თავი “ადამიანი ზესუბსტანციის წარმომადგენელი”

Comments

-რისგან შედგება ადამიანი ?-ადამიანის ანატომიურ აგებულებას მეკითხები ?- თუ ასეა მაშინ ზოგადად რო შევხედოთ-ხორცი, რომელიც კომპლექსურად არის მოწყბილი და ამ კომპლექსიდან გამომდინარე სიმყარის სახობრივი სუბსტანციის შემანარჩუნებელი ძვალები. გონება კი ეს ცალკე ფენომენია. რეალურად კი ეს ყოველივე ერთ მთლიანობას ქმნის.-და შეგვიძლია რომელიმეზე ვთქვათ რომ მეტად ან ნაკლებად მნშვნელოვანია?-თუ ვიტყვით შევცდებით, რადგან თითოეულს თავისი დანიშნულებია აქვს (თავისი ფუქცია ეს ერთვგვარი სისტემური ბალანსია). ვერ იქნება კუნთები ძვლების ან გონების ფუნქციის შემასრულებელი, ან რომელიმე მათგანი სხვა ფუნქციის შემსრულებელი, რადგან თავიანთი ურთიერთ მოქმედება განსაზღვრავს ზუსტად იმ სრულ მოქმედებას, რაც ასე მშვენიერი სახით გვეძლევა-სახილველად. ვერ ვიტყვით რომ, ერთი მეორეზე აღმატებულია და რაიმეთი მეტი, რადგან ისინი თავიანთ შესაძლებლობებში მაქსიმალური გამოყენების პრინციპით მოქმედებენ. ანუ ამ შემთხვევაში განსხვავებულობა არ ნიშნავს აღმატებულებას, რადგან განსხვავებულობა ამ შემთხვევაში თანაბრობაა აღმატებულობაში (ანუ “ერთარსული აღმატებულობა”).-დედამიწაზე გვაქვს ერთი ასეთი მეცნეირბეა “ფსიქოსომატიკა”, მარტივად რომ ვთვათ ის შეისწავლის და გვამეცნებს იმ სფეროში, რასაც სხეულის გონებისმიერი მართვა ჰქვია, ყოველივე დეტალის განსაზღვრა ზუსტად გონებიდან იწყება და სრულდება. შესაბამისად ის ყველაზე აღმატებულია, რადგან მატერიალური სხეულის სუბსტანციას განსაზღვრავს.-გონებას იმიტომ შეუძლია (სხეულის მართვა) რომ, მას აქვს ამის საშუალება და ფუნქცია მიცემული. აბა მატერიალური სხეული მოვაშოროთ რა დარჩება?-მხოლოდ გონება და სამართავადაც ვერაფერი ექნება მატერიალურ დონეზე.-კი ზუსტად, მაგრამ შეხედე სხეული გონების გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ გონებას ეს შეიძლია.-აი აქ კი ცდები, სხეული განაგრძობს არსებობას, როგორც ვიცით ის ფორმაცვალებადი სუბსტანციაა, ენერგიის შემცველი. ენერგიას კი აქვს უნარი გარდაიქმნას, დაიშალოს, აკუმულირდეს-სხვა უფრო მეტად/ნაკლებად აღმატებულ ფორმაში და სხვა.-შენ თავადვე თქვი, სხეულისა და გონების განცალკვების შემდეგ, სხეული სხვა არსებობაში კონვერტირდება, გონებას კი არ სჭირდება სხეულის მსგავსი მოქმედებები რომ იარსებოს. გონება ისე გადადის სხეულიდან სხეულში რომ, მუდამ ფორმაუცვლელი რჩება. ანუ გონება ფორმაუცვლელია, სხეული კი ფორმაცვალებადი.-სხეულიდან სხეულში გადასვლა არაა დამტკიცებული ფაქტი.-არაა აუცილებელი რაღაცის არსებობისთვის ფაქტი გვქონდეს. ფაქტი ეს ხილული მატერიალური საგნიერების საგანია, საზღვრულად მოარსებეობის განსახირებება. ადამიანის გონება ისეა შეზღუდული მატერიალურობით უჭირს მიღმიერების დანახვა, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები ფაქტები, აი რას ეყრდნობა, აი რისთვის ბრძოლობს, არა და ეს საზღვრულობა რო გაქრეს, რჩება მხოლოდ მიღმეირება, რაც უსაზღვრულია.-კაი მოდი მაშინ შენ თქმას მივყვეთ, ჩვენ ახლა გონებას ხო როგორც მატერიალურ სხეულისთვის განვიხილავთ, შესაბამისად მისი განცალკევებით განხილვა გვაშორებს საწყისის დედაარსს…ნუთუ მხოლოდ ფორმაუცვლელობა ანიჭებს რაიმეს აღმატებულობას ?!- გვეცოდინებოდა რა არის სინათლე, თუ არ ვიცით რა არის სიბნელე?! გონება იყო არის და იქნება აღმატებული, მარა მისთვის რომელიმეზე მეტი სტატუსის მინიჭება გაუმართლებელი მგონია, რადგან მის მიერ დანატოვარი სხეული უბრალოდ არ რჩება, ის გრძლედება შესაბამისად შემოდის “განგრძობადობის ეფექტი”. ამის მხიედვით შეგვიძლია ერთგვარი აქსიომაც ჩამოვაყალიბოთ:-“მატერიალური სხეული და გონება თანაბარ მნიშვნელოვანია რადგან, მათი არსებობის ფორმის მიუხედავად ისინი აგრძელებენ არსებობას”. ანუ ამით მინდა ვთქვა რომ, როგორც ერთ ისე განცალკევებულ არსებობაში ორივე დიდმნიშვნელოვანია.