fbpx
0

მისი ისტორია ,ყველაზე უკეთ, თავისი განვითარების ქრონოლოგიით , ყველა ამ ბოროტების თუნდაც უმნიშვნელო დეტალებით, მხოლოდ მე ვიცი ყველაზე უკეთესად.ვინ იყო და ვინ გახდა.მისი დაბადება დედასაც კი არ ემახსოვრებოდა,მხოლოდ ქალის ორსულობის დამახასიათებელი ნიშნებით მიხვდა დედა ფეხმძიმედ ,რომ იყო და თითქმის ყოველდღე ითვლიდა დღეებს როდის მოშორდებოდა მუცლიდან ეს არსება.როცა დაიბადა ,დედამ მხოლოდ შვება იგრძნო და სიმსუბუქე,მეტი არაფერი.ორი კითხვა მიჩნდება ამაზე :დედა იყო დედობრივ ინსტიქტებს მოკლებული ,თუ მეორე: ის თავიდანვე განწირული იყო? ალბათ ორივე.დაბადების შემდეგ არავინ იცის როგორ გადარჩა,მხოლოდ ვარაუდები არსებობს.ზოგი ამბობდა და ყველაზე სანდოდ ეს ინფორმაცია მიმაჩნია მასზე და ამას მივყვები ,რომ ნაგავზე გადაგდების შემდეგ უბრალოდ გამვლელმა შეამჩნია,ძაღლები რაღაცას ჭამდნენ და ტირილისა და ღრენის ხმაზე მივიდა ახლოს, ბავშვს ფეხის თითები შეჭმული ჰქონდა.გამვლელი ,რომელსაც არც ცოლი ყავდა და არც შვილი და უპატრონოდ დაგდებულს ყოველთვის ეშინოდა, რომ სიკვდილის სარეცელზე ცხოველები შეჭამდნენ,გაოგნდა ,თავზარი დაეცა თავისი ფანტაზიების რეალური სურათი ,რომ ნახა.მოხუცივით უმწეო პატარა არსება და დამშეული ძაღლები.ხშირად იხსენებდა იმ დღეს ,როდესაც გადაარჩინა ბავშვი და ,რაღაც მისტიურ ნიშნებს ხედავდა,სიკვდილის სურათები ემთხვეოდა ერთმანეთს.პირველად მისი გადარჩენა მხოლოდ ანგარების მიზეზი იყო,გაიზრდება და დაეხმარება მოხუცს, მადლიერების ნიშნად მისცემს მოხუცს მშვიდად სიკვდილის უფლებას,როგორც ღირსეული ადამიანები კვდებიან,თან ბავშვი ბიჭი აღმოჩნდა და ეს ერთერთი მიზეზია იმ ნიშნების უტყუარობისა ,რომ ღმერთი მასზე ზრუნავს.საოცარია, რომ ბიჭს სახელი არ დაარქვა.რათქმაუნდა ყველამ იცოდა მოხუცის კეთილშობილების ამბავი, არც არავინ კიცხავდა ,თუ კი ანგარებით გადაარჩინა ბავშვი,რადგან სიკვდილს მაინც სჯობს სიცოცხლე,თუნდაც მონად და მსახურად.მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება ,როგორც გეგმავენ ადამიანები.ბიჭი უცნაური იყი,ზუსტად იმ გულგრილობით აწამებდა ცხოველებს და იმ გულგრილობით უყურებდა დანარჩენ სამყაროს,რა გულგრილობითაც სანაგვეზე მოისროლეს და შემდეგ ძაღლებს გამოსტაცეს.შეუმჩნეველი და არარაობა იყო ყველასთვის, ამიტომ არავინ იცოდა დილიდან საღამომდე რას აკეთებდა.