორემ და უშველებელი სისწრაფით გაეშურა მისკენ შემდეგ მესამემ…. მეოთხემ… და დაიწყო წარღვნა.  ისარივით მწარე იყო მათი დაცემა დედამიწის ზურგზე, მზის სხივები გამალებით მიემალნენ იმ უზარმაზი ღრუბლის ზურგს . ჩავფიქრდი… მივაბიჯებდი სწრაფად მაგრამ პატარა ნაბიჯებით, ჩემს ფიქრებში ქაოსმა დაისადგურა , ერთი ფიქრი უსწრებდა მეორეს , მეორე მესამეს , ფიქრი უსწრებდა აზროვნებას და მთლად მოვექეცი მათ ქვეშ, გამოვეთიშე სამყაროს , ამ დროს ფეხები ჩემდა უნებურად აგრძელებდნენ სიარულს,  ფეხთა კონტროლს  მოექცა მხურვალე ხელები და ყოველ გადადგმულ  ნაბიჯზე გიჯივით ვიქნევდი  მათ,  მთლად მივეცი ფიქრთა აგონიას. დამხვდა… დამხვდა ის უნახავი ბედნიერება რომელსაც დიდიხანი ველოდი , იმ სითბოთი სავსე თვალებს გაგიჟებამდე მივყავდი , ნელ-ნელა მომიცვა შიშმა, იმისა, რომ ოდესღაც ამ სითბოთი გაჟღენთილი  თვალების უნახავი გავხდებოდი, წარმოდგენასაც კი მივყავდი საშინელ გრძნობამდე , გრძნობამდე რომლის გრძნობაც დაგაკარგვინებდა საკუთარ თავს საკუთარ თავში. გაჩერდა… გაჩერდა ცხოვრების შეუჩერებელი წლები,  ყოველი მშვნელოვანი და უმნიშვნელო  წვირლმანი დავიწყებას მიეცა, წვიმის წვეთებმა თავი შეიკავეს, ფოთლები სამარადისოდ დადუმდნენ, ქუჩებმა შეწყვიტეს ჩურჩული,  შავმა ღრუბელმა ფერი იცვალა, იმატა უზარმაზარი მთვარის თეთრმა შუქმა და მიეცა ბუნებას სიცოცხლის ხალისი, როდესაც ხელით  შევეხე ცოცხალ ბედნიერებას, ხის ქვეშ მდგარს, ლოდინით გაყინულს, ვიცი , რომ მელოდა და ელოდა იმდღის იმწამს როდესაც ჩემი ხელები უხმაუროდ შეეხებოდნენ მის სითბოთი სავსე გულს და ელოდა თავისთავს ჩემ გვერძე. ჩავეხუტე..

 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!