მუზეუმში მცხოვრები შენ

Comments

ექსპონატებს უყურებ.

გრძნობ მონატრებას. მონატრებას, რომელიც არასოდეს გაქრება, არასოდეს გაივლის.

მონატრება, რომელიც ზამთრის სუსხზე უარესია.

მონატრება, რომელიც გაყინულ გრძნობებს ჰგავს.

მონატრება, რომელიც მთელს სულს გიყინავს და გრძნობებს გიკლავს, გიქრობს… მაგრამ სადღაც მაინც გრძნობ ტკივილის გრძნობას, რომელიც ცაზე გაელვებულ ჭექა-ქუხილს ჰგავს…

 გტკივა, თან, როგორ გტკივა. მე და შენ გვესმის ამ ტკივილის, რადგან ორივეს გამოგვიცდია ეს გრძნობა. 

დუმილი…

დუმილი, საათობით, კვირებით, თვეებით, წლებით…

დუმილია დღემდე…

პასუხი არ არის.

 არც იქნება…

მიგატოვა, მაგრამ ძვირფასი, ფასდაუდებელი და მარადიული ექსპონატები შემოგინახა….

დროის სიმწარემ, დროის გარდაუვლობამ, რეალურმა ცხოვრებამ, მწარე ცხოვრებამ, დაუნდობელმა ცხოვრებამ მოაქცია თავის მარწუხებში…

და შენ ექსპონატების წინ დაგტოვა.

დაგტოვა, იქ სადაც მხოლოდ მოგონებებია, მხოლოდ ისტორიებია, ტკბილი დღეებია, ბედნიერი წუთებია… ამიტომ გიყვარს ყველა ექსპონატი…

სულის ტკივილი ხომ იცი ?

მეგობრის დაკარგვაც სულის ტკივილია. ტკივილი არა, ალბათ უკვე სიკვდილი… მარადიული სიკვდილი… ქრება. უკვალოდ ქრება..სწრაფად ქრება, მაგრამ კვალს გიტოვებს…მოგონებებს გიტოვებს…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!