-რა საწყისის დედაარსზე საუბრობ ?! ჩვენ ხომ არც არაფერზე შევთანხმებულვართ.-მსჯელობის დასაწყისში შენ დასვი კითხვა-თუ რისგან შედგება ადამიანი-ამის შემდგომი განხილვით კი ქვეცნობიერულად ჩამოვიყალიბე ერთგვარი ჩონჩხი, თუ რის გარშემო ვტრიალებდით და ვგონებდი რომ, შენც ამისკენ იყავი მომართული, მაგრამ ნამსჯელევის გადააზრებამ მიმახვედრა რომ, ჯერ კიდევ ვერ დავადგინე საით მიგყავს საუბარი ან რისთვის წარმოიწყე ყოველივე, გარდა იმისა რომ გონების ჭეშმარიტ უპირატესობაში ცდილობ დამარწმუნო.-ხო რადგან გონება ისეთივეა როგორიც ღმერთი.-და ნუთუ სხეულიც ისეთივე არაა როგორიც ღმერთი ?-ვერ ვიტყვით რომ არა, რადგან ღმერთისგან გამომდინარეობს როგორც ერთი ისე მეორე. უბრალოდ საქმე იმაშია რომ, ღმერთი მთლიანად გონებაა.-და სხეულს რას უშვები ?-ის ჩვენთვის შექმნა…საშუალებაა გონებრივი სრულქმნის მისაღებად.-მოიცა მოცია მოცია…ახლა თამაშად და უაზრო მტკიცების რახარუხად ნუ აქცევ ყველივეს და შენს თავსვე ნუ ეწინააღმდეგები, ნუ ისაზღვრები.-კაი რას მთავაზობ.-აი რა მომწონს შენში, მარტივად შეგიძლია აუღო მოცემულობას ალღო და დათმო პოზიცია, თუ მასში შედეგამდე გაყვანის შესაძლებლობას ხედავ…მოდი ასე ვქნათ ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით დინების მაგვარად მოძრავმა, მოგვცა საშუალება გამოვიყვანოთ თეზისი:-“მატერიალური და არამატერიალრი სამყაროს თავმოყრა ან/და ჭიდილი ადამიანში”.-ჭიდილი უკვე განვიხილეთ ზევით, სადაც ჯერ კიდევ ვერ დავადგინეთ თუ რომელია უპირატესი. კარგად მოგვეხსენება, როგორც ერთს ისე მეორეს სხეულებრივი გამოხატულება აქვს. გონება მიღმიერების ანარეკლია/აჩრდილი, სხეული კი მატერიალურის.-და ეს ყოველივე ერთიმეორეში იჭრება. მათი სხვადასხვა ბუნებოვნობა სრულიადაც არ ქმნის წინააღმდეგობას, ისინი ისე ნატიფად ერწყმიან ერთმანეთს, როგორც შენ თქვი ირიბი პირდაპირობით, ასახავს ჭეშმარიტი აბსოლუტის სახებას. ანუ მეგა-უნვიერსის სახიერება მინი-უნივერსში.-თავმოყრის საკითხი, რაღაც მარტივად გადაწყდა არა 🙂 ? -შეიძლება თავს იყრის, ერთარსულობაშია, მაგრამ მგონია რომ უწინააღმდეგო ვერ იქნება, რადგან ურთიერთობის პროცესი დროზე დამოკიდებული საკითხია და რადგან მატერია მარადიულობის ანარეკლია, მას აქვს ამორტიზაციის თვისება, რაც თავადვე მითხარი ზემოთ, აი გონება კი ამორტიზაციას არ ექვემდებარება ის უბრალოდ განყოფადი საგანია საერთო არსებობიდან, ანუ მისი პერიოდული ამორტიზაცია მატერიაზეა დამოკიდებული.-აბსოლიტურად გეთანხმები, თუ ამას კონკრეტულად ადამიანის სხეულის მიმართ განვიხილავთ, მე ზემოთ ნახსენები სხეულის ფორმაცვალებადობა, არა ადამიანის არამედ ისეთივე ზესუბსტანციაში განვიხილე როგორშიც გონებაა, რადგან მოგვეხსენება მატერიის მარადიულობა დამოკიდებულია მიღმიერის მარადიულობაზე.-ანუ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ, ადამიანური პოზიციისთვის განცალკევების შემდეგ გონება აღმატებულია, ხოლო მატერიალური სამყაროს მიმართ ანუ სხეულში თანაბარი.

-დიახ, შესაძლებელია და აქ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ რომ, მატერიაც ინარჩუნებს აღმატებულებას, განსხვავება აქ ისაა რომ ერთი სიმყარეშია მეორე კი არამდგრადობაში…

-და გამოდის არსი იგივეა ფორმა კი განსხვავებული…კაი დღეისთვის საკმარისია დრო დავიძინოთ, ცხოვრებაში ამის გარდა სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცაც ხდება

facebook კომენტარები
Choose your Reaction!