მე მაინც მომაგონდები

0

დღე 13

მაშინ როდესაც შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,მე მაინც მომაგონდები ამ სიბნელით მოცულ ანანურთან,სადაც ჩვენი გათიშვა ყველას სურდა,უყურებ როგორ შედის კომბინაციაში ცის ფერები ბოლოს კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გაგესაუბრება,მშვიდი ნაზი ტონით ის სიამოვნება კი რაც მისი გამოჩენისას გეუფლება უცვლელია,უცვლელად რჩება გულის ფეთქვა გახშირებულ სუნთქვასთან ერთად,მთელი სხეული გიფორიაქდება თავი თამაშის ფიგურა გგონია,იმ თამაშის რაც არაჩვეულებრივია მაგრამ ამასთანავე დამახინჯებული იმ სიბინძურით,რაც ყოფიერების ნაწილია ერთის მხრივ ეს ყველაფერი შეგვიძლია მივუსადაგოდ დებულებას,რომელიც გვეუბნება რომ,სანამ მწვერვალზე ვართ უნდა წავიდეთ თუ გვსურს დარჩენა,წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება ის ცხოვრება,რასაც წლობის განმავლობაში ვაშენებდით იქნებ ისიც მწვერვალზე იყო და ესიყო მიზეზი რისგამოც წავიდა იმ უსასრულობაში,სადაც იკარგები რომელიც გაძლევს საშუალებას სული გაინთავისუფლო,მაგრამ სხვებს შეუფასებელი ტკივილით ცხოვრება ასწავლო ამ ფიქრებში გართული ხარ,გრძნობ რომ მთელი სხეული უჩვეულოდ დამძიმდა ამ სიმძიმემ კი კანკალი გამოიწვია ყურები დაგეცო უკვე გრძნობ როგორ მოძრაობს სისხლი ვენებში გრძნობ როგორ ადის ტვინამდე რაღაც სიმძიმე,რაღაც ღრმა დარტყმას გრძნობ და ითიშები,ეთიშები სამყაროს გონებით,მაგრამ სხეული კვლავ მოძრაობს კვლავ შერჩენია მას მოძრაობის უნარი უბრალოდ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ამ მოძრაობებს,გგონია რომ ბუმბულზე მსუბუქი ხარ ეს სიმსუბუქე პეპლის მსგავსია,სადაცაა გაშლი ფრთებს და გაფრინდები არა როგორც ბუმბული ან პეპელა არამედ როგორც თოლია გადაუფრენ შავ ზღვას შეიგრძნობ ნესტის სუნს და გზას ფრენით გააგრძელებ,მხოლოდ ის დაგამშვიდებს,რომ ბოლომდე თავისუფალი ხარ ამასობაში წყლის შხეფებსაც იგრძნობ ფაფუკ ბუმბულზე,შენ იმაზე სავსე იქნები ვიდრე ვინმეს ჰგონია,ჯანდაბა გაჩუმდი ყველაფერი რასაც ხედავ შენი წარმოსახვაა,ყველაფერი რასაც ხედავ ტყუილია ახლა სიბნელით მოცულ ანანურშიხარ სადაც უყურებ ცას,იმ ცას რომელიც მუქ ფერებშია შეზავებული ხოლო ვარსკვლავები სიკვდილის დროშასავით უმშვენებს კიდეს,ხშირად ვწერ ცის მშვენებაზე მაგრამ ის მართლაც რომ არაჩვეულებრივი ცა იყო,ისეთი რომელიც მხოლოდ იმ დღეს იყო,გიფიქრიათ იმაზე თუ როგორი გასაოცარია ვარსკვლავები მაგრამ იმაზე ნამდვილად არ გიფიქრიათ თუ რას ნიშნავს ვარსკვლავი შესაძლოა ცდებოდე მაგრამ უმნიშვნელო ხდება ეს ყოველივე,შენ დარწმუნებით გჯერა რომ ყოველი ვარსკვლავიდან ჩვენი დაკარგული ადამიანები გვიყურებენ,რომლებიც სიცოცხლეშივე ჩვენს სამყაროს წარმოადგენენ ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და იქნებიან მოგვცემენ ბნელ სევდიან ღამეში იმედს ან შენი სურვილის ასასრულებლად ჩამოვარდებიან მაშინ კი როდესაც თქვენს სახეზე ღიმილს შეამჩნევენ უკან დაბრუნდებიან იმ განცდით რომ ბედნიერება მოგანიჭეს. ისინი ყოველთვის იქნებიან ვიღაცის მშობელი,მეუღლე,საყვარელი,შვილი ან უბრალოდ მეგობარი მაგრამ ვეღარასოდეს გახდებიან თვითონ,შენ კი მაშინ როდესაც შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის მაინც მოგაგონდება ამ სიბნელით მოცულ ანანურთან სადაც ჩვენი გათიშვა ყველას სურდა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving