იცი რა? ბევრი რამის თქმა მინდა,
მინდა მოვიდე, მიყვარხარ გითხრა
იცი? ეს გული საშინლად მტკივა,
მაგრამ სიტყვები არაფერს ნიშნავს.
იცი რა? მინდა ჩაგკიდო ხელი,
გაკოცო ტკბილად, მიყვარხარ გითხრა
ნეტავ თუ იცი, ეს დამწვარი გული
შენზე ოცნებობს, რომ მიყვარხარ გითხრას.
წლები გავიდა, შენ კი არ ჩანხარ,
ღამეც გავიდა, დღენი, კვირები,
მაგრამ გული კი, არ გაჩერდება
სანამ არ ნახავს როგორ ვიწვებით.
ეს სიყვარულის ალი იქნება
ალი იმედის, ნდობის, ნუგეშის…
ვატყობ ეს დღეც მალე თენდება
სადაც არც შენ ხარ და არც ნუგეში…
მე შენ მიყვარხარ არასდროს მითქვამს,
ახლა კი ხედავ? მიყვარხარ გითხარ,
ხომ ხედავ ამ წამს საფლავთან ვზივარ
და მწარე ცრემლით გისველებ მიწას.
ახლა კი მინდა, შენც ფეხზე ადგე
და სიყვარულით მიყვარხარ მითხრა.