კარგად ვიცოდი რის გამოც მძულდა ისინი, თითოეული მათგანი იმსახურებდა ჩემს სიძულვილს, ყოველი თავ-თავისი მიზეზის გამო. განა რა არის სიძულვილი?! არსებობს კი ობიექტურად აღქმად სამყაროში სიძულვილის ‘სახე’?! ალბათ, არსებობს, ალბათ, არა. მე თუ მკითხავთ, ზოგჯერ მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში იკავებს სიძულვილის ‘სახე’ საკუთარ ადგილს და მერე, როცა საკუთარ ცნობიერ გონებას შევიცნობთ და ჩვენივე წარმოსახვის ბატონ-პატრონი გავხდებით, ეს სიძულვილის ‘სახე’ ქრება, ქრება და მას სიცარიელე ანაცვლებს. ნეტავ, რომელია უფრო საშინელი, სიძულვილის ‘სახე’ თუ საერთოდ არაფრის გრძნობა. ამას თეორიულად ვერ გაიგებ, იმისათვის, რომ მიხვდე რომელი გირჩევნია უნდა გაიარო ორივე ეტაპი. ჩემთვის სიცარიელე უფრო მარტივია, უკვე აღარაფერს ვგრძნობ, გულს ვეღარაფერი მიტოკებს, ასე უფრო მარტივია, მაგრამ ცნობიერად მტკივნეული, მართალია ამ ტკივილს ვერ ვგრძნობ, თუმცა გააზრებული მაქვს, რომ ეს მტკივნეულია, მტკივნეულია, როცა გინდა ვიღაც გიყვარდეს და უბრალოდ იმის გამო, რომ ვეღარაფერს გრძნობ არ შეგიძლია ვინმეს შეყვარება, ჰო სულ დამავიწყდა, სიძულვილის განცდა მხოლოდ მაშინ ქრება და შეგრძნებების სიცარიელე მაშინ ჩნება, თუკი ყველა გრძნობას, ყოველ გულის შემატოკებელ შესაძლებელ გრძნობას უარყოფ, ვერ გააქრობ მხოლოდ სიძულვილის გრძნობას, ან მხოლოდ სიყვარულისას, ან თანაგრძნობის განცდას, ეს ყველა გრძნობა ერთდროულად ქრება, რა თქმა უნდა, თუ ამისთვის მზად ხარ, ქრება და მის ადგილას ჩნდება შავი ხვრელი, რომელშიც ყოველი შესაძლო გრძნობა არსებობის დაწყებამდე შთაინთქმება.
გრძნობების ნაცვლად ‘შავი ხვრელი’ ჩნდება
Date
Comments
facebook კომენტარები
Choose your Reaction!
