I
___
მაწანწალა და ღატაკად მშიერი შავი ძაღლის თვალით დანახულ სამყაროში, მე ვიყავ ფსიქომანი, გასხივოსნებული საკუთარ სევდაში…
***
კოლოსალურ დონის შიშსა და განცდებში, გაბრუებული, ყოველგარი სიგიჟითა და ტრაგედიით;
ოხ, როგორ მიყვარდა ეს საფრთხოება.
და მე მინდოდა გადამეცურა ედემის ტბა, მაგრამ ამავდროულად შევსულიყავი ჩრდილთა და ბოროტებათა ბაღში, რომ მომეწყივტა ჯამბაზთა დარგული ყვავილი,
-ძალზედ მაცდური ყვავილი…
მაცდური ყვავილიც შემომხედავდა, თავისი ორადი ციკლოპის თვალით და მკითხავდა:
– რამ მოგიყვანა აქ ჩემო ძვირფასო პატარა ბიჭუნავ?
– მე მომიყვანა განცდამ და მოვედ სიკვიდილის ფაეტონით.
– ეგ “სიკვდილი” სიგიჟესთან სინონიმურია…
… დაე დაიმღერს შიზოფონიური ორკესტრიც რეზონანსად, როდესაც მოვწყვეტ ყვავილს და დავასრულებ დაუსრულებელ შეთქმულებას;
დისონანსურ შეთქმულებას;
ძალზედ საავდრო შეთქმულებას…
II
___
მაწანწალა და ღატაკად მშიერი შავი ძაღლის თვალით დანახულ სამყაროში, მე ვიყავ ფსიქომანი, გასხივოსნებული საკუთარ სევდაში…
***
განგმირული თხოვნა და მოთხოვნილება, განადგურებული ყოველგვარი დამოკიდებულება,
მე, როგორც ვიყავ, ფსიქომანი ისივე ვიქეც’ მხოლოდ “ფსიქოდ”, ყოველგვარი “მანის” გარეშე . . .
და დადგა ის ნეტარე დროც, როდესაც უკანასკნელად და “როგორც იქმნად” მოვახერხე ედემის ტბის გადაცურვა, ბოროტების ბაღისკენ გაუხედავად,
მივაღწიე ლამაზ ეკალ ბარდს, ყოველგვარი ნაყოფის გარეშე…
ბარდნიც შემომეხვივნენ გულზე, მაგრამ არ მომაყენეს არანაირი ზიანი, არამედ კლიტულად იქცნენ და ინკუბირება მოახდინეს, ჩემი ლამაზი ემოციების, როგორც ბუნებრივი კოლოფი, ხელოვნურ კოლოფში . . .
მაგრამ უთუოდ ბარდნი ვის გაუგია ეკალთ გარეშე? ეკალნი, რომლებიც თავიანთი ბოროტმოქმედი ჩურჩულნით მკაწრავდნენ და მჭრიდნენ, იხვევოდნენ ერთმანეთში და ხმამაღალი სიჩუმით შესძახოდნენ – ჩემს გულსა და გონებას:
– ეს არის დასასრული.
– ეს არის დასასრული.
– ეს არის დასასრული.
… და დასასრულმაც დაისასრულა ჩემზე და დამტოვა გაორებული, ორ ინდივიდ პირად;
ერთ არაინდივიდ პირში, აღარც მხოლოდ “ფსიქო” და აღარც ოდესღაც გადაკარგული “მანი”, ისევ და ისევლე ფსიქომანი…
III
___
მაწანწალა და ღატაკად მშიერი შავი ძაღლის თვალით დანახულ სამყაროში, მე ვიყავ ფსიქომანი, გასხივოსნებული საკუთარ სევდაში…
***
კოგნიტური გაყოფა წინად ორ ცხოვრებაში;
– პარალელები ერთმანეთის, მაგრამ ამავდროულად ერთნაირად სასრულნი თავიანთ სევდიან და არარეალურ დასკვნაში.
და მეც შუაგზაში და შუაგზას იქეთ ჩავიძირე ედემის ტბაში ჩემი მასხარა ხომალდით, ჩავედით ტბის ფსკერში ერთად ხელჩაკიდებულნი, ფსკერის დემონებთან და ალქაჯ ჯამბაზებთან.
… ეს იყო სწორედაც “დიდებული ეგრესი” რომელზეც ამდენი წელია ვსაუბრობდი, წლები მანამდეც, შესაძლო დღეები ან მხოლოდ ერთი დღე მანამ, სანამ ვიქნებოდი “ფსიქოც” და “მანიც”,
და მე ამას ვთხრობ უკანასკნელად ფსკერიდან, რომელიც არის ამგვარი წყვდიადი, შემოსილი თავისუფლებათ;
– მე მოვკვდი, მაგრამ არასაკმარისად მკვდარი ვარ ჯერ, რომ ვიგრძნო სიკვდილის შვება….
~და ისევ გაისმოდა ის ხმა ენთროპულ სიცილის მაგვარ:
– ეს არის დასასრული.
– ეს არის დასასრული.
– ეს არის დასასრული.