არ საუბრობდა 9 წლამდე, არ ყავდა მეგობრრბი, არავინ იცოდა რას სჭამდა.9 წლის ასაკში ,როდესაც მოხუცმა თქვა სასხვათაშორისოდ, რომ “ღმერთო თუ კი ჩემზე ზრუნავ და ბიჭი გამომიგზავნე ყრუ და მუნჯზე უკეთესი ,როგორ ვერ შეძელიო”.თან გაახსენა ღმერთს რა კეთილი საქმეები ჰქონდა გაკეთებული და ისიც დასძინა ,შენს სიძლიერეში ეჭვი კი არ მეპარება , მე მხოლოდ ვერ ვხვდები ,რატომ ყრუ მუნჯიო.ამას ,როდესაც ხმამაღლა ამბობდა ბიჭმა თავისთვის თქვა,რომ ყრუ მუნჯი არ არის და პასუხად მოხუცის გაოცებული თვალებისა დაამატა, რომ “აქამდე ლაპარაკის აუცილებლობა არ არსებობდა”.რათქმაუნდა მოხუცმა მის თავზე წამიერად განხორციელებულ ღმერთის სასწაულს მიაწერა მომხდარი.ბიჭს შემდეგ კიდევ დიდ ხანს არ ამოუღია ხმა და მოხუცის მონაყოლს ხალხი უბრალო ახირებად თვლიდა,მოჩვენებად.ბიჭი 15 წლის იყო ,როდესაც მოხუცი საწოლში ჩავარდა.ბავშვობიდან ბიჭის სასტიკ ცემას ,სიცივეში გარეთ გაგდებას და სხვადასხვა დასჯის მეთოდების გამოგონებას მოხუცი აღზრდის ერთადერთ და სწორ მეთოდად თვლიდა,შესაბამისად ეჭვიც არ ეპარებოდა ,რომ ბიჭი დაეხმარებოდა.ცემისას არასდროს ტიროდა,არც ტკივილი ემჩნეოდა,ამის შემხედვარე მოხუცი უფრო მეტი ,სპორტული ინტერესით უქნევდა რკინას.ერთადერთი რაც ეტყობოდა ბიჭს, რომ მოქნეული მძიმე რკინა მიზანს ხვდებოდა ამობურცული,წითლად და ლურჯად შეშუპებული კანი იყო.სახეზე ბიჭს ღიმილის ფორმის ნაიარევი ჰქონდა, ლოთებმა დაიჭირეს როდესაც პატარა იყო და ღიმილი მიახატეს.რათქამუნდა როდესაც სახლში დაბრუნდა ,მოხუცმაც ერთი ორი მოსდო იატაკის გასისხლიანებისთვის.დროთა განმავლობაში სახეზე ჭრილობებში მატლებმა დაიწყეს ძრომიალი, ბრძენი მოხუცი ამბობდა , რომ მატლები მის სახეს დამპალ ხორცს მოაშორებდნენ მხოლოდ.ასე თუ ისე, ბიჭს თავისი მეგობარი მაწანწალა ძაღლები დაეხმარნენ ლოკვით.მოხუცი ეუბნებოდა, რომ ზუსტად ამ ძაღლებმა შეუჭამეს ფეხის თითები, რომ ზუსტად ამ ძაღლებს გამოგლიჯა ხელიდან, მაგრამ მაშინ ის ორი სიტყვაც კი არ ჰქონდა ნათქვამი ბიჭს და ეგონა მოხუცს ,რომ წყლის ნაყვა იყო მასთან საუბარი.თუ ადამიანს არ ესმის ,ვერც გააგონებ როგორ მოიქცეს, სჯობს სქელი რკინით ასწავლო მოქცევა.და დადგა დღე მოხუცის საწოლში ჩავარდნის, არ იყო ორი დღე გასული,მოხუცი თავის საწოლში ძაღლებმა შეჭამეს,საზარელი სანახავი იყო ხალხი ამბობდა.რატო იყო კარი ღია, ან ძაღლებს სახლში რა უნდოდათ ვერავინ სცემდა ამ კითხვებს პასუხს.ბიჭზე ეჭვი არავის მიუტანია, არც კი გახსენებიათ ,რომ არსებობდა.

facebook კომენტარები
ტეგები:
Აირჩიე შენი რეაქცია!